Sunday, January 1, 2012

რა ეწერა ლალი მოროშკინას მიერ დაკარგულ უბის ჟურნალში

გასული წელი ნამეტნავად იღბლიანი იყო ჩემთვის – ფულებს ვპოულობდი ხშირად. თქვენ წარმოიდგინეთ, კაზინოს ან პოკერის მოთამაშეზე იღბლიანად ვგრძნობდი თავს. მართალია, ნაპოვნი თანხა ზოგჯერ 1 თეთრი იყო, სამაგიეროდ, ზოგჯერ დღეში რამდენჯერმე ვპოულობდი. ყველაზე დიდი თანხა ურნაში ჩასაგდებად აღებული დაკუჭული ქაღალდი იყო – 5 ლარი (თქვენც ჩააგდეთ ნაგავი ურნაში!).

ერთხელაც უჩვეულოდ დიდი ზომის ჟურნალი შევნიშნე, რომელიც უბის წიგნაკს ჩამოჰგავდა. ვიფიქრე, მპოვნელის ვინაობას დავადგენ დედუქციის მეთოდის მეშვეობითო. ჟურნალი ნესტს დაეზიანებინა და გაჭირვებით ამოვიკითხე ყველაზე ადვილად გარჩევადი წინადადება:

„მოიკლას ჩანგლის არტილერიაში გაყრით“.
გონებაში მსწრაფლ გამირბინა უახლოეს წარსულში დატრიალებულმა მოვლენებმა და ვივარაუდე, წინ კიდევ ბევრი საინტერესო გველის, რადგან ამ წლის მფარველ დრაკონს სწორედ გამბედავი ადამიანები უყვარს. ოღონდ, უჩანგლოდ და უსისხლოდ უფრო მისაღები და საინტერესო სანახავი იქნება.

მოდით, ჟურნალს პოლიციაში ჯერ არ წავიღებ, რადგან საცემი კიდევ ბევრია...

No comments:

Post a Comment