„დუმილი ოქროა, ლაპარაკი კი - ვერცხლი“ - ამ პრინციპით ცხოვრობდა ვენესუელის მმართველი. ეს ინაუგურაციისას პრესკონფერენციაზეც თქვა, რაზეც თვალები ეშმაკურად აუციმციმდა ერთ-ერთ ჟურნალისტსა და ჩამაასხიეთის ოლქის გუბერნატორ
Ketunebii-ს. მან შესთავაზა მმართველს, რომ „აალაპარაკებდა“, მხოლოდ თავის ქალას ახდიდა და მალევე დაახურებდა. Sh@ko, რათქმაუნდა, მურჰუნის თვალით უყურებდა ამ ყველაფერს, მაგრამ
Ketunebii-ს მომაჯადოებელ თხოვნას უარი ვერ უთხრა და თავი შეუშვირა.
თავის ქალის ახდიდან დახურვამდე რა ხდებოდა, მმართველს არ ახსოვს, მაგრამ თვალები გაახილა თუ არა, მის გარშემო შეკრებილი ცნობისმოყვარეთა ჯგუფიდან ერთ-ერთი პირველი
Anarxialevan-ი დაინახა.
Anarxialevan-ი
Ketunebiis ქმარუკა იყო. როცა
Ketunebii-ს ესაუბრებოდა, თბილი და საყვარელი იყო, მოფერებით პიტაჩოკსაც კი ეძახდა. აი, როცა საერთოდ ლაპარაკობდა, ცენზურაში, ცოტა არ იყოს, მოიკოჭლებდა. გასაკვირი არც იყო, რადგან ის Datka-ს მეგობარი იყო და ყველაფერში მხარს უბამდა. ერთად ილაშქრებდნენ ტოკიო ჰოტელის ბანდფორმირებების წინააღმდეგ და ერთადაც იშიფრებოდნენ ცენზორ-ფილტრატორის მიერ უხამსი სიტყვების ხმარების დროს.
იმ დღიდან Sh@ko შეიცვალა. მართალია, ცუდ სიტყვებს არ ხმარობდა, მაგრამ ლაპარაკს მართლაც მოუხშირა. ამას თავისი უარყოფითი მხარეც ჰქონდა - შიგდაშიგ სისულელეებსაც წამოურევდა ხოლმე. ერთხელაც, ისეთი სისულელე დააბრეხვა უცხო ქვეყნის ელჩთან, რომ ლამის მისი კარიერა შეიწირა. ამ შემთხვევამ მძიმე დაღი დაასვა მის ნაოპერაციებ კინკრიხოს. იგი დროებით ჩამოშორდა მმართველობას და უბრალო ტანსაცმელში გადაცმული დაიარებოდა ვენესუელის უდაბნოებში.
ალბათ, უდაბნოდან სახლში წასვლა არც მოუნდებოდა, მოწყენილობის ფერია
Eto-rasmus-ს რომ არ გადაჰყროდა ხეტიალისას. მოწყენილობის ფერია სულაც არ იყო მოსაწყენი მოსაუბრე, პირიქით, მასთან საუბრისას გაირკვა, რომ მოწყენილობაც არაა ცუდი, ზოგჯერ კი აუცილებელიცაა. მაგალითად თუ დიდი ხნის განმავლობაში ძალიან მხიარულ ხასიათზე ხარ, იღლები ამ მხიარულებისგან და რომ არ გამოიფიტო, უნდა მოიწყინო. მოწყენილი აღიდგენ ძალებს და ბევრ ისეთ საქმის მოგვარებას შეძლებ, რაც მხიარულების დროს დილემად მიგაჩნდა. მისი ეს რჩევა ჟუნალ „თბილისებს“ მიუთვისებიათ ვერაგულად, მაგრამ
Eto-rasmus-ი სულაც არ გადარეულა, მხიარული ღიმილითაც კი გადაიღო სურათი ჟურნალით ხელში.
საუბრისას ისიც კი გაირკვა, რომ
Eto-rasmus-ი RUSO-ს დაქალი ყოფილა. მმართველმა და ფერიამ გადაწყვიტეს, რომ მოწყენილობამ საკმაო ხანს გასტანა, ახლა გამხიარულებულიყვნენ და სახლებში დაბრუნებულიყვნენ.
შინ დაბრუნებულ Sh@ko-ს საშინელი სიტუაცია დახვდა. რადგან ვენესუელას საზღვრები გახსნილი ჰქონდა, უამრავი მტრული რო-ბოტი გადმოდიოდა და ვენესუელას წალეკვით ემუქრებოდა.
წინა სერია (მე-7) | ყველა სერია | შემდეგი სერია (მე-9)
No comments:
Post a Comment