კაბინეტი

აქ დაიწრება მომდევნო ჟურნალის სამოქმედო გეგმები: რა თემები იქნება აქტუალური, ვინ რომელ სტატიას დაწერს, კიდევ რა თანამდებობის პირი ავიყვანოთ "სამსახურში", ვინ მოხარშავს ცხელ შოკოლადს და ა.შ.

დროის უქონლობის გამო, დრო არ მაქვს, დროულად გავაახლო ხოლმე ეს გვერდი, რათა დრომოჭმული არ გახდეს, ამიტომ გადავწყვიტე, ბლოგი ინტერაქტიული გამეხადა!

შეგიძლით დაწეროთ აქვე კომენტარებში ან დამეკონტაქტოთ ფეისბუქზე
და, მნიშვნელობა არ აქვს, რა პროფესიის იქნებით — გავითვალისწინებ თქვენს რჩევებს და/ან  აგიყვანთ შტატში, მხოლოდ სურვილია საკმარისი! :)

პ.ს. დაკომენტარებისას აირჩიეთ Name/URL, რომ გავიგო ვინ წერს (URL არაა აუცილებელი)





მე-7 ნომრის მონახაზი:

1. ვფიქრობ, მეშვიდე ნომერი 3D-ს ელემენტებით გავაფორმო. როგორც მოგეხსენებათ, ჟურნალი კუსტარულად იბეჭდება ხოლმე ჩემს მიერ (ყველა სტამბის თავზე რო გავიარე), ჰოდა, რეალობაშიც სამგანზომილებიანი იქნება და ვეცდები, ფლეშშიც გავაკეთო ონლაინ ვერსია 3D-ში (ეს უკანასკნელი კარგად არ ვიცი და ვნახოთ რა გამომივა)


2. ვაპირებ სტატია დავწერო ჩხუბზე. დიახ, ჩხუბი ხელოვნებაა, არა კარატე-მარატე, არამედ სიტყვიერი შეხლა-შემოხლა საყვარელ ადამიანთან ერთად. ვეცდები, ჩემი ფილოსოფიული აზრები დავალაგო და ჩხუბის ალგორითმი შევადგინო.


3. გამოქვეყნდება პატარა კომერციული სტატია www.camp.ge ს შესახებ. ეს არის ფორუმი, მომავალში ოგანიზაცია, რომლის მეშვეობითაც შეგეძლებათ ისარგებლოთ 1-2-3 ან მეტდღიანი ლაშქრობებით და ლაშქრობისთვის საჭირო აუცილებელი ატრიბუტიკით (კარვები, ზურგჩანთები და ა.შ.)

4. დაიწერება სტატია ანციკლოპედიის შესახებ. ეს არის ანტივიკიპედია, სადაც ბატონობს დეზინფორმაცია და აბსურდული იუმორი. რა არის აბსურდული იუმორი? დაელოდე სტატიას და ნახე. თუ ვერ ელოდები, შეგიძლია მოინახულო გვერდი: www.anciklopedia.wikia.com

2 comments:

  1. არა 3დ მაგრა გაასწორებს :)

    ReplyDelete
  2. 3D–მდე ერთი რეალური შეხვედრა უნდა მოვახერხოთ, რათა წარმოვადგინო პროექტი. ცოტა სახლაფორთოა... ამასთან, შეიძლება, მინი გამოფენის მოწყობაც, სადაც ყველა ჟურნალი იქნება წარმოდგენილი ბეჭდური სახით :)

    ReplyDelete