Sunday, April 1, 2012

რედაქტორის ხე (სექვოია)

დღეს პირველი აპრილია...

იცოდით, რომ ჟურნალიმართლა შოკოლადიმართლა შოკოლადისაა და ნობელის პრემიაც მიიღო ტკბილეულის დარგში?!

ეს ამბავი მხოლოდ ექსკლუზიურად და მხოლოდ დღეს გაგიმხილეთ, რადგან დღეს პირველი აპრილია. დღეს, მოგეხსენებათ, ტყუილების დღეა, მაგრამ მე არ მიყვარს ტყუილები. მკითხეთ რაც გინდათ, ყველაფერს სიმართლეს გეტყვით. ალბათ, ჟურნალის ყდაზეც შეამჩნევდით და გიკვირთ, რატომ დავარქვი "რედაქტორის სვეტს" მაინცდამაინცრედაქტორის ხე“? ეს იმიტომ, რომ დრუიდი ვარ და, როგორც ყველა დრუიდს, მეც მაქვს ჩემი საკუთარი ხე, რომელსაც ვუმხელ იმ საიდუმლოს, რასაც ჩემი საქმიანობა მოიცავს, თვითონ კი მზეს მიჩრდილავს და ვართ ასე, სიამტკბილობაში. კარგები არიან ხეები.

მთელი მარტი გავიდა და ჟურნალი არ გამოსულა. ალბათ, განიცადეთ, ინერვიულეთ, მაგრამ მინდა დაგამშვიდოთ - ყველაფერი კარგად არის. რადგან ჩვენს ქვეყანაში სულ პირველი აპრილია, მარტო საკუთარ თავს უნდა ენდო და გამოკითხვას ვატარებდი საკუთარი ძალებით. ამის გამო, ჟურნალზე დრო არ დამრჩა. ჩემს კითხვაზე, დაიბეჭდოს თუ არა ჟურნალიმართლა შოკოლადი“, პასუხები ასე განაწილდა: კი - 73%, არა - 23%. ხოლო 4%-მა არ იცოდა ამ ჟურნალის შესახებ. შესაშური შედეგია, ვერაფერს იტყვი. ცხადია, საქმეები თუ კარგად წარიმართა, გეგმები რეალობაში მოვა!

მე, საძულველი პროფესიის ადამიანი 3


პროფესია მესამე: მე პოლიციელი

ბავშვობისას ბევრი გვიოცნებია, ვინ რა უნდა გამოვსულიყავით, მაგრამ რეალობა უფრო სასტიკია და ზოგი არათუ გახდა იმ პროფესიის ადამიანი, რაზეც ოცნებობდა, არამედ, შესაძლოა, შესძულდა კიდეც. მე ჩემთვის საძულველ პროფესიებს ჩამოვთვლი. ვერ ვიტან:
3.   პოლიციელებს;
4.    იურისტებს;
5.    პოლიტიკოსებს
და ყველა იმათ, ვისაც ადამიანებსა თუ საზოგადოებაზე რაიმე ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ. ჩემი დაკვირვებით, ამ პროფესიის ადამიანების უმეტესობა ადამიანის სახეს კარგავს და სხვანაირები ხდებიან. ჟურნალისტები ფრენის თავისუფლებას კარგავენ და სირაქლემას ემსგავსებიან, ექიმები - გულქვა მგლებს, პოლიციელები - უხეშ მარტორქებს, იურისტები - ქედმაღალ აქლემებს, პოლიტიკოსები - უტიფარ კამეჩებს.
   ლხინში ახირებული ჯეელივით ჯაჯღანა შესავალი კი გამომივიდა, მაგრამ ცხოველების შეურაცხყოფა სულაც არ მიფიქრია. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ცხოველი და პროფესიის ადამიანი მიყვარს და წარმატებებს ვუსურვებ. მე კი ვეცდები ამ რუბრიკაში ყველა ცხოველისა და პროფესიის დადებითი მხარე დაგანახოთ. მათი კრიტიკა კი აუცილებელია, რათა ნაფერები კატასავით არ გაიტრუნონ.

მარტორქის უხეშობაზე ჯერ კიდევ ბავშვობიდან გაიგებდით. პირადად მე რადიარდ კიპლინგმა მიამბო, თუ როგორ შეუჭამა მარტორქამ ნამცხვარი ერთ ეთიოპელს, რომლის ბრჭყვიალა ქუდიც მართლაცდა აღმოსავლური ბრწყინვალებით ირეკლავდა მზის სხივებსთან, არამარტო შეუჭამა, არამედ სამზარეულო და ღუმელიც მიუნგრ-მოუნგრია, რომლის დანთების ნებასაც რთავდა ხოლმე დედა, და კუდის კმაყოფილი ქიცინით წავიდა საბანაოდ.
სიუხეშისა და გაბარიტების გამო მარტორქას ბევრი ცხოველი ერიდება, მაგრამ ბოროტი სულაც არაა. იგი ბალახისმჭამელი ცხოველია და მის პერიმეტრზე წესრიგის დაცვა უყვარს. მაგალითად, თუ დაინახა დაუდევრად დანთებული კოცონი, მივარდება და ჩააქრობს, ორი ცხოველი თუ ჩხუბობს და მარტორქა გამოჩნდა, მაშინვე გაშველდებიან...

NDAI-ს სოციალური გამოკითხვა მუსიკალურ სამყაროში


მოგეხსენებათ, მუსიკა ადამიანის სულიერი საზრდოა. ამ ბოლოს საქართველოში ბევრი შადრევანი, გამჭვივალე შენობა და კრეატიული ძეგლი აშენდა, ასევე გზებიც დაიგო და, უამრავ ტურისტთან ერთად, ბევრი მომღერალიც სტუმრობს: თანამედროვე თუ დრომოჭმული, პოპისა თუ ჯაზის წარმომადგენელი. თითქოს ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ინტერნეტ სივრცეში მუსირებს აზრი, რომ  მუსიკოსების ჩამოყვანას მოქალაქეებს არ უთანხმებენ. მართლა შოკოლადი“ დაინტერესდა მოქალაქეების გემოვნებით და იმით, თუ ვისი ხილვა სურთ სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებს და შეძლებისდაგვარად, თავის თავზე აეღო ყველაზე პოპულარული მომღერლის ჩამოყვანის ორგანიზება. ამ მიზნით, ჩვენმა კორესპონდენტმა ნოდარ დაფიქრებულმა, რომელიც ამავდროულად NDAI-ს (ნოდარ დაფიქრებულის ასოციაციაი) პრეზიდენტია, ქუჩაში სოციალური გამოკითხვა ჩაატარა. კითხვა შემდეგნაირად ჟღერდა: ხვალ რომ კონცერტი იყოს, რომელი მომღერლის ან ჯგუფის ნახვას ისურვებდით?
გამოკითხვის დღეც სწორად იქნა შერჩეული - უამრავი ადამიანი იყო ქუჩაში და ნოდარს ბევრი სიარული არ დასჭირვებია.

გამრავლების ტაბულა


ჟურნალის ყდამაგიური და მიმზიდველი. თუ ოდესმე ჟურნალის ყდაზე მოხვდებით, იგრძნობთ, რომ ეს უბრალო ფოტო არ არის. ამით თითქოს მთელი ჟურნალი თქვენ გეძღვნებათ, მთელი ქვეყანა ნახავს თქვენს სურათს, ყველა შეგიყვარებთ და აქედან პოპულარულობამდეც ერთი ნაბიჯია. პოპულარულობა კი ის არის, რაც უმეტეს ჩვენგანს ასე ძალიან გვინდა  და მისი გულისთვის უამრავ ოინბაზობას ჩავდივართ.

ჟურნალის ყდა მარტო თქვენთვის არ არის მნიშვნელოვანი, ის ჩვენი, ჟურნალების, სავიზიტო ბარათია. ლამაზად გაფორმებული ყდა ჟურნალის წარმატებას ნახევარია და სულაც არ აქვს მნიშვნელობა, სტატიები საინტერესო იქნება თუ არა. მაგალითისთვისმართლა შოკოლადისპირველ ნომერს მოვიყვან, რომლის ყდაზეც თეთრკაბიანი  აღშფოთებული გოგო ეხატა. დაკვირვებული მკითხველი მის შესახებ მხოლოდ იმას გაიგებდა, რომ შოკოლადებით დატვირთული ყვითელი იახტა აჩუქეს და ასე მოიგეს მისი გული, ხოლო შოკოლადებს ისევე შეჭამდა, როგორც თქვენ ანალოგიურ სიტუაციაში. მიუხედავად ამ იდუმალებისა, ჟურნალის პირველმა ნომერმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა. საქართველოს ყველა რეგიონიდან, განსაკუთრებით ბათუმიდან, გვირეკავდნენ და გვიგზავნიდნენ შოკოლადებს ამ არაჩვეულებრივი გოგონასთვის გადასაცემად. რადგან მისი კოორდინატები დაუდგენელია, შოკოლადები  ჩვენს რედაქციაში ინახება და პატრონს ელის.

უხილავი ბავშვების შოკოლადის არმია

მოგეხსენებათ, ინფორმაცია სწრაფად ვრცელდება, მაგრამ დღეს ინფორმაცია იმაზე უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე მაშინ, ინტერნეტი რომ არ იყო. დიდი ფიქრი არ დაგვჭირდება იმისათვის, რომ ინფორმაციის ეს თვისება შეიძლება სასარგებლოდაც გამოვიყენოთ და საკუთარი თავი გავიპოპულარულოთ. ჰოდა, გადავწყვიტე, მომეძია გზები და  საშუალებები, რითაც ჩვენს ჟურნალს ცნობილს გავხდიდიერთ მშვენიერ დღეს ინტერნეტში ხეტიალისას ვიდეოს გადავაწყდი, რომელიც მომიწოდებდა, გამევრცელებინა და ცნობილი გამეხადა მაქსიმალურად. რადგან ეს ჩემს გეგმებში არ შედიოდა, არც ვუყურე და არც გავავრცელე, ისე გავაგრძელე საქმიანობა. მაგრამ ვიდეოარ მომეშვადა ახლა სხვა საიტიდან შემომძახა: შეჩერდი 30 წუთით და უყურე ვიდეოს! ჩვენ უნდა გავხადოთ Joseph Kony ცნობილი, რომ ათასობით ბავშვის სიცოცხლე და მომავალი გადავარჩინოთ!

ჯანდაბა! ვინ არის კონი? რატომ უნდა იყოს ცნობილი ის და არა მე? - ეს კითხვები ბუნებრივად გამიჩნდა, რადგან, რამდენადაც გვინდა ვიყოთ ცნობილები, იმდენად ვერ ვიტანთ ჩვენზე ცნობილ ადამიანებს. ვინაიდან ცნობილად ყოფნის სურვილი მაინცდამაინც არ მკლავს, შოკოლადისფერი ბინდი არ გადამკვრია გონებაზე და საღი აზრით დავიწყე ჟურნალისტური გამოძიება კონიზე და უხილავ ბავშვებზე.