ჟურნალის ეს ნომერი ანაგლიფურ სურათებს შეიცავს, თქვენ კი მისი დანახვა შეუიარაღებელი თვალით არ შეგიძლიათ. მე, ჟურნალის ახალმა ძველმა პერსონაჟმა, ვიზრუნე თქვენზე და გთავაზობთ ანაგლიფური სათვალის კუსტარულ პირობებში დამზადების ხერხს.
ამობეჭდეთ სურათი ან თავად დახატეთ მსგავსი. გამოჭერით ნაწილები, წყვეტილ ხაზებზე ჩაჭერით და ერთმანეთს ჩამოაცვით. წითელი და ცისფერი ლინზების ნაცვლად შეგიძლიათ იგივე ფერის გამჭვირვალე მასალა მოიძიოთ და მიაკრათ. მაგალითად, რვეულების ფერადი გადასაკრავი, ფერადი გამჭვირ-ვალე საქაღალდე, ბოლოს და ბოლოს შესაბამისი ფერის პლასტმასის ბოთლიც კი.
No comments:
Post a Comment