გამარჯობა მკითხველო.
როგორ იყენებ ჩემს რჩევებს, გამოგდის? მიხარია, თუ ჩემთან ერთად აკეთებ ან იგონებ სახალისო
რამეებს. მე ამ ნომერშიც მინდა მაგარი რაღაც გასწავლო. ზოგს ინტერნეტი იმიტომ ურჩევნია
ჟურნალებს, რომ ის უფრო ცოცხალი და ანიმირებულია. ინტერნეტის ჭიებმა ალბათ, არც იციან
ფურცლებისგან 2 ფრეიმიანი ანიმაციების კეთება, მაგრამ ჩვენ წინ წავიდეთ და 5 ფრეიმიანი
მხიარული სათამაშო-ანიმაცია გავაკეთოთ. (თუ დაგაინტერესებთ, მთხოვეთ და 2 ფრეიმიანი ანიმაციების კეთებასაც გასწავლით, რომელიც უფრო იოლი გასაკეთებელია)
ქვემოთ მდებარე ხუთკუთხედი ამობეჭდეთ და გამოჭერით. შემდეგ ჩაჭერით მუქ ხაზებამდე,
ხუთივე წვერი გადაკეცეთ უკანა მხარეს ცენტრისკენ და ჭიკარტით ჯოხზე დაამაგრეთ.
სულის შებერვით ან ნიავზე ნახატი გაცოცხლდება და იდეაში, დაემგვანება ამ გიფ-ანიმაციას. ვიდეო გაკვეთილს იხილავთ აქვე და მალე.
No comments:
Post a Comment