Monday, April 1, 2013

უკანასკნელი იმპერატორი (მე-10 სერია)


სადღაც ერთი დაგრეხილი ჩიტი ცხოვრობდა... ისე იგრიხებოდა, ავატარზე თვალები ზურგზე გაურბოდა... ხანდახან ფეხი ეკეცებოდა და ბალანი ცვიოდა, უფრო სწორად ბუმბული. ეს ჩიტი საგვარეულო იყო და იმპერატორებს შთამომავლობით გადაეცემოდა, ხოლო იმპერატორები კი ბებოებს აწველინებდნენ, რათა ვენესუელის მოსახლეობას ჩიტის რძე არ მოჰკლებოდათ. ვინაიდან  ბებოები სწრაფად ვერ დარბოდნენ და, მითუმეტეს, ვერც ფრინავდნენ, ქვეყანაში ჩიტის რძის დეფიციტი იყო ხოლმე. იმპერატორმა Sh@ko- ერთ-ერთ პრიორიტეტად დაგრეხილი ჩიტის მოშინაურება და მისთვის გალიის აშენება დაისახა.

იმპერატორმა ვენესუელის ჯადოსნურ ტყეებში ბევრი იარა, მაგრამ ჩიტის ასავალ-დასავალს ვერ მიაგნო. ბედად, მდელოზე ყვავილებით მორთულ  შუქნიშანთან დაჭედებული გვირილების გვირგვინიანი პოლიციელი შენიშნა, რომელმაც, მართალია, ჩიტისკენ მიმავალი გზა ვერა, მაგრამ სამი ჯადოქრის სახლის გზა კი მიასწავლა. ჯადოქრების: iato-ს, Sunny-სა და Chilli- სახლი სულ მათი წითური თმებივით იყო აბურდული. როგორც აღმოჩნდა, ჩიტი სულ თავიდან მათ დაგრიხეს და პირველ იმპერატორს უსახსოვრეს. მათ Sh@ko- ჩიტი აპოვნინეს და დაგრეხილი გალიის აშენებაშიც დაეხმარნენ, რადგან ჩიტი ჩვეულებრივი  გალიებიდან ადვილად იპარებოდა. ამის შემდეგ იმპერატორი თვითონ წველიდა ჩიტს და მოსახლეობასაც ჩიტის რძე არ აკლდა.

iato, Sunny და Chilli საქვეყნოდ ცნობილი მაგები იყვნენ. მათი წყალობით ვენესუელას ჯადოსნურ იმპერიადაც მოიხსენიებდნენ საერთაშორისო ასპარეზზე, რადგან ვენესუელაში მომხდარი საოცრებები მათი ჯადოქრობის გამოვლინება იყო. მაგალითად, ჩიტი ხომ დაგრიხეს, რომელიც მერე რძეს იწველიდა, გვირილებიანი პოლიციელიც მათ დააჭედეს შუქნიშანთან, ალესანდრომ ბებია გააცოცხლა ხელოვნური სუნთქვით, რომელმაც მაშინვე ხელები შეიმშრალა და რძის მოწველას შეუდგა. ს გამო ხელოვნების ოლქის გამგებლადაც იყო დანიშნული და მრავალი წელი განაგებდა საქმეებს.

ვენესუელელი მაგების სახელი შორს იყო გავარდნილი და ერთხელაც ნინევიის სამეფოდან  სამი ფერია ეწვიათ სასწავლო-გაცვლითი პროგრამით. ამ დროისთვის ვენესუელის საზღვარზე პრობლემები აღმოფხვრილი იყო და ფერიებმა, Ninuciii-მ, Anuci-მ და A.N.I_ME-მ უპრობლემოდ გადმოლახეს საზღვარი. სტუდენტმა ფერიებმა მოსახლეობის ყურადღება მაშინვე მიიპყრეს, რადგან  უცნაურად ლამაზები იყვნენ. Ninuciii ნინევიის პრინცესა ფერია იყო, Anuci - ცისარტყელის ფერია, ხოლო A.N.I_ME - ღმერთი ალექსანდრეს ცოლი. ეს უკანასკნელი იეღოველიც კი ეგონათ, მაგრამ ასე არ იყო. ფერიებმა პრაქტიკულები წარმატებით გაიარეს და ნინევიაში გაემგზავრნენ.

ვენესუელაში მუსიკა ყველაფერი იყო. ალბათ, ბედმა მკაცრი გამოცდა მოაწყო, როცა მიწისძვრის შედეგად მელომანიის ოლქი გაანადგურა, მაგრამ მელომანიის ოლქის გამგებლის წყალობით ეს კრიზისი მალე დასძლია ვენესუელის მოსახლეობამ.

No comments:

Post a Comment