Tuesday, January 24, 2012

პოპულარულობის კალეიდოსკოპი, ანუ როგორ არ უნდა გახდე პოპულარული


ასე სანუკვარი პოპულარულობისაკენ მიმავალი გზა მოლიპულია. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ იჩქარებ, შეიძლება ფეხი აგიცურდეს და იქვე დაეცე, ან შეიძლება ისე აცურდე, რომ მთელი გზა სრიალსრიალით გაიარო წარმატებამდე ისე, რომ გონს მოსვლაც ვერ მოასწრო. როგორც წესი, ასე მიღწეულ წარმატებას ისევე თვალისდახამხამებაში კარგავენ, როგორც მიაღწიეს. ამიტომ ჟურნალიმართლა შოკოლადიწარმატებისკენ მიმავლ გზაზე მოკლე, მაგრამ მყარ ნაბიჯებს ირჩევს და თქვენ, ძვირფასო მკითხველო, გთავაზობთ ცხოვრებისეულ მაგალითებს და გირჩევთ, თუ როგორ არ უნდა გახდეთ პოპულარული. გახსოვდეთ, პოპულარულობას გენიალური იდეები მოგიტანთ, ოღონდ სხვისი გენიალური იდეის გამეორების შემთხვევაში თქვენი გაპოპულარულების შანსი 10%–მდე მცირდება.

2012 წელი ჯერ არ იყო დამდგარი, რომ ინტერნეტს პოპულარულობის მაძიებელთა მთელი არმია მიაწყდა. ახლა განვიხილავთ რამდენიმე მათგანის მცდელობას, ავსახავთ რჩევაში და დანარჩენი თქვენ შეაფასეთ.



სვეცკი ნინჩო
  რჩევა პირველი: თუ ფოტოაპარატი გინდათ, ნუ იყიდით მაინცდამაინც პროფესიონალურ აპარატს; თუ ბევრი ფული გაქვთ და მაინც იყიდეთ, მაშინ ნუ გადაიღებთ სარკეში ვიდეოს თუ როგორ ტირით, ცეკვავთ ან წუწუნებთ (სხვას მაინც გადააღებინეთ); თუ მაინც გადაიღეთ, მაშინ ინტერნეტში მაინც ნუ ატვირთავთ...
 გახსოვდეთ, თქვენი პირადი პრობლემები შეიძლება სხვისი დაცინვის საგანი გახდეს, ხოლო თქვენი რეიტინგი ანტირეიტინგში გადაიზარდოს! ამასთან, ფოტოაპარატით ვიდეოს გადაღება არაა აუცილებელი. მართალია, ფუნქცია აქვს, მაგრამ მაინც...
გაიხსენეთ იუთუბის მოწონების წითელი ზოლი ჯასტინის ან რებეკას ვიდეოებზე...


  რჩევა მეორე:
ადნაკლასნიკა ფეისბუკს უმიზნებსადნაკლასნიკი, ფეისბუქი და სხვა სოციალური ქსელები გართობის დამატებითი საშუალებაა და არ დაუთმოთ მათ თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი დრო; თუ მაინც დაუთმეთ, დღესასწაულებზე მაინც მოსწყდით; თუ დღესასწაულებზეც ვერ ელევით, საჯაროდ მაინც არ თქვათ, რომ ახალი წელი ადნოებში გაატარეთ; თუ მაინც თქვით, იმას ნუღარ დაამატებთ, რომ მომავალში სხვა სოციალურ ქსელშიც აპირებთ იგივეს გაკეთებას...

გახსოვდეთ, სოციალური ქსელები გართმევენ იმ დროს, რომელიც შეიძლება წარმატების მიღწევაში დაგაკლდეთ!

გაიხსენეთ, როგორ პატარავდებოდა მარიო, თუ დროს აქეთ–იქით ხეტიალში გაფლანგავდა...


გვანცა ბაგრატიონი - ჩემი დროც მოვა! რჩევა მესამე: თუ გადაწყვიტეთ შოუ–ბიზნესში მოსვლა, სჯობს, კარგად აწონ–დაწონოთ და ახლობლებს დაეკითხოთ; თუ მაინც გადაწყვიტეთ, ეცადეთ, აგრესიულად ნუ შემოაბიჯებთ და მაშინვე ნუ დაეჭიდებით რომელიმე ცნობილს; თუ მაინც დაეჭიდებით, ეცადეთ, ორიგინალური სიმღერა დაწეროთ სრულ ფორმატში და არა ნახევარი ტექსტის გამეორებით; თუ მაინც ნახევარ ტექსტს იმღერებთ, არ დააყოლოთ, რომ შეგიყვარებენ, მაგრამ გვიანი იქნება...

გახსოვდეთ, სიყვარული მოვა, მოვა, მოვა, მოვა თავისთავადა, არ გამოვა, არა, არ გამოვა, არ გამოვა ძალისძალადა!

გაიხსენეთ, სცენაზე სხვადასვანაირ განათებებს შორის იქნება თეთრი განათებაც და მისი გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება თქვენი მეტოქე არ ჩანდეს და ასე დაგამარცხოს...


უიმედო შეყვარებულ-გაბრაზებულირჩევა მეოთხე: თუ 2011 წელი თქვენთვის უიღბლო იყო, ნუ შეაგინებთ; თუ 2010–ც უიღბლო იყო, ნურც მას შეაგინებთ; თუ 2009, 2008–შიც არ გაგიმართლათ, ნურც მათ შეაგინებთ; თუ მაინც შეაგინეთ, იუთუბზე ნუ ასახავთ ამ ყოველივეს. მაგალითად, ასეთ ვიდეოს:2011ტო წელო შენ მოგიტყან დედის ტრაკი

თუ მაინც ატვირთეთ, გოჭს და გოზინაყს მაინც ნუ შეაგინებთ; თუ ყველა ზემოთჩამოთვლილს აგინეთ, ამ ყველაფრის მერე სიყვარულს მაინც ნუ აუხსნით ვინმეს...

გახსოვდეთ, წელს არაფერი აქვს საერთო პირად წარმატებასთან და როგორც 2010 წელი ვერ გადაახტება 2011–ს, ისევე სიყვარული ვერ გადაახტება ამდენ გინებას...

გაიხსენეთ, გინება რომ აკრძალა „მორალის, ეთიკისა და ზრდილობის საკითხების“ ლექციაზე ცენტრიდან ჩამოსულმა ლექტორმა, მაკარიამ იკითხა: „გულში გინება შეიძლებაო?“ (© „მე ვხედავ მზეს“)


გუდიაშვილის სკვერში რძის მეწველი გოგო რჩევა მეხუთე: თუ ზამთარში გამართულ საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობის მიღებას აპირებთ, თბილად ჩაიცვით; თუ თბილად არ ჩაიცმევთ, ძუძუებს მაინც ნუ გამოამზეურებთ ამ ყინვაში; თუ მაინც გამოამზეურეთ, ნუ მოიწველებით; თუ მაინც მოიწველეთ, ნუ გაყიდით!!!

გახსოვდეთ, დედის რძე, ბუნების წესით, შვილებს ეკუთვნით მხოლოდ და მხოლოდ! (© შოთა ნიშნიანიძე)

გაიხსენეთ, თუმცა რას გაიხსენებთ, მე, მთავარმა რედაქტორმა, ჩემთვის პირობა დავდე, რომ ჟურნალის პოპულარულობის გაზრდის მიზნით ტიტველი ქალების ფოტოებს არ გამოვაქვეყნებდი. ამიტომაც არ გამოჩნდა ძუძუს ფოტო და არა იმიტომ, რომ არ გვევასება...

ამ დროისთვის სულ ეს იყო. ძალიან გამიხარდება, თუ ჩემს მიერ არ მოცემული რჩევები გამოგადგებათ და არაპოპულარული არ გახდებით.  დაალაიქე ჩვენი არ არსებული გვერდი  და გაავრცელე მეგობრებშიც.

No comments:

Post a Comment