Monday, July 1, 2013

მხიარული რითმები

ეს გვერდი დაეთმობა ნინო დარბაისელის "მხიარულ რითმებს". მისი პატარ-პატარა ლექსები ერთობ საჭირბოროტო საკითხებს მხიარულად აშუქებენ, რაც განწყობის ამაღლებასა და ამა თუ იმ მოვლენის სხვა თვალით დანახვებაში გვეხმარება.



* * *
იმდენი ვიძახეთ,
იმდენი ვიმღერეთ:
ჩვენ ერთი გუნდი ვართ!
ჩვენ ერთი გუნდი ვართ!”
გაგვისკდა საქმე და
ცალ-ცალკე გავრბივართ!
არც შინ და არც გარეთ
არავის ვუნდივართ.


(გამოხმაურება "სპლიყვის" აწდახურულ თემაზე, "იყიდება ბილიარდი")
-იყიდება ბილიარდი!
- ნეტა, რა ღირს?
- მილიარდი.
- რა მოჰყვება?
- კია
-გატეხილი კია.
- სამკუთხედში - “შარები”, დამატებით შარი...
- შარი ჩვენიც გვეყოფა, უკვე ყელში არი...
თანაც, სად დავატიო?
იოლია განა,
ბილიარდის გულისთვის ი ?

* * *
თალიბანამდე - იმათგან, ვინც გადაიღო ჯიხადი,
თურმე ისეთი შორია, როგორც ვირისგან - ჯიხვამდი.


* * *
ინტერნეტში ყველა ფოტო განა ფოტოშოფურია.
მსმენელების ქცევა ჩვენში მართლაც, ავადმყოფურია,
ტაშს უკრავენ სამშობლოში და კილავენ, როცა გარეთ
მტრის დროშაში შეხვეული ბღავის ქეთათო ფურია.


ხალხურს მოტივებზედ
 -შავი შაშვი, ჩიორა, ნეტავ რასა ჩიოდა?
- კაცს, თუ უზრდელია,
იმას რა ურჩიო, რა,
ურჩიო, რა,
ჩიორა,
ჩიორა,
ურჩიო რააააააააააა!


* * *
-პარლამენტის შენობაში იმნაირად დაცხა,
შიგ ჯდომა და მუშაობა არ გამოდის, რაცხა,
- ვინც კი უძლებს, რახანია, გიჟად შეირაცხა.
გონს მოუხმე, თავს მიხედე და მანდედან აცხა!


* * *
საიმედო ხელშია ფინანსების ამბავი,
ვიდრე საქმეს განაგებს მაჰა რაჯი - ხადური.
... მაგრამ ამ და სხვა ამბებს დღეს დაეძებს, აბა, ვინ?
- ინტერნეტში გაისმის მუქარა ჯიხადური.


* * *
ნანაცარი კვლავ ხელებს სხვის ჯიბეში აცეცებს,
ჭამს ქოცების სუფრიდან გადმოცვენილ ნამცეცებს.


პრევენცია

თუ იმოყვრეს პუტინი,
თუ იმტერეს ობაბა,
რამე ჭირი არ შეგვყაროს
.


* * *
ვერ ძღებიან ერისკაცნი
ფულით - აქა, ფულით - იქა.
ჰოდა, ქართულ პოლიტიკას
უნდა ერქვას ფულიტიკა.


* * *
დღეს სუყველას სულში გვიდუღს
სოდომი თუ ლესბოსია.
ვჭორაობთ და გავიძახით:
- ის ბოზია, ეს ბოზია!


* * *
კარი ფართოდ სიცრუეს, ვთქვა, რის გამო ეღება?
- გვმოძღვრავს, ვისაც საერთოდ ხმა არ ამოეღება.



* * *
ჩანს, ნამეტანი აეწვა, წკმუტუნებს ისტე მურია:
ვერ არკვევს”, დანაშაული კერძო თუ სისტემურია.


* * *
ქუთაისის მერს ვუსმინე, მერია და რა მერია!
რა უნდოდა, ვერ გავუგე, კვალი როგორ ამერია!
- ნუ იდარდებ, არც ჩვენ გვესმის - ამბობს იმერ-ამერია.
მერს რა უნდა?! აგერ - ფული, ალბათ, აგერ ჰამერია.


* * *
როგორა ვართ?! არ გვეშვება ძველი ჭირი - შეჩვევითი.
ისევ ნათელ-მირონობა, სამართალი - შერჩევითი.
წვალობ, ვეღარ გაგიგია, ამ ცხოვრებას შერჩე რითი.


ვაი, 38-იო!” ( ფეისბუქური კომენტარებიდან)

ჟამი დგას სააღსასრულო,
და არა - სადასაბამე:
კაცები - კაცებს აბამენ,
ქალები - ქალებს აბამენ,
ვინ დამაჯერებს, აბა, მე,
ანდა ირწმუნებს, აბა, ვინ,
რომ ვინმეს ისევ ადარდებს
ქალის და კაცის ამბავი!


* * *
დედაია, რეებს ყვება აგი ჩვენი მოროშკინა!
ყველა ჭორი ჩაუბღუჯავს, სადაც რამე მოჟოშკილა.


* * *
დამნაშავე?! - არის კარგად.
როდი სცივა, როდი შია,
რაც არ უნდა ჩაიდინოს,
ფასი, თურმე - “ბოდიშია”!


პოლიტ- ენის გასატეხი
( გაიმეორეთ სამჯერ ზედიზედ)
გასუსული, რასმუნსენო,
ამდენ სულელს რას უსმენო!


* * *
ბევრია ჩაყუდებული
და ბევრიც - ჩასაყუდელი.
ზოგი ყოფილიკუდელი
წკმუტუნებს, როგორც პუდელი.


* * *
- ყურადღება, ყურადღება,
იხურება ბარიბუდა”.
შიგ შეფრინდა თურმე ბუ და
მოითხოვამალიბუდა
სამუდამოდ დაიბუდა.
და გააბა ქსელი ისე,
ვით ობობამ-აბლაბუდა.
- მერე ბარი?
- უმაგბაროდ გავძლებთ ბარემკაკ ნიბუდა”!


ნაცგოდება

იმდენი რამე დაგვბრალდა, იმდენი რამე გვეწოდა...
როდესაც მიდის ზეწოლა, რა დაგრჩენია? - ქვეწოლა!


* * *
ღრუსეთის მოქალაქეა ეს დეპარდიე ჟერარა,
სოხუმს ეწვია, პუტინის სიტყვები დაიჯერა რა.
პოლიტიკისა "არ ესმის": არის ვინ - ვინ, "დაჟე", რა - რა...
ჩვენი ქართული გინება უკვე ესმის თუ ჯერ არა?


* * *
ტი-ტუუ! რას კივის ეკრანზე ბერას დაქალი - სუბლატი!
როდემდე უნდა მეფობდეს შოუ ბიზნესში სულ ბლატი?

3 comments:

  1. მესიმ ჭამა კეისი და დააყოლა პეპსი

    ReplyDelete