Tuesday, January 24, 2012

სოციალური ქსლების როლი ადამიანთა ყოფაში


მოგეხსენებათ, თანამდედროვე ეპოქაში, თუ რაოდენ აქტუალური გახდა ინტერნეტი და სოციალური ქსელები, მისი მეშვეობით ადამიანი უამრავ პრობლემას აგვარებს ან იქმნის, ყოფილა შემთხვევა, როდესაც სოციალური ქსელით გაცნობილ ადამიანებს, ოჯახი შეუქმნიათ. ყოფილა დრამატული შემთხვევებიც. მაგლითად, ნორვეგიაში მოზარდმა თავი იმის გამო მოიკლა, რომ მეგობარმა Facebookში მეობრების სიიდან ამოშალა.მართლა შოკოლადმა“ გადაწყვიტა, ქართველ ცნობად სახეებთან კითხვის დასმა და გარკვევა თუ რას ფიქრობენ პოპულარული ქართველები ინტერნეტის და სოციალური ქსელების შესახებ.

ჩვენმა კორესპონდენტმა მერაბ ჩოლარაძემ,  კითხვით: "რას ფიქრობთ ინტერნეტზე და სოციალურ ქსელებზე" არაერთ ცნობილ ქართველს მიმართა. მაშ ასე... რას ფიქრობთ ინტერნეტზე და სოციალურ ქსელებზე?


გივი სიხარულიძე: შენ გენაცვალე! აი, ალალად გეტყვი (პირჯვარი გადაიწერა) არასდროს არ ვყოფილვარ სოციალური თუ მოციალური ქსელის აბონენტი! ბიჭო, მანდ თურმე გოგო-ბიჭები ერთმანეთს სიყვარულს უხსნიან, აზრზე მოდი, სადამდე მივიდა საქმე, კაცმა თუ ქალის გამო არ იჩხუბა, წინააღმდეგობები არ გადალახა , ისეთი ქალი ვის რათ უნდა ტო? არ მივესალმები ამ მარაზმს! მე მინდა, ჩემი ლექსიდან ერთი სტროფი წაგიკითხოთ:

 დროის ათვლა, ჩემო, შენით დავიწყე,
ნაღდად ვიცი, შენზევე დამთავრდება,
ვერ გავიგე წუთისოფლის ანბანი,
სად იწყება, ანდა სადღა მთავრდება“...

ლელა წურწუმია: მამულიჩა, ხშირად სარგებლობს ჩემი facebook-ით, მე სად მცალია მაგისთვის.

ეთერ კაკულია: ხოოოოო?

ჯემალ ბაღაშვილი: არ ვიცი შვილო, ჩემს ბიჭს ჰკითხეთ.

 გია ბაღაშვილი: მიჭირს პასუხის გაცემა, მამას კითხეთ.

დავით აქუბარდია: ეს ფეიზბურგი ვიღაც ჩიტირეკიამ გამოიგონა, თუ მეხსიერება არ მღალატობს, მარკზ ცუზემბერკმა და იმ ჩიტირეკიის კანტორის ჭკუაზე ვიარო?

ნოდარ მელაძე: მე მანამდეც ესეთი ვიყავი...

ნინი ბადურაშვილი: 21- საუკუნეა, ესეთი კითხვის დასმა უხერხულია, დედუნა... ეკა ვარ, კახიანი!

დიმა ობოლაძე: მე სოციალური ქსელების და ზოგადად ინტერნეტის აქტუალური მომხმარებელი ვარ. ბევრ ინფორმაციას ვიღებ მისი მეშვეობით მაგალითად: ფეხბურთში ყვითელი ბარათი რომ ყვითელი ფერისაა და ქრიშიტანო მესსი რომ ლივერპულში თამაშობს.

გია სურამელაშვილი: ცოტა ხანში დამირეკეთ, რესტორანში ვარ, ფონოგრამაზე ვმღერი.

როსტო: კარგია და მისი მეშვეობით ხშირად ვარჩევ ძაღლის საკვების ახალ ბრენდებს ბუბუსთვის.

ნუგზარ კვაშალი: რაღა დაგიმალოთ და ადნაკლასნიკების ხშირი სტუმარი ვარ. სხვათაშორის, მინდა ჩემი გულის ტკივილი გამოვხატო. რომ შემოდიხართ სტუმრად და მათვალიერებთ, მიაჭირეთ 5 იანს და დამიაცენკეთ ფოტო, განა ასე ძნელია?

ჟურნალი „მართლა შოკოლადი“ მართლა შეეცადა, დაკავშირებოდა დუტას და მისი აზრიც მოესმინა სოციალურ ქსელებთან დაკავშირებით, მაგრამ, როგორც გაირკვა, იგი მომავლის კლასის ჯეო-ოროსნების კონკურის წამყვანად დაუნიშნიათ, სადაც გამარჯვებული ლაიქებით გამოვლინდება. ასე რომ, დაალაიქეთ და მეგობრებშიც გაავრცელეთ რა.

No comments:

Post a Comment