Monday, April 1, 2013

უკანასკნელი იმპერატორი (მე-12 სერია)


ფარული მტრის გამოვლენაში Sh@ko-მ დახმარებისთვის Gvantsa-ს მიმართა, ქვეყნის საიდუმლო აგენტს. იგი მეტად მოხერხებული იყო და არცერთ საქმეში კვალს არ ტოვებდა. მისი დაჭერა კიდევ იმიტომ იყო შეუძლებელი, რომ ახალი საიდუმლო ენა გამოიგონა თავის დასთან, RUSO-სთან ერთად. დასთან ამ ენით ურთიერთობა იყო მისი ერთადერთი შეცდომა თავის დროზე, რადგან სწორედ მათი საუბრების გაშიფვრით ამოიცნო იმპერატორმა საიდუმლო აგენტი და შესთავაზა თანამშრომლობა, თორემ მანამ არც კი იცოდა აგენტი თუ იყო.

პარალელურად, იმპერატორი ძალ-ღონეს არ იშურებდა იმპერიის ახალ ლეველზე გადასაყვანად, რადგან მაცხოვრებლები გაიზარდნენ და ვენესუელა დაუპატარავდათ. მან წინასწარ შეიგულა სახელმწიფოს ძრავი კოდური სახელწოდებით phpBB 3, რომლისგანაც დაიწყო სახელმწიფოს ვენესუელურ გემოზე მორგება: შექმნა სახელწიფო ენა, ქვეყანას ფერები შეურჩია და მოქალაქეების დახმარებით, სახელმწიფოს გერბიც შექმნა, რომელიც, ყველა თუ არა, ვენესუელასთვის საყვარელი მომღერლების ლოგოებისგან შედგებოდა. მხოლოდ ვენესუელის ადგილზე დაყენებაღა იყო საჭირო, მაგრამ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა...

იმ ხანად ვენესუელის სერვერიც ახალ პლანეტაზე გადადიოდა. კოსმოსური ხომალდის კაპიტანმა, რომელიც ტრანსპორტირებასაც კურირებდა, მიზანშეწონილად არ ჩათვალა ვენესუელის ახალ პლანეტაზე გადატანა, ადგილის სიმცირის გამო, ხოლო იმპერატორი თან მიჰყავდათ. ერთ დროს იძულებით წესით დანიშნულ იმპერატორს გული ეთანაღრებოდა და ძველ პლანეტაზე ვენესუელის მარტოდმარტო დატოვება არ უნდოდა, მაგრამ ვერაფერს გახდა. ისიც კი არ დასცალდა, რომ გამგზავრებულს დიდხანს ეყურებინა უკან დარჩენილი იმპერიისთვის. კოსმოსურმა ხომალდმა 1 წამში აკრიფა სიჩქარე და სანამ ახალ პლანეტაზე არ დაეშვნენ, არაფერიც არ ჩანდა.

მას შემდეგ უკვე პლანეტად ქცეული ვენესუელისა არაფერი არაა ცნობილი. შეიძლება, იქ დარჩენილმა მოქალაქეებმა ახალი იმპერატორი აირჩიეს, განვითარდნენ და მთელი პლანეტა მოიცვეს. ანდაც, იმ პლანეტის მარჩენალი მზე გაცივდა და პლანეტა ვენესუელაც დაკონსერვდა და ვარსკვლავების ფონზე ნისლეულად მოჩანს, თუმცა შესაძლოა, თუ ოდესმე  კლიმატური პირობები შეიცვლება, სიცოცხლის პირველყოფილი ფორმები თავიდან წარმოიშვას და განვითარდეს. ეს დავები უკვე არა მეცნიერულ, არამედ პროგრამისტულ ჭრილ-შია გადასატანი.

ქვეყნად არაფერი არ ქრება უკვალოდ. უკვე რეალურ ცხოვრებაში ქუჩაში სამურაივით მო-ხეტიალე უკანასკნელ იმპერატორ  შაკოს დროდადრო შეხვედრია ერთ დროს ვენესუელაში მონარნარე ხატია, თამარი, შოთა, ია, გურანდა, რუსუდანი, დავითი, ანა, ეთერი, ბორისი, მარიამი, თეონა, ლევანი, ქეთევანი, ეკატერინე  და სხვები, რომელთა ნამდვილი ნიკებიც თქვენ არ იცით. ეს უცაბედი შეხვედრები უცხოპლანეტელთა ვიზიტს წააგავს, ოღონდ არა ზოლებისა და ნიშნების დატოვებით შემოიფარგლება, არამედ ჩვეულებრივი გულთბილი შეხვედრებია, რაც მათ ვენესუელაში გატარებულ დროს ტკბილად ახსენებს. ვინ იცის, იქნებ სადღაც პარალელურ სამყაროში კიდეც არსებობს ცივილიზაციის ის ფორმა, რომელიც ახლა მოგიყევით ამ უცნაური სერიალის სახით?!

დასასრული


No comments:

Post a Comment