Wednesday, November 28, 2012

კონკურსი - იაპონური ხატვა

  კონკურსი ძალიან მარტივია — ამოხსნათ ეს უმარტივესი იაპონური კროსვორდი, მაგრამ პირობა სულაც არაა მარტივი: რომ დახატავთ, შემდეგ უნდა გაშიფროთ რა ხატია. ვინც გაშიფრავს, პასუხი დაწეროს აქვე, კომენტარებში ან ჩვენს ფეისბუქის გვერდზე http://facebook.com/martlashoko და დასაჩუქრდება შოკოლადის ვაუჩერით.
 
 
 

ხატვის წესები მარტივია. თითოეულ სვეტსა თუ სტრიქონში იმდენი მუქი უჯრედია, რა რიცხვიც წერია. თუ 2 ან მეტი რიცხვი წერია, ეს ნიშნავს, რომ უჯრედების რამდენიმე ჯგუფია, რომელთა შორის აუცილებლად იქნება მინიმუმ 1 ცარიელი უჯრედი. მაგალითად, ჰორიზონტალურ მე-6(კლუზიურ) ხაზში წერია რიცხვები: 4,9,4, რაც თითქმის მთელ სტრიქონს ფარავს. მარცხნიდან მარჯვნივ გადათვალეთ ჯერ 4 კუბიკი და წერტილით აღნიშნეთ, შემდეგ გამოტოვეთ 1 უჯრა და გადათვალეთ 9 კუბიკი. იქაც დასვით წერტილი. შემდეგ ისევ 4 კუბიკი და ისევ წერტილი. ახლა იგივე სტრიქონში მარჯვნიდან მარცხნივ გადავთვალოთ უკუმიმდევრობით და რაც გადაიფარება, ის უჯრები შეგვიძლია გავაფერადოთ. შემდეგ გადავინაცვლოთ ყველაზე დიდი რიცხვების შემცველ სვეტში და გავაფერადოთ ასე თანდათან.
იაპონური ხატვის წესებში არსად წერია, მაგრამ ამ ნახატში გამოიყენება ამოცანის გასაიოლებელი რამ — X-ით აღნიშნულია ის სვეტები, სადაც არცერთი კუბიკია გაფერადებული, ანუ ყველა ცარიელია. შესაბამისად, ამ სვეტში არცერთი კუბიკია გასაფერადებელი.
ეს ნახატი შეგიძლიათ ამობეჭდოთ ან პაინტში თუ ფოტოშოპში გააფერადოთ "Paint Bucket"-ით. პასუხად სურათის დადება არაა აუცილებელი, მთავარია დაწეროთ რა ხატია და შემდეგ გაშიფროთ.
პასუხს და გამარჯვებულებს იხილავთ შემდეგ ნომერში, რომელიც გამოვა 21 დეკემბერს.

No comments:

Post a Comment