Tuesday, January 24, 2012

ძებნილი რატი თავს სამინისტროს აფარებს?

  2010 წელს ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ძებნა ოთხ პირზე გამოცხადდა. შსს- ინფორმაციით, იძებნებნებოდნენ პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ეჭვმიტანილები - 1983 წელს დაბადებული ვლადიმერ შალვას ძე დოლიძე, 1981 წელს დაბადებული გივი ვახტანგის ძე ქუთათელაძე, 1978 წელს დაბადებული რატი ოთარის ძე ჯაიანი და 1983 წელს დაბადებული ალექსანდრე ზაზას ძე ვეფხვაძე.

 შსს- ცნობით, წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2010 წლის 12 აპრილს აბაშიძის N22-ის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353- მუხლის მე-2 ნაწილით აღძრულ საქმეს თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილება იძიებს. შეგახსენებთ, ამავე საქმესთან დაკავშირებით ოთხ პირს - ირაკლი ღლონტს, მიხეილ ჟორჟოლიანს, კონსტანტინე ჩაჩავასა და დავით ბენიძეს აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდათ

აღნიშნული ამონარიდი შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადებიდან ამოვიღეთ, როგორც ირკვევა რატი ჯაიანი პოლიციელისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის იძებნება, მაგრამ ფაქტია რომ აქამდე ხელშეუხებელია, ჩვენ დავინტერესდით აღნიშნული  ფაქტით და ჟურნალისტური გამოძიება წამოვიწყეთ.
ზ. ა. დანაშაულში ერთდროულად სამი მეგობარი მონაწილეობდა:  გივი ქუთათელაძე, ალექსანდრე ვეფხვაძე და რატი ჯაიანი. მკითხველს ეს სახელები ერთი შეხედვით არანაირ ინფორმაციას არ აწვდის, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით ქუთათელაძეს და წარსულის მოგონებებს გადავხედავთ, ნათლად გაგვახსენდება ყოფილი უშიშროების მინისტრი ვახტანგ ქუთათელაძე. თითქოს ყველაფე–რი ნათელია. მართალია, ვეფხვაძე და ქუთათელაძე უკვე გაასამართლეს, მაგრამ რატი ჯაიანი კვლავ ძებნაშია. ქუთათელაძეების ოჯახის ახლობელმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ინება, ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა: „ბატონ ვახტანგს რატი შვილივით უყვარდა, ხანდახან მისდამი იმაზე მეტ სითბოსაც კი იჩენდა ვიდრე საკუთარი ვაჟისადმი”.

ეს ინტერვიუ ნაწილობრივ ხსნის იმ ფაქტს, რატომ არის რატი კვლავ თავისუფალი  და ვის უფრო დაეტყო ყოფილი  მინისტრის მზრუნველი ხელი.

ეს ფაქტი ჩვენს ინტერესსა და გამოხმაურებას არ დაიმსახურებდა, რომ არა ერთ დღეს ტელევიზიაში გასული კადრები, სადაც ერთ-ერთ ინტერვიუში გამოჩნდა კაცი რომელიც საოცრად ჩამოგავს რატი ჯაიანს.

ამ ფაქტზე დიდი დავა გაიმართა ფეისბუკზე, რასაც უცვლელად და უკომენტაროდ გთავაზობთ:
ჩვენმა ექსპერტმა გენეტიკურ დარგში დაადასტურა ჩვენი ეჭვები, რომ დიდი ალბათობაა ეს ადამიანი რატი ჯაიანი იყოს. ამ ეჭვებს ამძაფრებს 6 თვის წინ ბატონი ვახტანგ ქუთათელაძის ანგარიშიდან გადარიცხული 150 000 აშშ დოლარი ივა კუზანოვის კლინიკის ანგარიშზე. თვითონ ბატონი ივა ამაზე კომენტარს არ აკეთებს, მაგრამ ჩვენი სანდო პირი, რომელსაც მსგავს ტრანსფერებზე ხელი მიუწვდება, გვიდასტურებს.

ჩვენი ეჭვების გასაქარწყლებლად ჩვენ კორესპონდენტი გავაგზავნეთ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამიკიტნოში, რათა გაერკვია, ვინ იყო სინამდვილეში სოციალური მომსახურების სააგენტოს თავჯმდომარის პოზიციაზე მყოფი პირი.


სამიკიტნოს პრესცენტრმა ამაზე კომენტარი არ მოგვცა და აქეთ დაგვამუნათა: „ასეთ წვრილმანებში კირკიტს, სჯობს ის დაწეროთ, თუ როგორ კარგად მუშაობს ჩვენი სამიკიტნო. პენსიებიც გაიზარდა და სოციალურად გაჭირვებულების სიაც გვაქვსო“. ჩვენც რაღა დაგვრჩენოდა? შევედით ფეისბუკზე, მოვძებნეთ ჯანმრთელობის სამინისტროს გვერდი, დავულაიქეთ და ჩვენს მეგობრებშიც გავავრცელეთ. თქვენც იგივეს გირჩევთ: მოძებნეთ „ჯანმრთელობის სამინისტრო“, დაალაიქეთ გვერდი და თქვენს მეგობრებშიც გაავრცელეთ, რა.

2 comments:

  1. am saqmes me gamovidzieb

    ReplyDelete
  2. სულ გამოყლევდით? ესენი ისე გვნნ როგოც მე და ჯონი დეპი

    ReplyDelete