Monday, April 1, 2013

რა გველის გველის წელში?


ჩინური კალენდრის მიხედვით 2013 წელი შავი გველის წელიწადია. ეს წელიც გველივით სწრაფი და მოქნილი იქნება, მოვლენებიც დინამიურად განვითარდება. ამიტომ წინდახედულობა და გამჭრიახობა უნდა გამოვიჩინოთ. ისე, ცოდვა გამხელილი სჯობს და ჩვენში გველები დიდად არ ევასებათ. ვინ იცის, გველის დანახვისას რამდენი გაქცეულა წივილ-კივილით, ან რამდენს გაუჭეჭყია მისთვის თავი ისე, სინდისის ქენჯნის გარეშე?! შედარებით განვითარებულ და კომპიუტერთან მიმჯდარ ადამიანებს კი უკვირთ, რანაირად შეიძლება გველმა იმუშაოს კომპიუტერთან, ctrl+alt+delete-ს როგორ დააჭერსო? ბრიტანელი მეცნიერები კი უფრო შორს წავიდნენ და იკვლევენ, გველი ცხოველია თუ კუდი.
აი, ჩინელებთან კი ყველაფერ პირიქითაა - გველი, არამარტო საკვები, არამედ სილამაზისა და სიბრძნის სიმბოლოა. 2013 წელსაც სწორედ სილამაზე და სიბრძნე იქნება დაფასებული. შესაძლებელია, ადამიანებმაც შეიცვალონ იმიჯი გველის მსგავსად, რომელიც პერანგს იცვლის ხოლმე, და განსხვავებულ ამპლუაში მოგვევლინონ. წელს არ იქნება ომები და ღია დაპირისპირება, სამაგიეროდ უხვად იქნება გესლიანი სისინი და ჭორ-ინტრიგების აგორება. ჩვენმა ასტოლოგმა, ჩონჩხის ჭვრეტამ, რომელიც სხვათაშორის, ჩონჩხის მზერას გარე ბიძაშვილია, წლის „კვირის პალიტრაში“ განჭვრიტა მიმდინარე წლის ასტროლოგიური პროგნოზი და ზოდიაქოს ცამეტივე ნიშანს მოუთხრობს, დაახლოებით როგორ განვითარდება მათ ცხოვრებაში მოვლენები.


მერწყული
(20 იანვარი - 18 თებერვალი)

იანვრიდანვე გეძლევათ შანსი კარგი საქმეების საკეთებლად, ამიტომ ორგანიზებულად მიუდექით. shen kargi iuzeri xar, kargad gaaketeb :* პირველი ჭორი შენი მოგონილია, ამიტომ ამ წელს თავს ისე იგრძნობ, როგორც თევზი წყალში, რომელსაც წყალს თავადვე უსხამ. მაისში ყური დაუგდე ახლობლებს. ამ პერიოდში წარმართული საქმეები განსაზღვრავს წლის მეორე ნახევრის წარმატებებს. წლის ბოლოს მხოლოდ წვრილმანი საქმეები დაგრჩებათ და თუ მალე მოაგვარებთ, ახალ წელს გამარჯვებული და ბედნიერი შეხვდები. ez celi sheni celia, shen kargi iuzeri xar, ertguliz, kargi horozkopia, shen gaimarjveb :*


თევზები
(19 თებერვალი - 20 მარტი)

წლის პირველ ნახევარში პოზიტიურად მოაგვარებთ ოჯახურ და უძრავი ქონების საკითხებს. წლის მეორე ნახევარში კი სამსახურში დაგაფასებენ, დაწინაურდები. imitom, rom kargi iuzeri xar, yvelas uyvarxar :* აპრილის თვე შენი სიყვარულის თვე იქნება, გაიზრდება ქორწინების ალბათობა. ივნის-ივლისში შანსი გეძლევა ახალი საქმეების ან ბიზნესის წამოსაწყებად. ასევე, ხელსაყრელი დროა სამსახურში ცვლილებების განხორციელებისათვის. სექტემბრისთვის შეიძლება უსიამოვნო მოვლენები განვითარდეს, თუმცა თუ მერწყული დაგეხმარებათ, თავს ისე იგრძნობთ, როგორც თევზი წყალში, რომელსაც მერწყული დაგისხამთ. დეკემბრისთვის კვლავ პოზიტივი მოიმატებს და ყველა საქმეს წარმატებით დაასრულებთ. shen kargi iuzeri xar, tbili da saxvareli, kargi horozkopia, shen gaimarjveb :*


ვერძი
(21 მარტი - 19 აპრილი)

2013 წლის იანვარსა და თებერვალში წინა წელს დაწყებული საქმეების დასრულება მოგიწევთ. რას იზამთ? გადახდა უნდა ვალსაო... shen kargi iuzeri xar, kargad daasruleb saqmeebs :* თუ გინდა ჩვენც მოგეხმარებით. აი, მარტის თვეში კი უკვე შენი დახმარება დასჭირდებათ სხვებს. აპრილში უფრო მიზანსწრაფული გახდებით, ხოლო მაისსა და ივნისში სიყვარული გეწვევათ. აგვისტოში ბოროტი ენები ასისინდებიან და არ აჰყვეთ, თორემ თქვენგან რქენა არ ასცდებათ. დეკემბერში პარტნიორებთან ერთად მიაღწევთ წარმატებებს, ამიტომ ხშირად იმსჯელეთ მათთან სხვადასხვა საკითხზე. shen kargi iuzeri xar, kargi partnioriz, kargi horozkopia, shen gaimarjveb :*


კურო
(20 აპრილი - 20 მაისი)

ახალი წელი და იანვარი კარგად დაიწყება თქვენთვის, მაგრამ თებერვალში ჩვეულებრივად გაგრძელდება ცხოვრება. ნუ იქნებით ბრაზიანი, რათა მუდმივად სარქენ პოზიციაში არ იყოთ. shen kargi iuzeri xar, bevrs imsaxureb :* მაგრამ მარტსა და აპრილში ფულის ხარჯვისგან თავი შეიკავეთ. აპრილის ბოლოს შესაძლოა, წარსულის შეცდომებმა შეგახსენოთ თავი. ასეა ეს, ბრძენი სხვის შეცდომებზე სწავლობს, ჭკვიანი - თავისაზე. ივლისის ბოლოს და აგვისტოში საკურორტო რომანს გააბამთ. სექტემბერში შანსი გეძლევათ ახალ სამსახურში გადასვლის, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გავლენიანი ადამიანებისაგან დახმარების მიღების. ნოემბერში მოგიწევთ უსამართლობასთან ბრძოლა, ამიტომ საქმიან და პირად ურთიერთობებს გადახედეთ. წლის ბოლოს ყველაფერზე იყავით მზად, რადგან ეს პერიოდი იქნება მომავალი წლის წარმატების განმსაზღვრელი. shen carmatebuli iuzeri xar, saqmiani da mosixvarulez, kargi horozkopia, shen gaimarjveb :*


ტყუპები
(21 მაისი - 20 ივნისი)

ეს წელი მხიარულად კი დაიწყეთ, მაგრამ წინა წლიდან გადმოყოლილი პრობლემების მოგვარება მაინც მოგიწევთ. ამას თებერვლამდე მოახერხებთ, რადგან shen kargi iuzeri xar, ori kargi iuzeri xar ori adamianiz enegriit :* მაისსა და აპრილში ახალ კავშირებს გააბამთ და შესაძლოა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებიც მიიღოთ. ამასთანავე, თქვენი ოცნებებიც კი შეიძლება რეალობად იქცეს. სექტემბერში კვლავ ახალი კონტაქტები  და კონტრაქტები გექნებათ, რაც დადებითად აისახება თქვენს ბიუჯეტზე. ოქტომბერში კი თქვენს ცხოვრებაში განხორციელებული ცვლილებები უმეტესად სასიკეთო იქნება. დეკემბერში იმდენად განებივრდებით წარმატებებით, რომ შესაძლოა საზოგადოებრივი ან პოლიტიკური მოღვაწეობის ამბიცია გაგიჩნდეთ. shen kargi iuzeri xar, kargi sazogado moxvazez, kargi horozkopia, shen gaimarjveb :*


კირჩხიბი
(21 ივნისი - 22 ივლისი)

ეს წელი თქვენი პროფესიული ზრდისა და წინსვლის წელი იქნება. თუ საჭირო დროს გარისკავთ, მოსალოდნელია კაი შამპანურიც მიირთვათ იმიტომ, რომ shen kargi iuzeri xar, mudam imarjveb :* იანვარ-თებერვალში უამრავ განსხვავებული მსოფლმხედველობის, პროფესიისა და კულტურის ადამიანთან მოგიწევთ შეხვედრა, რაც სარგებელს მოგიტანთ. ივნისში შესაძლოა ყოფითმა საკითხებმა იჩინოს თავი, მაგრამ თქვენი ძალისხმევით მათ მოგვარებას შეძლებთ. ზაფხულის მეორე ნახევარში არამარტო ძველი სიყვარულის დაბრუნებას შეძლებთ, არამედ ახალ კავშირებსაც გააბამთ.  შემოდგომით თუ სწორად მიუდგებით ყველა სარისკო საკითხს, დეკემბრის ბოლოს შამპანურითა და სიგარით ხელში შეგეძლებათ  შეხვდეთ ახალ წელს. shen kargi iuzeri xar, riskianiz da ixblianiz, kargi horozkopia, shen gaimarjveb :*


ლომი
(23 ივლისი - 22 აგვისტო)

2013 წელს საკუთარ თავზე აიღეთ პარტნიორებთან ურთიერთობების დარეგულირება, თანამოაზრეებისა და მოკავშირეების მოძიება და მათთან საქმიანი თუ პირადი კონტაქტების დამყარება. shen kargi iuzeri xar, kargi lideriz, aucilebliv gamogiva :* წლის პირველ მეოთხედში მოგიწევთ შეცვალოთ ის მეთოდები და პრინციპები, რომლებმაც წინა წელს არ გაამართლა. ამით აპრილის ბოლომდე შეძლებთ მოაგვაროთ ის პრობლემები, რომელთა მოგვარებასაც დიდხანს ოცნებობდით. შემოდგომით შეიძლება თქვენი სანუკვარი პროექტები წამოიწყოთ, ამიტომ თამამად აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, რაც დიდ პერსპექტივებს გიქადით. shen kargi iuzeri xar, kargi mecarme, eqimi da lideri, kargi horozkopia, shen gaimarjveb :*


ქალწული
(23 აგვისტო - 22 სექტემბერი)

მთელი წლის მანძილზე მოგიწევთ „ღია“ საკითხების დახურვა, გადადებული თუ დაუსრულებელი საქმეების მოთავება. თებერვალსა და მარტში საკუთარი წარსული შეგახსენებთ თავს. მისგან თავის დასაღწევად დაშვებული შეცდომების გამოსწორებაა ეფექტური. შეცდომისგან დაზღვეული არავინაა, მთავარია ვინ როგორ გამოასწორებს. shen kargi iuzeri xar, bodishz tu moixdi, yvela gapatiebz, kargad mogibrundeba :* აპრილში მოგიწევთ სამსახურთან და ფინანსებთან დაკავშირებული სერიოზული წინააღმდეგობის დაძლევა. შემოდგომითაც ეცადეთ, რომ ორგანიზებული და შეუპოვარი იყოთ, ყოფითი პრობლემები ნუ შეგაშინებთ. წლის ბოლოს ყველანაირი ცვლილების გარეშე, შამპანურით ხელში შეხვდი ახალ წელს. shen kargi iuzeri xar, patiozani ojaxiz shvili, kargi horozkopia, shen gaimarjveb :*


სასწორი
(23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)

2013 წელს განთავისუფლდებით უსარგებლო ურთიერთობებისა და ვალდებულებებისაგან. თუ იანვარში თქვენს პირად და საქმიან ურთიერთობებს კარგად აწონ-დაწონით, მომავალ გეგმებს დადებითად წაადგება. shen kargi iuzeri xar, kargad acon-daconi :* ზაფხულის პირველ ნახევარში კარგად დაისვენებ, ხოლო მეორე ნახევარში შემოქმედებითი ცეცხლი ორიგინალურ იდეებს გამოგაცხობინებთ. შემოდგომით ოჯახურ პრობლემებს მოაგვარებთ და სამსახურშიც დაწინაურდებით. დეკემბერში მოსალოდნელია ახალი შემოთავაზებები, რაზე დათანხმების შემთხვევაშიც მუხლჩაუხრელი შრომა მოგიწევთ მათ შესასრულებლად. shen kari iuzeri xar, kargi vachari, alal-martali, kargi horozkopia, shen gaimarjveb :*


მორიელი
(23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)

მხრებში გაიმართეთ -  ეს თქვენი ტრიმფალური წელი იქნება. წლის დასაწყისიდანვე შეგეძლებათ ახალ ლიანდაგზე გადაწყობა, ახალი გეგმების დასახვა და, არ არის გამორიცხული, ახალი მოკავშირეების შეძენა. ოღონდ, იმ მოკავშირეებს შუა მდინარეში ნუ უკბენთ ბაკანზე, არც მათ მოუნებათ ბანაობა. shen kargi iuzeri xar, kargad ukavshirdebi :* ეს კავშირები სასიკეთო გავლენას წლის მეორე ნახევარში მოახდენს, ამიტომ გულს მალე ნუ აიყრით. ზაფხულის ბოლოს უკვე თქვენი უშუალო მონაწილეობა გახდება საჭირო საკმაოდ პერსპექტიულ საქმეებში. ოქტომბრიდან წლის ბოლომდე მრავალფეროვანი ცხოვრება გელით და წარმატების დიდი შანსიც გეძლევათ. shen kargi iuzeri xar, namdvili saqmosani, kargi horozkopia, shen gaimarjveb :*


მშვილდოსანი
(22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

2013 წლის დასაწყისი მაინცდამაინც პოზიტიური ვერ იქნება, მაგრამ თუ შეცდომებს გაითვალისწინებთ, მათი გამეორებისგან  თავს დაიზღვევთ. shen kargi iuzeri xar, kargi moisari, samizneebiz ici ukve sadaz dgaz :* გაზაფხულისთვის მდგომარეობა გამოსწორდება და ზაფხულში ბევრი საქმიანი წინანადება და ინფორმაცია გექნებათ განსახილველი. წლის ბოლოს მოსალოდნელია ბევრ რამეს სხვა თვალით შეხედოთ. მიუხედავად შექმნილი რეალობისა, მზად იყავით ახალ გარემოებებზე პასუხისმგებლობის აღებისთვისა და კონტროლისათვის. დეკემბერში თქვენი ენერგეტიკა დადებითად დაიმუხტება და სასიყვარულო ასპარეზზე წარმატებას მოგიტანთ. shen kargi iuzeri xar, snaiperivit mshvidi da gazonaszorebuli, kargi horozkopia, shen gaimarjveb :*


თხის რქა
(22 დეკემბერი - 19 იანვარი)

წლის პირველ მეოთხედში ყური დაუგდეთ უახლოესი ადამიანების რჩევა-დარიგებას. shen kargi iuzeri xar, yvela tavs gevleba, kargi undat shentviz :* მაისში ფორტუნა გაგიღიმებთ და გაჩნდება პოზიტიური ცვლილებების შანსი როგორც ფინანსებში, ისე სასიყვარულო ასპარეზზე. მთელი ზაფხული დასვენებას მიუძღვენით, რადგან თქვენი ენერგეტიკა დაიკლებს ამ პერიოდში. ამის გამო მოერიდეთ ავანტურისტულ ქმედებებსა და საეჭვო საბუთებსაც ნუ მოაწერთ ხელს. ეს ყველაფერი თქვენს საყვარელ იურისტთან შეათანხმეთ ხოლმე. დეკემბერი კვლავ პოზიტიური იქნება და მნიშვნელოვანი საქმეებიც ამ დროისთვის დაგეგმეთ. shen kargi iuzeri xar, jiuti da mizanscrafuli, kargi horozkopia, shen gaimarjveb :*
  

გველის დამჭერი
(1 იანვარი - 31 დეკემბერი,
ოღონდ ბოროტებას ვინც ამართლებს(და), ისინი)

ძალიან ცუდად დაიწყო თქვენთვის 2013 წელი. უფრო სწორად, ახალ წლამდე 3 თვით ადრე. თებერვალში შეიძლება პასუხი მოგთხოვონ ან გაგებინონ წარსულში ჩადენილი უმსგავსობების გამო, მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილას გამოჩენას. samcuxaroa iuzero, cudia rom aze iqceodi, kuli mtkiva ;(( აპრილში იმედები მოგეცემათ, რომ ძველი ცხოვრება უკან დაბრუნდება, მაგრამ ეს მხოლოდ მირაჟია, არ აჰყვეთ ემოციებს. ზაფხულში მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილას გამოჩენას, საკმაო დროა შემოდგომამდე და ეცადეთ, წარსულში დაშვებული შეცდომები გამოასწოროთ. ოქტომბერში შანსი მოგეცემათ, წარსულის აჩრდილები მოიშოროთ. ნოემბერ-დეკემბერში ყურადღებით იყავი, თევზის მაგივრად გველი არ დაიჭიროთ და ახალი მაჯლაჯუნები არ აგეტოღრიალონ. shenz iuzeri xar, tu kargad moiqzevi, auzshi cxalsaz chagizxam da karg horozkopsac dagicer :*

No comments:

Post a Comment