Tuesday, January 24, 2012

ვარშავა თუ შოკოლადი? რა აირჩია ქართველმა ლამაზმანმა თეე თოჯუნამ საბოლოოდ?


მოგეხსენებათ, ქართული შოუ-ბიზნესი ჩამქვრალი ვულკანივითაა, კინოხელოვნება - კლდესავით გამოფიტული, მხოლოდ სამოდელო ასპარეზზე შეიმჩნევა მზიანი ამინდი - უფროდაუფრო ხშირად ტარდება მოდის კვირეულები, ახალ-ახალი მოდელებიც ბრწყინავენ ვარსკვალვებივით და კეკლუცად ირგებენ ბიჭოლას, ზალიკო ბერგერის, ცქვიტინიძის და სხვათა კლასიკური, ეგზოტიკური თუ ველურული სტილის სამოსს.

19 წლის თეე თოჯუნას სამოდელო ასპარეზზე გამოცდილება უკვე აქვს. მას ხშირად იღებენ ცნობილი ფოტოსტუდიები. უცხოეთიდანაც აქვს მიწვევები, კერძოდ პოლონე–თიდან. თუმცა, ჟურნალიმართლა შოკოლადიშეეცადა, უკეთესი პირობების შეთავაზებით იგი საქართველოში დაეტოვებინა და ულტიმატუმის სახით შესთავაზა: ან ჟურნალიმართლა შოკოლადიან პოლონეთში გამგზავრება.

გარდა ფოტომოდელობისა, თეეს კიდევ ერთი ჰობი აქვს - პოპულარულ სოციალურ ქსელში, ფეისბუქში, ისეთი პოპულარულია, რომ არაერთი პრიზი აქვს მოგებული ლაიქომანიის ფოტოკონკურსებში. ჩვენ ვეცადეთ, ჩემოგვეწერა ყველა ის კონკურსი, სადაც გაიმარჯვა, მაგრამ მათი სიმრავლის გამო ვამჯობინეთ, ისევ მისთვის გვეკითხა.


კორესპონდენტი (შემდეგში კო): - თეე, რამდენი კონკურსი გაქვთ მოგებული?

თეე თოჯუნა (შემდეგში თე): -ვაიმე, არ ვიცი! მაგას სჯობს მკითხოთ, რამდენი არ მაქვს მოგებული... (კისკისებს) ზოგიერთ კონკურსში ლაიქები არ მეყო, უბრალოდ, ან მოდელობის გამო სათანადო ყურადღება ვერ მივაქციე და მაგის გამო წავაგე.

კო: -ფოტომოდელობა თქვენი მთავარი პროფესიაა და ბევრ დროს გართმევთ?

თე: -დიახ, მე ყოველთვის ფოტო-მოდელობაზე ვოცნებობდი და ყველაფერი ვიღონე, ოცნება რომ ამხდენოდა. იმისთვის, რომ ფორმაში ვიყო, ვვარჯიშობ და ფისტნეს ცენტრებშიც ხშირად დავდივარ. ამის გამო, თავისუფალი დრო ცოტა მრჩება.

კო: -ალბათ, კონკურენციის გამო ძნელია მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა.

თე: -მე ძალიან მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და ყველაფერს ვაკეთებ, დადებითი ენერგია გამოვასხივო. ნეგატიურად განწყობილი კონკურენტების ყურადღების ცენტრშიც მოვქცეულვარ და არ მინდა მსგავსი ხშირად განმეორდეს. ყველას ვუსურვებ, ერთმანეთის დაფასება ისწავლონ, საკუთარ დადებით იმიჯზე იზრუნონ და კონკურენტშიც კარგი თვისებები ეძებონ, ვიდრე უაზროდ გააქილიკონ.

კო: -დადებითი იმიჯის შექმნის შესახებ რამე რჩევას ხომ ვერ მისცემდი მკითხველს?

თე: -მაგას რა უნდა? უნდა იღიმოდე, მხიარულად გამოიყურებოდე, მოსაუბრეს სიხარული უნდა გადასდო და გამუდმებით უნდა ეძებდე წვრილმანებში რაიმე კარგს. მაგალითად, ჩვენს ინტერვიუში აბზაცების პირველი მარცვლები რომ წავიკითხოთ გამოვა: თე, კო, თე, კო, თე, კო... ანუ თეკო (იცინის, მეც ვიცინი).

კო: -თქვენს კარიერაში დიდი სიახლეებია, როგორც ვიცით. მგონი, პოლონეთიდან გაქვთ მოწვევა, მაგრამ ჩვენმა ჟურნალმაც კარგი პირობები შემოგთავაზათ, პოლონეთის საპირისპიროდ. ამაზე რა გადაწყვიტეთ საბოლოოდ?

თე: -ჰო, ვარშავის შემოთავაზება ჩემთვის ნამდვილი შოკი იყო! როგორც ჩანს, ჩემმა სურათებმა და გარეგნობამ მოხიბლა Peek & Clobenburg-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და შემომთავაზა მისი კომპანიის სახე გავხდე, თან 3 წლიან კონტრაქტს მთავაზობს. ვერაფერს ვიტყვი, მშვენიერი საშუალება მომეცა საკუთარი თავის რეალიზების! თქვენი ჟურნალის ულტიმატუმს რაც შეეხება - „ანმართლა შოკოლადიან ვარშავაო“, გენიალურ გადაწყვეტილებას მივაგენი: ჩავალაგებ ჩემოდანში ჩემს ტანსაცმელს, ზემოდან დავადებ თქვენს ჟურნალს და მე დამართლა შოკოლადიერთად      და მართლა გავემგზავრებით პოლონეთში!

თეე თოჯუნა მხიარულად იცინის, ჩვენ კი დაღვრემილი ვემშვიდობებით და რადგანაც 24 იანვარი მისი დაბადების დღეა, ვულოცავთ და ვუსურვებთ  ჯანმრთელობას, ბედნიერებას და  წარმატებას პირად ცხოვრებაშიც და კარიერაშიც. ძალიან კი არ გვინდოდა თეკოსთანა ლამაზმანის უცხოეთში გაშვება, მაგრამ პრინციპში, დასაღონებელი რა გვჭირს, უფრო რთული ულტიმატუმი უნდა მოგვეფიქრებინა, რომ საქართველოში დარჩენილიყო... თეკომ კი ასე მარტივად გადაჭრა დილემა, ყველაფერი გენიალური ხომ მარტივია?! თქვენ კი შეგიძლიათ, ფეისბუქზე მოძებნოთ Tee Tojuna, დაიმეგობროთ, დაალაიქოთ და მეგობრებშიც გაავრცელოთ თეკოს სურათები.

No comments:

Post a Comment