Sunday, January 1, 2012

როგორ შეიქმნა პირველი ქართული მემე

სიტყვა „უნივერსალური“, კინოსტუდია „უნივერსალი“, მხ/ფ „უნივერსალური ჯარისკაცი“, „უნივერსალური პოზის შემქმნელი კაცი“... მათ საერთო მხოლოდ სიტყვა აქვთ, მაგრამ უნივერსალური პოზის შემქმნელი კაცი მართლაც უნივერსალურია. მისმა ერთ დროს უცნაურ პოზაში გადაღებულმა სურათმა, რომელიც პირველად forum.ge-ს ფლეიმის თემაში გამოქვეყნდა, დიდი გამოძახილი ჰპოვა. სურათის მოტივებზე შექმნეს მემეები, კომიქსები, ბალადები და საერთოდ უამრავი მიმდევარი გაუჩინა, მაგრამ მემეებს შორის ადგილი მხოლოდ მას უჭირავს.
მას ბევრი სახელი აქვს: ოხერი ალფრედო, შპაგატა, ჟასმათი, უნივერსალური პოზის შემქმნელი კაცი, მაგრამ მისი ნამდვილი სახელი მხოლოდ რჩეულებმა იციან და არ ამჟღავნებენ, რადგან მერე აღარ იქნებიან რჩეულები. ჟურნალიმართლა შოკოლადიმართლა შეეცადა მასთან ინტერვიუს ჩაწერას, რაც გამოუვიდა და უცვლელად გთავაზობთ.

მართლა შოკოლადი (შემდეგში შოკო):
- გამარჯობა, ალფრედო! ცოტას ხომ არ გვიამბობ შენზე? უნივერსალური პოზის მისაღებად დიდი ხანი ემზადებოდი?
ოხერი ალფრედო (შემდეგში ალფრედო): -ზდ! გულწრფელი ვიქნები და არც მიფიქრია ჩემი ფოტო თუ ასე გაპოპულარულდებოდა... იმ ფოტოსთვის პოზის მისაღებად დიდი ხანი ვიფიქრეო რომ გითხრათ, მოგატყუებთ, უბრალოდ, ადნოსთვის მინდოდა. შემდეგ, როგორც გავიგე, იუზერმა Alucha- გახსნა თემასაუკუნის სურათები“ (http://bit.ly/sjluer), სადაც ჩემი ფოტოც მოხვდა, როგორც ერთ-ერთი რიგითი ფოტო. იუზერ FinaLLe- ფოტოშოპის ლეველის დამსახურებით შეიქმნა ჩემი ფოტოს ვარიაცია, რაც სხვა იუზერებმა აიტაცეს და ასე აღმოვჩნდი მე ავტობუსის გაჩერებაზე მიყუდებული, დელფინივით წყლიდან ამომხტარი, ადიდასის ლოგოზე დამულტიპლირებული და ..

შოკო: -არ გაგიჭირდათ პოპულარულობასთან შეგუება? რას გრძნობდით?
ალფრედო: -თავიდან ცოტა გავბრაზდი, არ მომეწონა ჩემი ფოტოს მასხრად აგდება, მაგრამ მერე ფეისბუქზე გვერდი გამიხსნეს, სადაც კაი-კაი გოგოებიც ჩემს პოზაში იღებდნენ სურათებს. მერე რუსთავი2- დილის გადაცემაშიც მაჩვენეს. მოკლედ, გაბრაზებამაც ნელ-ნელა გადამიარა. ახლაც უამრავი ადამიანი იღებს სურათს უნივერსალურ პოზაში სხვადასხვა ადგილას. გრძნობაზე FinaLLe-ს ჰკითხეთ, რას გრძნობს, როცა მის კომიქსებს ყველა იპარავს, ვისაც არ ეზარება. ამ ბოლოს „გამზრდელის“ კომიქსი (http://on.fb.me/vzjYgV) მიითვისეს და „შენი საიდან არის, ჩვენ უცხოურიდან გადმოვაქართულეთო“, უმტკიცებდნენ...

შოკო: -რამეზე  ხომ  არ  გწყდებათ  გული?

ალფრედო: -ჰმ... კიი! რუსთავი2-ის დილის გადაცემაში არასრული ინფორმაცია გაუშვეს ჩემზე. გული დამწყდა ასევე, წამყვანის გულგრილობაზე... ფეისბუკის გვერდის ინფო არც წაუკითხავს და შეკითხვაზე - „რას ემსახურება ჩემი გვერდი“, უპასუხა, „რავი, ალბათ, მშვიდობას მსოფლიოშიო“, რაც არასწორია და სწორი პასუხია - უნივერსალური პოზაა და იმიტომ, ჩემნაირად დღემდე ვერავინ ვერ გააკეთა იგივე პოზა, ზოგი თავს ვერ ასწორებს, ზოგი - გავას. თუმცა, აღარ ვუბრაზდები მათ... იქნებ ამის გამო დაარქვეს "რუსთავი2 - დეზინფორმატ2" (იცინის, მეც ვიცინი).

შოკო: -რამე კურ...

ალფრედო (მაწყვეტინებს): აუ, კიი! ფორუმზე რომ დებდნენ სურათებს, მე ვათვალიერებდი. თურმე ერთ სურათზე ხახადაფჩენილი ზვიგენი მიუხატიათ უკან და მეც  უკან მივიხედე, აქ ხომ არ არისო, ჰა-ჰა-ჰა... არადა, როდის ფოტო გადავიღე, ჰა-ჰა... თან აუზთან ხომ არ ვიყავი, ჰა.. ჰა... კხმ...
შოკო: -მე მინდოდა მეკითხა, რამე კურორტზე ხომ არ აპირებთ ამ ზამთარს დასვენებასო? კურიოზებზე კითხვა გაბანძდა დიდი ხანია...
ალფრედო: -აა, ჰო! დასვენებას რაც შეეხება, ამბობენ, თბილისის ზღვასთან რომ შემოვლით რკინიგზას აშენებენ, უნივერსალური პოზის ფორმისა იქნებაო, ჰოდა მანდ დავისვენებ, ზუსტად! თან თბილისის ზღვა აუზზე დიდია რა...
შოკო: -დაგემშვიდობებით, აწი! სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი და წარმატებებს გისურვებთ. მინდა გაგახაროთ და გითხრათ, რომ თქვენ წლის ადამიანად დასახელდით ჩვენი ჟურნალის გამოკითხვების შედეგად.
ოხერი ალფრედო სიამოვნებისგან იღიმის და ხელს უნივერსალურად მართმევს. მე, მართალია, ხელის ჩამორთმევა ისევე უნივერსალურად არ გამომდის, მაგრამ უნივერსალურ ხასიათზე დამდგარი ვწყვეტ ინტერვიუს.
თქვენ კი შეგიძლიათ მოინახულოთ ოხერი ალფრედოს ოფიციალური გვერდი ფეისბუქზე სხვა სურათებისთვის, რაც ეთერში არ უჩვენეს: www.fb.com/Universal.pose.guy
გთხოვთ, დაულაიქეთ და თქვენს მეგობრებშიც გაავრცელეთ, რა!

No comments:

Post a Comment