Monday, April 1, 2013

სურნელოვანი ნიკაპი


მოგეხსენებათ, კარლოს სანტანა "საპნის ოპერების" ყველაზე სასურველი მამაკაცია. მისი საფირმო ნიშანი კი, არა მისი ათლეტური ტანი, არამედ მისი ნიკაპი გახლავთ. 2012 წლის გამოკითხვის თანახმად, მისი ნიკაპი, პლანეტის ყველაზე სექსუალურ ნიკაპად აღიარეს.

ერთი შეხედვით, სანტანას ნიკაპი თითქოს ჩვეულებრივი ნიკაპია, რომელიც მხოლოდ დიდი ზომით გამოირჩევა, თუმცა არც ასეა საქმე. როგორც ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, სანტანას ნიკაპი გამოყოფს სურნელოვან ნივთიერებას, რომელიც მდედრობითი სქესის წარმომადგებლების სექსუალურ აღზნებას იწვევს. "საპნის ოპერების" სექსბომბად წოდებული მონიკა როდრიგესი ამბობს: "მისი ნიკაპის სურნელი გაზაფხულის ნაადრევი ყვავილებისა და თაფლის სურნელების შერწყმაა, სწორედ ამ სურნელების გამო მივანდე კარლოსს ჩემი სხეულის ყოველი ნაკვთი". მეცნიერები ასევე საუბრობენ, რომ კარლოსის ნიკაპს შეუძლია გამოყოს ისეთი ფერმენტები, რომლებიც საშვილოსნოს ავთვისებიან სიმსივნესაც კი კურნავს. ცხადია, რომ ეს მოვლენა ყოვლად ამოუხსნელია. ბრიტანელი მეცნიერების ვარაუდის დონეზე კი, მიზეზი  კარლოს სანტანას დედაა, რომელიც ყვავილოვან მდელოზე გააუპატიურეს ნასვამმა მეფუტკრეებმა.


 მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სწორედ ეს არის მიზეზი და კარლოს სანტანას დედისმიერი უცნაური გენეტიკა გადაეცა. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია.
2012
წლის გაზაფხულზე მისმა ერთერთმა თაყვანისმცემელმა კარლოსის ნიკაპის შესაგრძნობლად  მეტად უცნაური ხარხი მოიფიქრა. როდესაც კარლოსი თავის ვილაში მიემართებოდა, მასზე უზომოდ შეყვარებული თაყვანისმცემელი გზაზე დაწვა და თავი მოიმკვდარუნა, რათა კარლოსს ავტომობილი გაეჩერებინა და გადასულიყო უცნობი ადამიანის დასახმარებლად ან ხელოვნური სუნთქვის ჩასატარებლად. თუმცა კარლოსმა მას მანქანით გადაუარა. თაყვანისმცემლის და  ჩივილს აპირებდა, მაგრამ, როგორც კულუარულად ამბობენ, კარლოსმა მას ერთი ქილა ნიკაპის სურნელი მისცა, რათა გარდაცვლილის დას აღარ ეჩივლა. კულუარებიდან გამუსული ხმები ასევე ამბობენ, რომ გარდაცლილის დამ კარლოსს თავისი დის საფლავზე შესთავაზა თავი და მიიღო კიდეც მისაღები.

საპნის ოპერის შედევრის, "დაუოკებელი დედაბერის" რეჟისორი, ხორხე სუარესი აცხადებს, რომ როდესაც იღებენ სცენას, სადაც კარლოს სანტანა ქალს ეალერსება, ქალის ნაცვლად მამაკაცი თამაშობს, რომელიც ქალის გრიმშია. ეს ყველაფერი კი მას შემდეგ მოხდა, რაც ერთერთი სასიყვარულო სცენის გადაღების დროს, მსახიობმა ქალმა თავი ვერ შეიკავა და პირდაპირ კამერების წინ გავეშებული ეძგერა კარლოსის ნიკაპს და როგორც სასქესო ორგანოს, ხელით ჩაეჭიდა. რეჟისორი ხორხე სუარესი პრევენციის მიზნით სწორედ ამ ხერხს იყენებს - ქალის  მამაკაცით ჩანაცვლებას. თუმცა ჩანაცვლება წარუმატებელი გამოდგა მისივე მეუღლის შემთხვევაში, როდესაც კარლოსი რეჟისორის მეუღლეს რამდენჯერმე დაეუფლა. ბუნებრივია, ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობს. კარლოსის ნიკაპი, გინესის წიგნშიც შეიტანეს და ნობელის პრემიაზეც წარადგინეს, ნომინაციით "ქალთა სიმშვიდის ეტალონი".

ამჟამად კარლოს სანტანა, ქველმოქმედებით არის დაკავებული და შინაბერა ქალბატონებს თავის თავს სთავაზობ, ბუნებრივია, რომ არა მარტო თავს თავისი ნიკაპის სურნელებასაც.
Chonchxis mzera

No comments:

Post a Comment