Wednesday, November 28, 2012

რედაქტორის ხე (პალმა)


 ყვითელი იახტის კვალდაკვალ


ადამიანებს ერთი ცუდი თვისება აქვთ, ელოდებიან რაიმე დღესასწაულს, რათა აღნიშნონ და იმხიარულონ. არადა, შეგვიძლია ყოველდღე ახალ-ახალი ერთჯერადი დღესასწაულის გამოგონება. აგერ, ვიზეიმოთ კიდეც ჟურნალის საიუბილეო მე-8 ნომრის გამოსვლა. იქნებ რიცხვი 8 არ გგონიათ მრგვალი რიცხვი? სულაც არა. არსებობს თვლის რვაობითი სისტემა, რომელშიც ჩვენი ათობითი 8-იანი სწორედაც რომ ასე მოიხსენიება - 10. ეს რიცხვი კი ნამდვილადმრგვალია“. ამიტომ საიუბილეო ნომერში ჩვენ რევოლუციური გარდატეხა შევიტანეთ მსოფლიოს ჟურნალების ისტორიაში. ჩვენს ჟურნალს არამარტო სამგანზომილებიანი 1 ყდა ამშვენებს, არამედ აკრობატიკული 4 ყდიანი გარეკანი. ეს ყველაფერი ბეჭდურად ვერ გადმოიცემა, ამიტომ ხელმარჯვე ოსტატი აგიხსნით ამ ყდის დამზადების წესს ან შეგიძლიათ ნახოთ ეს ვიდეო, თუ როგორ გამოიყურება რეალობაში
ეს ნომერი დაეთმობა მოგზაურობას წარსულში, ბათუმში და პარალელურ სამყაროშიც კი. წარსულიდან ორი ნაწარმოები წამოვიღე, ვაშლისა და მსხლის ღვინის გალექსილი რეცეპტი ნინო ხოფერიასსაოჯახო წიგნიდანდა ძველნიანგშიდაბეჭდილ პატარა ლექსზე ჩემს მიერ აწყობილი ბალადაამირანდარეჯანიანი“. ამ უკანასკნელს ჩემსავე პრეისტორიულ ხელნაკეთ ჟურნალში ვუპირებდი დაბეჭდვას, მაგრამ ტექნიკური ბაზის უქონლობის გამო ვერ მოვახერხე. ახლა რომ ვუკვირდები, ხედავ სადამდე წავიდა ტექნიკა?
ბათუმში მოგზაურობის შედეგებს კი უკვე ნახავდით ყდაზე. იხვის გარდა ყველა სურათი ჩემი გადაღებულია და მერე დამონტაჟებული (აბა, სასურველ განლაგებას ერთიანად ვერ ვნახავდი). საიუბილეო ნომრისთვის მინდოდა ის ყვითელი იახტა, რომლის ფოტოც პირველ ნომერში მოხვდა, მეპოვა და მეპატრონისგან რაიმე ინტერვიუ ამეღო. ვიპოვე კიდეც, ოღონდ ზღვაში გასული. ნაპირზე საღამოობით გამოდიოდა და ახლოდან ფოტოს გადაღება განათების უკმარისობის გამო ვერ მოახერხე, თან არც ვარ ჟურნალისტი და ინტერვიუსთვის ვერ გადავლახე უცხოობის ბარიერი. ისე, როგორც სურათზე ჩანს, ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურება ლურჯ ფონზე ყვითელი გემი. ჩემი აზრით, რამდენიმე ბარელ შოკოლადს თავისუფლად დაიტევს.
ალბათ, გსმენიათ პარალელური სამყაროების არსებობის შესახებ. იქ ყველაფერი პირიქით ხდება, ჩვენგან განსხვავებით. მაგალითად, იცით თუ არა, რომ მთელ ქვეყანას სისხლი აქვს გამშრალი საშინელი ქათმებისაგან, რაც ხანიგურ ენაზე - Cut Umee, დაუმორჩილებელს ნიშნავს? რომ პირველი დამწერლობა  ბატებმა შექმნეს, ხოლო შემდეგ მიიტაცეს წიწილებმა? რომ ანბანს მოჰყვება სასვენი ნიშნები და მართალია, ჯერ არ დავღლილვართ, მაგრამ უნდა გამოვიყენოთ ხოლმე, თორემ უპადიეზდებენ? და საერთოდ, იცით რა არის ჯაკუზი? ამ და სხვა კითხვებზე პასუხის მისაღებად აუცილებლად უნდა წიკითხოთ სტატია ანციკლოპედიის შესახებ.
ახლა უნდა გავიქცე, ისედაც ძლივს მოვიცალე ამ ნომრისთვის. გიორგისთვის მარის მოტაცების ამბები გვავქვს მოსაგვარებელი: ჯერ ბენზინია საშოვნი, შემდეგ სასიძოსთვის მართვის მოწმობა და ბოლოს ნაბდის ან ხალიჩის შოვნა. ერთ ხანს სადმე უცხო სოფელში დავმალავთ ორივეს, შემდეგ რომელიმე ტაძარში აუცილებლად დაიწერენ ჯვარს მონა ღვთისა გიორგი და მხევალი ღვთისა მარი.

No comments:

Post a Comment