Monday, July 1, 2013

რედაქტორის ფურცელი: წერილი საპყრობილედან



გამარჯობა, მკითხველო. ახლა შენ კითხულობმართლა შოკოლადისმე-10 ნომერს და ალბათ, გიკვირს, ეს ჟურნალი ხომ დაიხურა უკვეო. მართალი ხარ, მაგრამ ხელახლა გახსნას რა უნდა? ჰოდა, აგერ ახალი ნომერიც, რომლის გამოშვებაც ბევრმა ფაქტორმა განაპირობა... ამის გამო, ჟურნალი მეტად პოლიტიკით გაჟღენთილი გამოვიდა, მაგრამ შევთანხმდეთ - პოლიტიკას სრულად ვერ ავუქცევთ გვერდს და სჯობს თვალი გავუსწოროთ, ვიდრე სოროში მივიმალოთ (თუმცა, იქაც მოგვწვდება მაინც).
უპირველეს ყოვლისა, ყველა პუბლიცისტობას და ჟურნალისტობას იბრალებს, ისე წერენ რაც თავად უნდათ, მე და ჩემი კოლეგები არ დავიბრალებთ და ისე დავწერთ, რა დაშავდება?! სამაგიეროდ, ყოვლად მიუკერძოებელი აზრი იქნება, რადგან არავინ გვაფინანსებს და რომც გვაფინანსებდნენ, ვთვლი, რასაც სწორად მივიჩნევთ, იმას დავწერდით მაინც.
გააქტიურების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია, ალბათ მიხვდით, ციხის ამბები. მე და ჩემი თანამოაზრეები ამ კადრების გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე ვრეაგირებდით ციხეებიდან გამოჟონილ ჭორებსა თუ ფაქტებზე პატიმრების წამების შესახებ. მაგრამ ხელისუფლებისგან სრულ იგნორთან ერთად, ხელისუფლების მომხრეებისგან დაცინვისა და თემის გაუბრალოების მცდელობების ატანა გვიწევდა (ჰო-ჰო, [რაღაცჟურნალი] რომ დაწერს, როგორ უნდა ენდოო). ახლა, მიუხედავად იმისა, რომ კადრები დაიდო, ზოგს მაინც ჰგონია, რომ მაშინდელი მმართველი პარტია კი არა, რამდენიმე შემოპარული აწამებდა ხალხს და იღებდა ვიდეოფირზე. მომხრეების ნაწილი კი გაემიჯნენ ამ ამბებს (?), თუმცა მაღალჩინოსნების დაკავებაზე მაინც ერთ ამბავს ტეხენ - პოლიტიკური დევნააო!

 რედაქტორის მიმართვა მკითხველისადმი მინდოდა, ციხიდან გამოგზავნილი წერილის სახით ყოფილიყო, რათა როგორმე აღმეწერა ის საშინელი მდგომარეობა, მაგრამ გადავიფიქრე. ჯერ ერთი, ასეთ ურწმუნოებზე ვერავითარი გულშიწამწვდომი ტექსტი ვეღარ იმოქმედებს. მეორე, ვერცერთი ნორმალური ადამიანი წარმოიდგენს თავს ისეთი არაადამიანური მოპყრობის პირობებში, რა ხმებიც ისმის გავრცელებულ კადრებზე. მესამეც, არაეთიკური გამოვიდოდა იუმორისტულ ჟურნალში მსგავსი მოდელირებები.
მწუხარებას გამოთქვამთ ციხეებში წამებით ან ავადმყოფობისას ცუდად მკურნალობით გარდაცვლილ პატიმრებზე.
ცოცხლად გადარჩენილებს სამართლიანობის აღდგენას და ცხოვრების სწორ გზაზე დადგომას ვუსურვებთ.

No comments:

Post a Comment