Tuesday, January 24, 2012

სად, როგორ, ვინ და რა ვითარებაში მოაჭამა პედოდათვს ყ...


ეს ის არ არის, რაც თქვენ გგონიათ“ — ამ ფრაზით დავიწყებ თავის მართლებას, რადგან სათაურზე არ დაეტია სიტყვაყურისრულად და შეცდომაში შეგიყვანათ.
ეს ის არ არის, რაც თქვენ გგონიათ“ — ამავე ფრაზას იმეორებდა პედოდათვი, როცა მშობლები მის ბავშვთან წაასწრებდნენ და თავს ასე იძვრენდა...

  პედოდათვი, იგივე PedoBear, დაიბადა იაპონიაში 2003 წლის 27 თებერვალს ASCII კოდებში გახვეული და კუმა დაარქვეს. იგი პირველად იპოსტებოდა იმ პიროვნებების მისამართით, ვინც ცდილობდა პატარა გოგოების თავის მახეში გაბმას. კუმა თანდათან იზრდებოდა და იხატებოდა. 2005 წლის თებერვლისთვის პირველ ჰენტაიში, „ლოლიკონშიგადაიღეს. ის ამავე დროს მოღვაწობდა 4chan საიტზეც, უკვე პედოდათვის სახელით. ერთი წლის შემდეგ, 2006 წლის 10 თებერვალს მისი პირველი ფოტო გამოჩნდა მცირეწლოვან გოგონებთან ერთად. ხოლო იმავე წლის 29 ნოემბრისთვის უკვე მთელი ბატალიონი ფოტო დაგროვდა პედოდათვის არქივში.
2008 წლის 14 იანვარს პედოდათვმა საკუთარი სახლი  (www.pedobear.org) გახსნა ინტერნეტში და ბიზნესი დაატრიალა. იგი იმდენად შენიღბულად მუშაობდა, რომ პოპულარული გახდა და 2009 წელს მაილი საირუსის ნომერ პირველ ფანადაც კი დასახელდა. მისი პოპულარულობა ინტერნეტსაც კი გასცდა და სხვადასხვა გაზეთის ფურცლებზეც მოხვდა. მაგალითად, 2009 წლის 3 ივლისს ბლოგერმა მაიკლ ბარიკმა ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადის სიმბოლოზე ხუმრობით პედოდათვისთვისაც გამოძებნა ადგილი. ეს ფოტო მოგვიანებით, 2010 წლის 4 თებერვალს ჩეხური სპორტული გაზეთის „The Gazeta Olsztynska“- მთავარ გვერდზე მოხვდა.

ანცი პედოდათვის პოპლარულობამ, როგორც სათაურიდანვე მიხვდებოდით, 2012 წელს დაიწყო ვარდნა. იმასაც მიხვდებოდით, რომ ამა წლის 14 იანვარს პედოდათვი თავისი მოსახლეობის 4 წლისთავისადმი მიძღვნილ წვეულებას გამართავდა.
მისდა საუბედუროდ, ამ წვეულებაზე ჩვენი ჟურნალიმართლა შოკოლადი“- მიიწვია, უფასო ტკბილეულის ამბავში ბავშვების მისატყუებლად. ჩვენმა ჟურნალმა მართლა წაიღო შოკოლადები წვეულებაზე, შედეგად, ერთმა მსუნაგმა ბავშვმა შოკოლადი და შოკოლადისფერი დათვი ერთმანეთისაგან ვერ გაარჩია და მას ყური მოაჭამა.
ბავშვი, რომელსაც, სავარაუდოდ, ლორენი ერქვა, რომელსაც ადრე ერთი გამომძიებელი უმღეროდა ერთ–ერთ მულტსერიალში: „გავაქროლებ ლორენს, ჩემს ძვირფას ლორენს და მისი დათუნიაც“), ერთხანს დასდევდა პედოდათვსდაბრუნდი, არაფერს დაგიშავებო“, მაგრამ პოლიციის მოსვლისთანავე შეჩერდა. პოლიციელები საგონებელში ჩავარდნენ, რადგან ვერ გადაეწყვიტათ, რომელი მათგანი დაეპატიმრებინათ, რადგან ორივე მხარეზე იყო დანაშაულის ფაქტები, ამიტომ მათ სასამართლოს გადაწყეტილებამდე ორივეს ქალაქიდან გასვლა აუკრძალეს და წვეულება ხელკეტების გამოყენებით დაშალეს.

  ჟურნალიმართლა შოკოლადიმართლა შეეცდება ამ ამბის სიახლეები მოგაწოდოთ დროულად და ობიექტურად. სანამ დათვი პლასტმასის ყურს მიიკერებს, მანამ შეგიძლიათ ჩვენი ფეისბუკის გვერდი, რომელიც ჯერ არ შეგვიქმნია, დაალაიქოთ და მეგობრებში გაავრცელოთ კიდეც.

No comments:

Post a Comment