Monday, April 1, 2013

უკანასკნელი იმპერატორი (მე-11 სერია)


მელომანიის ოლქის გამგებელი სხვებისაგან სიმწვანით გამოირჩეოდა, რადგან ფერია იყო. იგი Red Hot Chilli Peppers-ის მე-5 გოგო-წევრიც იყო.  მისი სიმწვანე ისეთი უსაზღვრო იყო, რომ მხოლოდ სპეციალური განათებით გადაღებულ ფოტოებზე ჩანდა. ამის გამო ყველას ეგონა, რომ Red Hot Chilli Peppers მხოლოდ 4 წევრი მამაკაცისაგან შედგებოდა, რადგან სპეციალური განათება ჯერ არ იყო გამოგონებული. სახელად Greenie ერქვა და ჯგუფთან ერთად სურათებს მხოლოდ ის იღებდა თავისი ჯადოსნური ნიჭის წყალობით. მაგრამ რადგან თავმდაბალი იყო, ამის საქვეყნოდ აფიშირებას ერიდებოდა, თუმცა ჯგუფის განვითარებისთვის თავს არ ზოგავდა.

გამგებლობის პერიოდში ბევრი რამ გააკეთა მუსიკის განვითარების სფეროში. ღვაწლმოსილი შრომისა და შემოქმედებისთვის დაიმსახურა კიდეც „მწვანე ალიანსის“ ხელმძღვანელობა და „დამსახურებული ტყის ელფის“ წოდება ვენესუელის მმართველისაგან. „მწვანე ალიანსმა“ სახელი უმოკლეს ხანში გაითქვა. მასში გასაწევრიანებლად სურვილი გამოთქვა თვით Peppers-ის ბას-გიტარისტმა Flea-მ.  იგი ვენესუელაშიც კი გადმოსახლდა. მართალია, მას პასპორტში Cotne-Flea ეწერა, მაგრამ ეს ეჭვს არ იწვევდა და Greenie სიამოვნებით ისმენდა Flea-სგან რჩევებს, ან ისე, უბრალოდ საუბრობდნენ ხოლმე.

ქვეყანაში არსებულ თანასწორუფლებიანობას მოწმობს ის ფაქტი, რომ ქვეყნის მხედართმთავარი გოგო იყო. ძალიან ლამაზი სახელის - Etuka-ს მიღმა შეუპოვარი და მამაცი მებრძოლი ქალი იმალე-ბოდა. არაერთხელ გამოჩენილი სიმამაცის გამო, მმართველმა იარაღი გამოუჭედა, რომლის მსგავსიც ქვეყნად არსად იყო. ეს იარაღი სიკეთის დაცვაში ეხმარებოდა Etuka-ს, რომელიც ბრძოლაში მარტო არ იყო. მას მუდამ თან ახლდა ჯუჯა მცველი - Niako, რომელიც თავისუფალ დროს მბრძანებელს დალალებს უვარცხნიდა სკამზე შედგარი.

როგორც ჩანს, სიკეთისა და ბოროტების ბრძოლა მარადიულია. Etuka-სა და Sh@ko-ს შორის თბილ ურთიერთობას ბოროტმა ენებმა სიცივე შეაპარეს და სხვენში შეყუჟული შავი კატა ჩამოაგდეს. Etuka-ს  სახლი გაუძარცვეს და ისე მოაწყვეს, რომ ეჭვი მმართველზე მიეტანა. აცრემლებული მხედართმთავარი შურისძიების გეგმას აწყობდა, მაგრამ მოქმედების დაწყების წინ მაინც სცადა გაერკვია, თუ რამ გამოიწვია მმართველის ასეთი საქციელი. ამ ბოროტებით გაოგნებულმა Sh@ko-მ დაარწმუნა, რომ მას ბრალი არ მიუძღოდა ამ საქმეში და დაჰპირდა, დამნაშავეს დასჯიდა. იმასაც, ვინც ეს ამბავი შეატყობინა.

Etuka-ს ძალიან გაუხარდა, მმართველი რომ არ აღმოჩნდა დამნაშავე. იგი ძალიან კეთილი იყო და ბოროტებას რომ ხვდებოდა, ძალიან განიცდიდა. ამიტომ არ ისურვა იმის გათქმაც კი, ვინც ეს ვერაგული ამბავი შეატყობინა. თან იმან მისი ერთგული ჯუჯა დააფიცა, არ გამთქვაო. არც Sh@ko იყო გულბოროტი და არ ჩაეძია, რადგან Etuka-მ აღარ მოინდომა, თუმცა იმ ვიღაცის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და ძებნაც გამოაცხადა ფარულად.

ფარული მტრის გამოსავლენად ძებნისას ყველაფერი გაეჭვებს და ცუდი წინათგრძნობები არ გასვენებენ, თუმცა შესაძლოა, შეცდე და გაგიხარდეს კიდეც, რომ ყველაფერი რაც არ ბრწყინავს, ცუდი არ არის...

No comments:

Post a Comment