Sunday, April 1, 2012

რედაქტორის ხე (სექვოია)

დღეს პირველი აპრილია...

იცოდით, რომ ჟურნალიმართლა შოკოლადიმართლა შოკოლადისაა და ნობელის პრემიაც მიიღო ტკბილეულის დარგში?!

ეს ამბავი მხოლოდ ექსკლუზიურად და მხოლოდ დღეს გაგიმხილეთ, რადგან დღეს პირველი აპრილია. დღეს, მოგეხსენებათ, ტყუილების დღეა, მაგრამ მე არ მიყვარს ტყუილები. მკითხეთ რაც გინდათ, ყველაფერს სიმართლეს გეტყვით. ალბათ, ჟურნალის ყდაზეც შეამჩნევდით და გიკვირთ, რატომ დავარქვი "რედაქტორის სვეტს" მაინცდამაინცრედაქტორის ხე“? ეს იმიტომ, რომ დრუიდი ვარ და, როგორც ყველა დრუიდს, მეც მაქვს ჩემი საკუთარი ხე, რომელსაც ვუმხელ იმ საიდუმლოს, რასაც ჩემი საქმიანობა მოიცავს, თვითონ კი მზეს მიჩრდილავს და ვართ ასე, სიამტკბილობაში. კარგები არიან ხეები.

მთელი მარტი გავიდა და ჟურნალი არ გამოსულა. ალბათ, განიცადეთ, ინერვიულეთ, მაგრამ მინდა დაგამშვიდოთ - ყველაფერი კარგად არის. რადგან ჩვენს ქვეყანაში სულ პირველი აპრილია, მარტო საკუთარ თავს უნდა ენდო და გამოკითხვას ვატარებდი საკუთარი ძალებით. ამის გამო, ჟურნალზე დრო არ დამრჩა. ჩემს კითხვაზე, დაიბეჭდოს თუ არა ჟურნალიმართლა შოკოლადი“, პასუხები ასე განაწილდა: კი - 73%, არა - 23%. ხოლო 4%-მა არ იცოდა ამ ჟურნალის შესახებ. შესაშური შედეგია, ვერაფერს იტყვი. ცხადია, საქმეები თუ კარგად წარიმართა, გეგმები რეალობაში მოვა!




დღეს პირველი აპრილია და პირველად შევამჩნიე აყვავებული ხე. დათბა, მოვიდა გაზაფხული. დღესვე თავს ვიტყუებ, რომ კარგად ვარ და არაფერი არ მჭირს, მაგრამ ტყუილს მოკლე ფეხები აბია - თაბრუ მეხვის და მცხელა, სიცხე მაქვს. ამის გამო დაგვიანდა ჟურნალის დაბეჭდვა... იმის გამოც, ბლოკნოტი, რომელშიც მქონდა ჩაწერილი სტატიები, დავკარგე ცოტა ხნით. ალბათ, კითხულობ და გეცინება, ყველაფერი ტყუილი გგონია, მაგრამ არა, 73% სიმართლე დავწერე.

ბოლო ხანებში ჟურნალის გამოსვლა ვიღაცის დაბადების დღეს ეთხვევა ხოლმე და გამონაკლისი არ ახლა ყოფილა. დღეს, პირველ აპრილს, კაი ბიჭის დაიკოს, ცნობილი ფორუმელი მოღვაწის, მსახიობის, ტაიტანგოს ფედერაციის ვიცე პრეზიდენკას, ფითოხლართთა ასოციაციის ფუძემდებლის, გაერთიანებული საწებლების შეფ-მზარეულის ტყემალის დაბადების დღეა. ჟურნალი „მართლა შოკოლადი“ ულოცავს და ყოველივე საუკეთესოს უსურვებს პირად ცხოვრებაშიც და ისეც!
ჰოდა ასე, დღეს პირველი აპრილია, ნობელის პრემიაც ავიღეთ, დაანონსდა ჟურნალის დაბეჭდვა, ერთი კარგი ადამიანის დაბადების დღეცაა და, სანამ რედაქტორის ხე მართლა აყვავდება, მოტყუებაც ადვილია, ოღონდ, სანამ მოტყუებას დაგიპირებთ, წინასწარ შეგატყობინებთ ხოლმე.

No comments:

Post a Comment