უხსოვარ დროში, სანამ Sh@ko იმპერატორად ეკურთხებოდა, მელომანიის ოლქი ყველაზე განვითარებული იყო მთელ ვენესუელაში (ოღონდ, ჩამაასხიეთის, იგივე სასიყვარულო ოლქის შემდეგ, სადაც ვენესუელის ელიტარული საზოგადოებდა ცხოვრობდა). ყველა ცნობილი მომღერალი აქ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა იმ ავბედით აპოკალიფსამდე და შემდეგ გადასახლდნენ იმ ადგილებში, რაც იციან ფანებმა, მაგრამ მე და შენ ხომ ვიცით სინამდვილეში როგორც იყო?!
იმ უხსოვარ დროშივე მელომანიის ოლქს თავისი არქიტექტორი ჰყავდა -
Gud-zeppelin, რომელსაც უამრავი მომღერლის სახლი ჰქონდა აგებული და ამ სახლებში ყოველთვის სასურველი სტუმარი იყო. ჭორები დადიოდა, რომ ჯგუფ "პინკ ფლოიდის" სახლის აგებისას შეუყვარდა David
Gilmour-ს მზეთუნახავი არქიტექტორი და ცოლადაც მოიყვანა. ისინი აპოკალიფსამდე ბედნიერად ცხოვრობდნენ ვენესუელას მელომანიის ოლქში.
ყველა ხელოვანს უმძიმს მის ქმნილებებთან განშორება, მაგრამ
Gud_zeppelin-ისთვის ორმაგად მძიმე იყო მიწისძვრის შედეგად "პინკ ფლოიდის", და არამარტო, სახლების განადგურება. გარდა იმისა რომ ულამაზესი სახლები აღიგავა პირისგან მიწისა, David-ი თავის ჯგუფთან ერთად გადავიდა თავის "ამჟამინდელ ქვეყანაში" საცხოვრებლად და მოღვაწეობის გასაგრძელებლად. გუდამ მასთან წასვლა ვერ მოახერხა და საშინელი კაეშანი შემოაწვა. მაგრამ იგი მხიარული გოგო იყო და მალე გამოუკეთდა ხასიათი. მისი ღიმილის მზესაც კი შურდა.
მიწისძვრის მსახვრალი ტალღები ჩამაასხიეთის ოლქსაც მისწვდა, მაგრამ დამანგრეველი შედეგი მხოლოდ ზოგიერთი მაცხოვრებლის ხასიათზე იქონია. ერთ-ერთ ცნობად სახეს,
Anna_niki-ს, რომელიც ძალიან კეთილი და გაწონასწორებული იყო, თავისი მიწისძვრის დროს შეზანზარებული სახლი იმდენად მობეზრდა, რომ გამვლელ-გამომვლელს ეხვეწებოდა - დამინგრიეთ სულაცო. რომ არავინ მოუსმინა, პირდაპირ ვენესუელის მმართველს მიმართა, რაზეც დაუყოვნებლივი უარი მიიღო.
Anna-niki ჯიუტად ცდილობდა გადაერწმუნებინა მმართველი.
ბოლოს მმართველი განრისხდა მის სიჯიუტეზე. ვენესუელის მაცხოვრებლებისგან, მათ შორის
Anna-niki-საგან, ფარულად ურჩთა ქალაქი ააშენა და მისი სახლი იქ გადაასახლა. ამით ორი კურდგელი (იგივე Rabbid) დაიჭირა: პირველ რიგში, ვენესუელის მომავალი არჩევნებისათვის ერთი მადლიერი მოსახლით მეტი შეიძინა, ხოლო მეორეც ის, რომ ურჩობის ფაქტი აღკვეთა, რადგან Anna-niki
აჯანყებით იმუქრებოდა.
Anna-niki, კმაყოფილი იმით, რომ მისი სახლი არ არსებობდა, უჩინმაჩინის ქურთუკში გამოწყობილი დასეირნობდა ვენესუელის ქალაქებში და თავისუფალი ცხოვრებით ტკბებოდა. ღამეს ხან ღია ცის ქვეშ ათენებდა, ან მისი დეიდაშვილის, სინიორიტა Tamusii-ს სახლში. იგი Tamusii-ს სენსეი იყო და სხვადასხვა სტილით ორთაბრძოლას ასწავლიდა ხოლმე.
მართალია, ურჩთა ქალაქში თავდაპირველად მხოლოდ ერთი სახლი იყო, მაგრამ დრომ აჩვენა, რომ ურჩთა ქალაქმა ზრდა დაიწყო. იქ ნელ-ნელა სახლდებოდნენ ურჩობისკენ მიდრეკილები, თან ისე, რომ მათ ეს არც იცოდნენ. მათ შორის იყო თავისუფლების ოლქის გამგებელი Taso. თავისუფლების ოლქის მაცხოვრებლებიდან ზოგი ჩიტს გრეხდა, ზოგი - ქვიშისგან ბაწარს, ამიტომ გამგებელ Taso-ს სურვილი - მისი მიწისძვრისგან გადარჩენილი სახლის მიწის პირისაგან აღგვა, განპირობებული ყოფილიყო იმით, რომ ზურგი ეფხანებოდა, რადგან ფრთები ამოსდიოდა და სხვაგან გაფრენა უნდოდა, უცნაური არ იქნებოდა მმართველისთვის, თუმცა ეს ასე არ ყოფილა. -„მომბეზრდა, დამინგრიეთ და დამკოჭეთ კიდეცო,“ - იძახდა იგი.
მმართველმა მისი სახლში გამოკეტვაც კი სცადა, სადაც ნაირნაირ კამფეტებს უყრიდა, იქნებ ისევ შეუყვარდეს თავისი სახლიო, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო და, სხვა მრავალ ურჩთა სახლის მსგავსად, Taso-ს სახლიც ურჩთა ქალაქში გადაფრინდა. ამგვარად, მმართველი ცდილობდა, თავისი რეიტინგი გაეზარდა, თუმცა, ერთხელაც, მისი რეიტინგი ლამის მინუსებშიც გადაიზარდა.
წინა სერია (მე-6) | ყველა სერია | შემდეგი სერია (მე-8)
No comments:
Post a Comment