Wednesday, November 28, 2012

ანციკლოპედია - შეიმეცნე პარალელური სამყარო


ბევრი თქმულებაა იმაზე, თუ როგორ იარა ადამიანმა და დედამიწის კიდეს მიადგა, მაგრამ ყველა აბსურდი გამოდგა. იგივე ითქმის დღევანდელი ინტერნეტის შემთხვევაშიც, რომელიც მეორე სამყაროდ შეიძლება განვიხილოთ. ინტერნეტი თავიდან ორი კომპიუტერის ერთობლიობა იყო, მაგრამ სულ რაღაც ორიოდე წელში ისე გამრავლდა და დღესაც მრავლდება, მართლა რომ მოინდომოს ადამიანმა ინტერნეტის კიდემდე მისვლა, რომ არ მოგატყუოთ, მივა:
ესეც აბსურდია, რომელიც განმარტებას საჭიროებს. სწორედ ამისთვის არის შექმნილი ანციკლოპედია, ანუ აბსურდული ანცი ენციკლოპედია - განმარტებები პარალელური სამყაროს აბსურდებისა.
 ანციკლოპედია დაარსდა 1998 წელს მედეა მეზვრიშვილის  მიერ. ის შექმნილია მსოფლიო ფინანსური კრიზისისგან და გლობალური დათბობისგან თავის დასაღწევად. საერთო ფონზე ანტაგონიზირება გვაძლევს საშუალებას დავადგინოთ, რომ ანციკლოპედია არის ელექტორატის მხრიდან წარმოებული სუბ-აპროპოლუსური ემოციების სიმბიოზური ატრაქცია, რომელიც თვითმყოფადი ჩამოყალიბებული რეალობის შეძენით, ახდენს ინდივიდუალური უკმარისობის ანიჰილირებას. ანციკლოპედია იკვებება ჯედაის ძალებით. მათი მთავარი საარსებო წყარო ეს არის. ანციკლოპედიას ჰყავს ორი საკუთარი დროიდი, ერთ-ერთმა აქედან კარგად იცის 10 023 გალაქტიკური ენა და ქალიშვილია გათხოვებამდე.
მეცნიერებმა დაადგინეს ანციკლოპედიის სახელწოდების წარმოშობის შემდეგი სამი ვერსია:

·   ან ცი კლ ოპ ედი - ლინგვისტ პეტრე ბურღულმაისტერის თქმით, ეს იშიფრება როგორც "აზაბოჩენი ციალამ კლასში ოპერატიულად ედიკას აახია".
გაოცებული ხალხი კითხულობს ანციკლოპედიას
·   ციკლო პე ია - ლინგვისტ ლევან ტაშფანდუროვიჩის თქმით, ეს იშიფრება როგორც "ასე ნაზად ციკლოვკა პედერასტებმა დამიგეს იატაკზე".
·   ან იკ ლო პე დია - ლინგვისტ მანუჩარ ჟიმჟიმიანის თქმით, ეს იშიფრება, როგორც "ან ცული იკმარე, ლოთო, პედერასტო დიაცო".
ამჟამად მიმდინარეობს ამ საკითხის კვლევა. როგორც მოგეხსენებათ, ძირეულად  ანციკლოპედიის სახელწოდება წარმოადგენს სიტყვების ანცი და ენციკლოპედია ნაზავს. თუმცა, ბობოყვათელი ენათმეცნიერი ანზორ ჯიბგირაშვილი სახელწოდებას შემდეგნაირად განმარტავს - აბსურდ და კლოპედია. მოგვიანებით გაირკვა, რატომ არ ჰქვია აბსურდკლოპედია. თურმე ანზორს პირველი სიტყვიდან ორი ასო მოუპარავს, ხოლო შემდგომ, კვალის დაფარვის მიზნით, დაარქვა აბციკლოპედია. მართალია, რევოლუციამდელი მეცნიერები გონებაჩლუნგები არ ყოფილან, მაგრამ მათ ჰქონდათ სურდო, ამიტომ სახელის დამტკიცების დროს ყველამ ერთხმად წარმოთქვა და დაამტკიცა სახელწოდებად ანციკლოპედია.
მოკლედ რომ ვთქვათ, ანციკლოპედია  არის  ტყუილებისა და დეზინფორმაციის კრებული. ყველას შეუძლია არამარტო მისით  სარგებლობა, არამედ მონაწილეობაც სტატიების დაწერით. ახალბედა მესტატიეს ევალება, გააცნობიეროს, რომ აქ წერას არავინ ავალდებულებს, ეს არ არის ვიკიპედია, რომელიც, ანციკლოპედიის აზრით, ითვლება ყოვლად უღირს რესურსად. რეალობა მათთვის მკვდარია. მთავარია აბსურდი და აბსურდული იუმორი. დაშვებულია რეალურად არსებული სიტუაციის აბსურდში გადაყვანა და აბსურდულ ფერებში აღწერაც. საერთოდ, ფაქტების დამახინჯება არის ანციკლოპედიის სტატიების შექმნის ყველაზე მარტივი პრინციპი. დანარჩენ შემთხვევებში, სტატიაში გამოქვეყნებული ტექსტები, როგორიც არის ვირი ვარ და ვყვირივარ“, ჩაითვლება უადგილოდ და სტატია წაიშლება.

ასე, რომ, თუ სტატიის დაწერა გადაწყვიტეთ, არავინ არ გაჩქარებთ: ღრმად ჩაისუნთქეთ, მერე ამოისუნთქეთ, მერე ისევ ჩაისუნთქეთ და მოიფიქრეთ, რა დაწეროთ. იაქტიურეთ! აქტიური მონაწილეები დასაჩუქრდებიან ყავა ლამბადას შეფუთვით და გაზეთ მასხარას ყველა ნომრით. ჟურნალის სახელით მცირე ექსკურსს მოგიწყობთ, თუ როგორ უნდა წეროთ სტატიები, ოღონდ გაითვალისწინეთ, ანციკლოპედიაში სტატიების წერა დაშვებულია მხოლოდ ქართულ ენაზე და ქართული შრიფტით. ნებისმიერი სტატია, რომელიც ამ ფარგლებს გარეთ გადის, დაექვემდებარება ანათემას. ამასთან, სტატიის დაწერა ერთია, მეორეა ფორმატირება.
სტატია დაიწყეთ სქელი ასოებით - ამისათვის გამოიყენეთ სამი ბრჭყალი სიტყვის თავში და ბოლოში. სტატიას უნდა ხსნიდეს თავად სტატიის სახელწოდების ასლი. მაგალითად:
'''მამა''', ანუ '''სქელი ჯიბე''' - ანტიკური არსება, რომელიც ითვლება ფულის ყველაზე მთავარ წყაროდ.
იქნება
მამა, ანუ სქელი ჯიბე - ანტიკური არსება, რომელიც ითვლება ფულის ყველაზე მთავარ წყაროდ.
ყველა სტატია დაასრულეთ კატეგორიაში ჩასმით. მაგალითად, თუ წერთ რომელიმე ქართველ მომღერალზე, სტატიის დასასრულს დაამატეთ:
[[კატეგორია:ქართველი მომღერლები]]
ანციკლოპედია არც თინეიჯერული ფორუმია, არც ჩატი, არც Facebook და არც სკაიტი. წერეთ შეცდომების გარეშე. სტატიაში დაუშვებელია:
·   რამდენიმე ასო ერთად, მაგალითად: მაგარიააააააა
·   ასოების აბდაუბდა კრებული. ეს დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავად სტატიას სჭირდება ასე.
·   jaan mikalkalt all
და მსგავსი შინაარსი.
აბსურდი აბსურდია, მაგრამ არის ზოგიერთი უაზრო სტატიაც. მაგალითად, თუ მომხმარებელი სკოლაში ეჩხუბა ვინმე გელას და სურს, შური იძიოს მასზე სტატიის სახით და წერს სტატია გელა კვერცხია, ასეთი, აზრს მოკლებული სტატია გაუფრთხილებლად იშლება.
სრული წესები იხილეთ აქ (ანციკლოპედიის_წესები)
ხო, მართლა, რეგისტრაცია აუცილებელიც არ არის, მაგრამ რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელსაც შეუძლია ფეისბუქ კონექტიც გამოიყენოს, სარგებლობს შემდეგი პრივილეგიებით:
·   არ ჩანს მისი IP მისამართი;
·   შეუძლია გვერდების გადატანა (გადარქმევა);
· გააჩნია კონტროლის სია, რომელშიც შეიძლება მის მიერ შექმნილი სტატიების შეტანა. როგორც კი ვინმე მათ ცვლის, მომხმარებელი ამაზე შეიტყობს;
და სხვ. ჩვენ წარმატებას გისურვებთ და თუ დააპირეთ ავტორობა, ან უბრალოდ აბსურდული განათლების მიღება, შეგიძლიათ, ამ საქმეში თქვენი მეგობრებიც ჩართოთ.

No comments:

Post a Comment