პროფესია პირველი: მე რეპორტიორი.

1.
ჟურნალისტებს;
2.
ექიმებს;
3.
პოლიციელებს;
4.
იურისტებს;
5.
პოლიტიკოსებს
და ყველა იმათ, ვისაც ადამიანებსა თუ საზოგადოებაზე
რაიმე ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ. ჩემი დაკვირვებით, ამ პროფესიის ადამიანების უმეტესობა
ადამიანის სახეს კარგავს და სხვანაირები ხდებიან. ჟურნალისტები ფრენის თავისუფლებას
კარგავენ და სირაქლემას ემსგავსებიან, ექიმები - გულქვა მგლებს, პოლიციელები - უხეშ
მარტორქებს, იურისტები
- ქედმაღალ აქლემებს, პოლიტიკოსები - უტიფარ კამეჩებს.
ლხინში ახირებული ჯეელივით ჯაჯღანა შესავალი კი გამომივიდა,
მაგრამ ცხოველების შეურაცხყოფა სულაც არ მიფიქრია. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ცხოველი
და პროფესიის ადამიანი მიყვარს და წარმატებებს ვუსურვებ. მე კი ვეცდები ამ რუბრიკაში
ყველა ცხოველისა და პროფესიის დადებითი მხარე დაგანახოთ. მათი კრიტიკა კი აუცილებელია,
რათა ნაფერები კატასავით არ გაიტრუნონ.
სირაქლემას ჩვენ ვიცნობთ, როგორც სილაში თავჩარგულ არსებას,
მაგრამ მას დადებითი თვისებებიც აქვს. მაგალითად:
აგემოვნებს ყველაფერს, რასაც დაინახავს და
მოეწონება (ჟურნალისტისთვის დამახასიათებელი ნიშანი - აღწეროს ყველაფერი), სწრაფად
დარბის. გარდა ამისა, სირაქლემები თავიანთ მიკროსახელმწიფოებს ქმნიან. მას შემდეგ,
რაც დედა სირაქლემა ჭუკებს დაჩეკავს, მათზე
მთლიანად მამა ზრუნავს - შემოიჯუჯულავებს და დადიან ერთად. თუ ორი მამა სირაქლემა
გადაეყრება ერთმანეთს, ჩხუბობენ და გამარჯვებული დამარცხებულის ამალას „შემოიერთებს“...

ბავშვობისას ვოცნებობდი ისეთ მოწყობილობაზე, რომელიც
ჩვენს ნანახს ციფრულ ფორმატში გადაიტანდა, მაგრამ სანამ გამოიგონებენ, შეგვიძლია დავიჭიროთ
ციფრული ფოტოაპარატი და დავაფიქსიროთ ჩვენს გარშემო მომხდარი ფაქტები: გზაზე გადაღობილი
სარეკლამო ბანერი, მძინარე კაცი და მისი მუთაქა ძაღლი, გულაჩუყებული კაცი პურის რიგში
და სხვები, რასაც ჟურნალისტების უმეტესობა ყურადღებას არ აქცევენ, რადგან ყოველდღიური
ერთფეროვნებაა, მაგრამ სხვა საზეიმო კადრებით გვარწმუნებენ, რომ ჩვენს ქვეყანაში ცხოვრება
საამურია. შეიძლება, მავანმა ეჭვი შეიტანოს ჩვენს გულწრფელობაში და თქვას, რომ ლატანი
დევნილთათვის უხეიროდ აშენებულ შენობაში სპეციალურად ავაძვრეთ, რათა მერე გადაგვეღო.
ამან არ უნდა შეგვაფერხოს, რადგან კარგი ამბებები გულს კი უხარია, მაგრამ ცუდი ამბების
წინ წამოწევა ცუდი სულაც არაა, ის უნდა შევიმჩნიოთ და გამოვასწოროთ კიდეც.

თითქოს ყველაფერი მარტივია, მაგრამ რატომ, რისთვის ან
ვისთვის? უფასო მუშახელი ხომ არ ვართ "იმ ერთი" საიტის მეპატრონისათვის? ამ კითხვებით მივმართეთ
საიტის მფლობელს, სანდომიან bicola-ს.
მართლა შოკოლადი (შემდეგში
თლა): -მოგესალმებით, სანდომიანო bicola! შეგიძლიათ ორიოდე
სიტყვით აღწეროთ თქვენი საიტის, www.ireporter.ge-ს
ძირითადი მიზანი და დანიშნულება?
თლა: -მერე ის მოქალაქე ჟურნალისტები პინგვინები გგონიათ?
რატომ უნდა ატვირთონ თავიანთი ნამუშევარი მაინცდამაინც თქვენს საიტზე?
bico: -ჰა-ჰა, რა სასაცილოა!
მოქალაქე ჟურნალისტები ნამდვილად არ არიან სამეფო პინგვინები, არც ჭორის დონეზე შეუძლიათ
დაწერონ რამე... ვინც გამოგონილ ამბებს წერს, მათ ნოველისტებს ვეძახით. სამოქალაქო ჟურნალისტიკა ეს არის, როცა უბრალო ადამიანები, რომლებიც არ არიან რეპორტიორები, წერენ მათ გარშემო მომხდარი მოვლენების შესახებ, რომლებიც მნიშვნელოვანი და არსებითია მათთვისა და ადგილობრივი საზოგადოებისთვის.
ხოლო ჩვენი საიტი კი ყოველი თვის ბოლოს მათ წამახალისებელ საჩუქრებს
ჩუქნის.
თლა: -გამოდის, რომ მოქალაქეს შრომა დაუფასდება. რა სახის
საჩუქრებია და როგორ უნდა დაიწეროს სწორად სტატია?
bico: -ნებისმიერ შრომას აუცილებლად
სჭირდება წახალისება, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც ინფორმაციული ვაკუუმია. საჩუქრები,
ამ ეტაპზე, ძვირფასი არაფერია - ფლეშკები, ჩიპები და ბლოკნოტები კალმითურთ, რაც მოქალაქე
ჟურნალისტს გამოადგება ყოველდღიურობაში. მე გთავაზობთ რამდენიმე რჩევას დამწყებთათვის, თუ რა უნდა გაითვალისწინონ იმ ამბის აღწერისას რომლის თვითმხილველნიც იყვნენ:
2. ისიც გახსოვდეს,
რომ
ნოველას
არ
წერ!
შენ
ატყობინებ
ამბავს,
რომლის
თვითმხილველიც
გახდი.
ყველაფერი
დაწერე
ისე,
როგორც
რეალურად
მოხდა.
3. თუ მოგიწია
ვინმეს
სიტყვების
ციტირება, არ დაამატო
საკუთარი
სიტყვები.
4. შეიძლება გაგიჩნდეს
თანაგრძნობა
(სიმპატია)
რომელიმე
ადამიანის
მისამართით
ან
იმ
ადამიანის
მიმართ
ვისგანაც
იღებ
ინტერვიუს.
არ
გახდე
მხარე!
5. პლაგიატიზმი – ეს
ზარმაცი
მოქალაქე
ჟურნალისტის
მარკაა.
6. მკითხველის მოსატყუებლად
არასდროს
შეცვალო
ან
შეასწორო
ფოტო,
ვიდეო
მასალა
და
სხვა
ფაქტები.
7. ამბის დაწერისას
არ
გამოიყენო
ისეთი
სიტყვები,
რომლის
მნიშვნელობა
ცოტამ
თუ
იცის.
თლა: -კარგი რჩევებია,
გისურვებთ წარმატებებს!
ესეც ასე, ვიყავი ჟურნალისტი
ერთი დღით. ვეცადე, ობიექტური ვყოფილიყავი, შემექმნა ჩემი მიკრო სამეფო, ვყოფილიყავი
ხალხის ინტერესის დამცველი და ასე შემიძლია ყოველ დღე. დღეისთვის მომხმარებელთა დიდი რაოდენობა, თავიანთი ბლოგების და სოციალური საიტების საშუალებით გვიხატავენ მსოფლიოს სურათს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. უბრალოდ, ახალ ამბებზე გაკეთებული ჩვენი კომენტარიც კი გვაძლევს უფლებას ვიფიქროთ როგორც მოქალაქე ჟურნალისტმა და ამასთან, ჩვენ უკვე აღარ ვართ ვალდებულნი მოვუსმინოთ ფორმალურ ახალ ამბებს, რომლებსაც ჩვენი აქტიური როლის გარეშე, გვაწვდიან სხვა მედია საშუალებები.
No comments:
Post a Comment