Wednesday, November 28, 2012

უკანასკნელი იმპერატორი (მე-9 სერია)


ვენესუელას საზღვრები მუდამ ღია იყო ნებისმიერი მოგზაურისა თუ სტუმრისთვის, თუნდაც აქ დარჩენა მოენდომებინათ.  დეპრესიის უდაბნოში წასული მმართველი ვერც იფიქრებდა, რომ ამ სტუმართმოყვარეობით ვინმე ბოროტად ისარგებლებდა. თუმცა გამოიძებნენ ნდობით ბოროტად მოსარგებლე რო-ბოტები, რომლებიც პირდაპირ შარაგზებზე სახლდებოდნენ, ჯიხურებს დგამდნენ და ათასგვარი წამლებისა და ვირუსიანი ტიტველი ქალების სურათების დისტრიბუციით იყვნენ დაკავებულნი. მათზე თავდაცვის მინისტრისა და მისი თანაშემწეების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციები არ მოქმედებდა - ჯიხურს დაუნგრევდი და ახალს იშენებდა სხვაგან.

ტახტზე დაბრუნებულმა იმპერატორმა მკაცრი სადამსჯელო ღონისძიებები გაატარა ქვეყანაში. პირველ რიგში საზღვრები ჩაკეტა და უვიზოდ ჩიტსაც კი გაუჭირდებოდა ვენესუელაში გადმოფრენა. შემდეგ რო-ბოტებს დაერია, დაკოჭა და ურჩთა ქალაქის ყველაზე ბნელ დილეგში ჩაჰყარა.  მართალია, ზოგი რო-ბოტი უწყინარი იყო, მაგრამ კონტროლის პალატის უფროსის Quco- მოხსენებით, ისინი წელს ქვემოთ მოშლილები იყვნენ და მათაც დანარჩენი რო-ბოტების ბედი გაიზიარეს. ქვეყანა ისევ ქვეყანას დაემსგავსა, ოღონდ ცოტა გასხვანაირდა.




მისი გასხვანაირება Sh@ko- დაუდევრობამ და მაღალმა იდეალებმა გამოიწვია. მის მიერ სახელდახელოდ შექმნილ საკონტროლო-გამშვებ პუნქტში საქმის წარმოება მხოლოდ ვენესუელურ ენაზე წარმოებდა, რასაც დიდი გაუგებრობა სდევდა თან არავენესუელურენოვან ტურისტებში. ზოგი მათგანი თვეობით ყურყუტებდა საზღვარზე და ამაოდ ელოდა ვიზაში დასტურის ჩარტყმას. იშვიათი შემთხვევითობის წყალობით, როცა იმპერატორი თავად გაისეირნებდა საკონტროლო-გამშვები პუნქტის შესამოწმებლად, მოგზაურები პრობლემის გარეშე შემოდიოდნენ ქვეყანაში, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში  მათი უფლებები ბატიბუტივით ტკაცუნობდა საკონტროლო-გამშვები პუნქტის ტაფაში.

ქვეყნის მთავარი მოსამართლე BEGURA იმჟამად შვებულებით იყო წასული ქვეყნის გარეთ სამოგზაუროდ. იგი Sh@ko- გამეფებამდე გაემგზავრა და არ იცოდა რა ხდებოდა, თავისი ქვეყნის ნახვაც მონატრებოდა. BEGURA - საზღვარზევე ნახა თუ როგორ ირღვეოდა ადამიანების უფლებები და ისიც შეიტყო, როგორ მოვიდა ხელისუფლებაში ამ ყველაფრის ჩამდენი მმართველი. თავის სახლში მისვლისთანავე გამოიცვალა და სასამართლო დანიშნა, სადაც მმართველი ბრალდებულის სკამზე დააჯინეს.

მოსამართლის ამგვარმა სამართლაინმა საქციელმა და ასევე მისმა სილამაზემ ვენესუელის მმართველს ენა დაუბა და თავისი ქმედებების კეთილი მოტივები ვერ დაამტკიცა. იგი შინაპატიმრობით დაისაჯა. Sh@ko- კვლავ დეპრესიის უდაბნოსკენ მიუწევდა გული, მაგრამ წასვლის უფლება არ ჰქონდა. ყოველ ფეხის ნაბიჯზე განიცდიდა თავის დანაშაულს. BEGURA  დარწმუნდა, რომ მართლა კარგის გაკეთება უნდოდა და არ გამოუვიდა, ამიტომ ამნისტია მიანიჭა, ყველაფერი აპატია, დაუმეგობრდა კიდეც და მისი პირადი მრჩეველი გახდა იურიდიულ საკითხებში. საკონტროლო-გამშვები პუნქტის ამბავიც მოაწესრიგეს და მიმოსვლაც აღდგა სხვა ქვეყნებს შორის.

No comments:

Post a Comment