Saturday, February 29, 2020

ასტროლოგიური კალენდარი - ჩვენი დაბადების დღის ბუნიობა

ცხოვრება ისეთია, როგორიც გვსურს. თუმცა, ზოგჯერ  ჩვენზე არაა ხოლმე დამოკიდებული და ცუდი ამბებიც ხდება. წინა ნომერში, თუ გახსოვთ, შემოგთავაზეთ გეგმა, თუ როგორ გამოვძალოთ ცხოვრებას კუთვნილი ბედნიერება. ჩვენმა გამომგონებლებმა ბევრი იმუშავეს ამ მიმართულებით და აი, ისიც. დაბადების დღე ყველას ძალიან უყვარს, ყველა გეფერება, გილოცავს და საჩუქრებს გჩუქნის. მაგრამ ეს დღე წელიწადში მხოლოდ 1-ია... ალბათ, იცით, რომ წელიწადში 2-ჯერ დგება დღე, როცა დღე და ღამე თანაბრდება. ამას ბუნიობა ეწოდება. ჩვენი გამომგონებლების ჯგუფმა შეადგინა ცხრილი, რომლითაც თქვენი დაბადების დღის საპირისპირო დღეს იპოვით, ანუ დაბადებუნიობას. ვისაც დღეს, 29 თებერვალს აქვს ჩვენი დიზაინერის, გუკას თამადობით, ყველას გილოცავთ! თქვენ ახლა 4 წელიწადში 2-ჯერ იზეიმებთ!

Monday, July 1, 2013


რედაქტორის ფურცელი: წერილი საპყრობილედან



გამარჯობა, მკითხველო. ახლა შენ კითხულობმართლა შოკოლადისმე-10 ნომერს და ალბათ, გიკვირს, ეს ჟურნალი ხომ დაიხურა უკვეო. მართალი ხარ, მაგრამ ხელახლა გახსნას რა უნდა? ჰოდა, აგერ ახალი ნომერიც, რომლის გამოშვებაც ბევრმა ფაქტორმა განაპირობა... ამის გამო, ჟურნალი მეტად პოლიტიკით გაჟღენთილი გამოვიდა, მაგრამ შევთანხმდეთ - პოლიტიკას სრულად ვერ ავუქცევთ გვერდს და სჯობს თვალი გავუსწოროთ, ვიდრე სოროში მივიმალოთ (თუმცა, იქაც მოგვწვდება მაინც).
უპირველეს ყოვლისა, ყველა პუბლიცისტობას და ჟურნალისტობას იბრალებს, ისე წერენ რაც თავად უნდათ, მე და ჩემი კოლეგები არ დავიბრალებთ და ისე დავწერთ, რა დაშავდება?! სამაგიეროდ, ყოვლად მიუკერძოებელი აზრი იქნება, რადგან არავინ გვაფინანსებს და რომც გვაფინანსებდნენ, ვთვლი, რასაც სწორად მივიჩნევთ, იმას დავწერდით მაინც.
გააქტიურების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია, ალბათ მიხვდით, ციხის ამბები. მე და ჩემი თანამოაზრეები ამ კადრების გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე ვრეაგირებდით ციხეებიდან გამოჟონილ ჭორებსა თუ ფაქტებზე პატიმრების წამების შესახებ. მაგრამ ხელისუფლებისგან სრულ იგნორთან ერთად, ხელისუფლების მომხრეებისგან დაცინვისა და თემის გაუბრალოების მცდელობების ატანა გვიწევდა (ჰო-ჰო, [რაღაცჟურნალი] რომ დაწერს, როგორ უნდა ენდოო). ახლა, მიუხედავად იმისა, რომ კადრები დაიდო, ზოგს მაინც ჰგონია, რომ მაშინდელი მმართველი პარტია კი არა, რამდენიმე შემოპარული აწამებდა ხალხს და იღებდა ვიდეოფირზე. მომხრეების ნაწილი კი გაემიჯნენ ამ ამბებს (?), თუმცა მაღალჩინოსნების დაკავებაზე მაინც ერთ ამბავს ტეხენ - პოლიტიკური დევნააო!

ბოდიში, თქვენ გელით საკანი, ანუ გალიაში ბულბულები ზიან?



„პოლიტიკა არ მაინტერესებს, არაა პოლიტიკა ჩემი საქმე“ – ხშირად გაიგონებდით ამ ფრაზას 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებამდე. წინა ნომრებში სტატიაში, "მე პოლიტიკოსი", ვწერდი, რომ შეუძლებელია პოლიტიკას გვერდი აუარო სრულიად უწყინარ სიტუაციებშიც კი. ამიტომ მიკვირდა ასეთი ხალხის, როგორ შეიძლება არ  შეგტკიოდეს გული ქვეყანაზე. ბრჭყვიალა შუშის შენობებზე, უყაირათნოდ დაგებულ გზებზე და შადრევნებზე კი არა, იმ ხალხზე, ვინც შენს ქვეყანაში ცხოვრობს. არადა, მართლა ცუდად იყო ჩვენი საქმე არჩევნებამდე. ციხეებში პატიმრების წამებაზე რომ არაფერი ვთქვათ, გარეთ მყოფებსაც არ გვადგა კარგი დღე: ვიღაცას უბნის ინსპეტქორი სტუმრობდა და ოპოზიციურად განწყობილი მეზობლების ჩამოთვლას სთხოვდა, მერე მათთვის რაიმე აკრძალული ნივთის ჩადებას სთხოვდნენ, ვიღაცას ქონებას უყადაღებდნენ ოპოზიციისთვის „ზედმეტი“ თანხის  შეწირვის გამო და ა.შ. აღარ გავაგრძელებ.
არჩევნების მერე თითქოს სიტუაცია შეიცვალა და ყოფილი მთავრობის 9 წლიანი მმართველობის დროს ჩადენილი სხვადასხვა ქმედებები დამსხვრეული გემის ნაფოტებივით გამოირიყა იურიდიული ოკეანის ნაპირზე. ეს ნაფოტები სამხილებია ეჭვმიტანილი (გავადიპლომატიურე) ნაციონალური მოძრაობის წევრებისა, ჩემი აზრით, ძალიან ბევრ დანაშაულში. შეიძლება ვიდავოთ, რომელია მყარი სამხილი და რომელი არა, ან სწრაფად თუ სრულდება სამართალი, მაგრამ მოულოდნელად გააქტიურდა საზოგადოების ის ნაწილი, ზემოთჩამოთვლილი ფაქტებისდროინდელი პოლიტიკა რომ არ აინტერესებდათ. ნორმალურ შემთხვევაში მისასალმებელია საზოგადოების გაააქტიურება, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ახალგამოჩეკილებს აქცენტი სულ სხვა თემებზე გადააქვთ...

ციხეში გამშვებიდან ციხეში გაშვებულამდე



საქართველოს ისტორიაში მე პირველი პრემიერი
ვარ პატიმრობაში და ვამაყობ ამით 
- ვანო მერაბიშვილი.

საზოგადოებას ჯერ კიდევ არ განელებოდა რა ბაჩანა ახალაიას, ანუ ყოფილი ციხეების უფროსის, ჩამოლაბორან- ტება-დაპატიმრება, მეორე თავზარდამცემი ამბავი დაატყდა თავს - ქვეყნისხერხემალი  კუდუსუნის ძვლად ტრანსფორმირდა  ციხის ვიწრო ოთახში. ყოფილი პრემიერ-მინისტრი, უფრო ადრე - შინაგან საქმეთა მინისტრი, ანუ ციხეში გამშვები, ვანო მერაბიშვილი, იგივე ლევან მაისურაძე, იგივეხერხემალი“, ახლა თვითონ გაუშვეს ციხეში. საინფორმაციო გამოშვებები  შოკისმომგვრელ  სიახლეებს ატყობინებდნენ ხალხს: „პრემიერი დაკავებულია“, „უპრეცედენტო პოლიტიკური დევნადა ..  განსაკუთრებული ხმის  თრთოლვითა და სევდანარევი ბგერებით, რუსთავი 2-მა დაგვამახსოვრა თავი.
რა თქმა უნდა, შოკისმომგვრელ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მაგრამ საზოგადოების დიდ ნაწილს, ასე 500–700 ადამიანს, მართლაც ტკივილი და ცრემლი მოუტანა ყოფილი პრემიერის დაკავებამ. დაკავებიდან რამოდენიმე წუთში, ნაციონალური მოძრაობის მყისიერი ბრიფინგი გაიმართა, სადაც ფერწასული თანაგუნდელები, ცრემლშემშრალი სიბრაზით გაიძახოდნენეს პოლიტიკური დევნაა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი დავალებით ხორცილდებაო.
ნიშანდობლივია, რომ ბრიფინგზე არ გამოჩენილა ნაციონალური მოძრაობის ერთერთი კორიფე კობა ხაბაზი. ჯერჯერობით უცნობია, ემიჯნება თუ არა ბატონი კობა არსებულ რეალობას. უღიმღამო ბრიფინგმაც და თავდაპირველმა ეიფორიამაც ჩაიარა, მაგრამ მეორე დღეს, როგორც კი მამალმა იყივლა, დაიწყო არნახული საპროტესტო აქციები.  პროტესტმა, ჯერ მთელი სოციალური ქსელი მოიცვა. ნაციონალური მოძრაობის განრისხებული მხარდამჭერები სხვადასხვა ფორმით აფიქსირებდნენ ვირტუალურ პროტესტს. გთავაზობთ ციტატებს  ჩემი Facebook კედლიდან: