Friday, October 12, 2012

შოუბიზნესი ერის პულსაციას აჰყვა


წიწილებს შემოდგომით ითვლიანო და აი, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ  წიწილების გადათვლით საქართველო ახლი რეალობის წინაშე აღმოჩნდა. ვგულისხმობ იმას, რომ ერთმა პოლიტიკურმა ძალამ მეორე პოლიტიკურ "სისუსტეს"  არჩევნები მოუგო.
ცხადია, ცვლილებებზე დაკვირვება აუცილებელია, რათა დროულად გამოვლინდეს პოზიტიური თუ ნეგატიური ელფერის მოვლენები. ჩვენ ახალი პოლიტიკური რეალობის შემდგომი ცვლილებებით შოუბიზნესის ბედმა დაგვაინტერესა და ჩვენი კორესპონდენტი გუბაზ ქობალია შოუბიზნესის წარმომადგენლებთან სასაუბროდ გავაგზავნეთ. ვინაიდან, არჩევნებმა დიდი გაურკვევლობა გამოიწვია მთელ ქვეყანაში, ამ საყოველთაო არეულობების გამო ინტერვიუების ჩაწერა სხვადასხვა ადგილას მოხდა. მართლა შოკოლადი უცვლელად გთავაზობთ მათ კომენტარებს.
 
სტეფანე მღებრიშვილი: აუ არ ვიცი რაა, შოკში ვაარ! როგორ შეიძლება ადამიანმა ხმა მისცეს ასეთ ბნელ ძალას, ალბათ საზოგადოება აზროვნების კრიზის განიცდის... გეფიცებით, სერიოზულად ვფიქრობ თურქეთში წასვლაზე და ისევ ჩემი სფეროს, ჯამბაზობის ოსტატობის განახლებას. маразм!!!
 
ნინო  ჩხეიძე: მე, როგორც ხელოვანი, გავემიჯნები პოლიტიკურ პროცესებს, თავს შევიკავებ კომენტარისგან... (როგორც ჩვენი კორესპონდენტი, გუბაზ ქობალია აღნიშნავს, ნინო ჩხეიძეს სინანულის ცრემლი წასკდა)
 
ბუბა კიკაბიძე: лариса ивановну хочу!


აჩი მეფარიძე: ბუნებრივია ცვლილებები მისასალმებელია და აუცილებელიც. შეიძლება საიდუმლო გაგიმხილოთ? კულუარებიდან ვიცი, რომ სააკაშვილი გაოგნებულია და ვერაფერს მიმხვდარა ჯერ, მაგრამ მე მინდა მას ვუთხრა  - გავა დრო, გავააა დროო, გავაა დროოო მიხვდებიი, რომ აქ დარჩენას წასვლაჯობდააა.
 
 პანჩო:  ქუჩაში რომ გავდივარ, გაღიმებულ სახეებს ვხედავ. ასეთი გახარებული საზოგადოება ჩემი შოუბიზნესიდან წასვლის შემდეგ არ მინახავს.
 
ლელა წურწუმია: ჩემო კარგო, მე აუცილებლად მოვერგები ახალი პოლიტიკური რეალობის ხვრელს. სხვამ იკითხოს რა!
 
ძვალი: ვფიქრობ, პირველ რიგში სასურსათო პროდუქცია უნდა გაიფდეს, კერძოდ კი ხორცი.
 
უცნობი: ეს უნდა დასრულებულიყო, სხვანაირად შანსი არ გვქონდა! ...ნუ გვქონდა, მაგრამ... როგორ გავმაზეეეეთ, აახ  ლევააან!
 
ეთერ კაკულია: ხოოო?! მართლაა?! ზუსტად ახლა ვმღეროდი საქართველოს ჰიმნის, აი, იმ მომენტს (ქალბატონმა ეთერიმ წაიღიღინა - ცისკრის  ნანანაა ანოდიიიის, ანოდიიის და ტარა რარა ერეეებაა)
 
მერაბ სეფაშვილი: ბიძინა ივანიშვილი  ნამდვილად გმირია! მე მას ჩემი გმირი ვუწოდე და ხელი გავუწოდე... სხვა რა ვთქვა, აბა?
 
ბედინა:  შე###ცი როკერებს!
 
გია სურამელაშვილი: ვაიმე ქორწილში ვარ, ვმღერი. ვაიმე დედააა, ფონოგრამა გამექცა, 5 წუთში გადმომირეკე რა, შემოგევლე!
 
კახუჩელა:  მე რაც ვიცი, აჭარაში, აჭარაში თხამ ვენახი შეჭამა. ჰოი, ნანინა ნანა, ეს ინფორმაცია დაზუსტებულია, აჭარელი ვიყავ განა, განდაგანა.
  
ნინა წკრიალაშვილი: (გუბაზ ქობალიამ იგი მტკვართან, შუშის ხიდზე ჩაწერა) გამანებეეეეთ თავიი! აღარ მინდა სიცოცხლე, უნდა გადავხტეეე, არ მომეკაროოოთ, არ მომეკაროოოთ! ვაიმე, რატომ არავინ არ მეკარება...   მიშა, მატირეეე...
 
 ბერა:  შეგისრულეს ქართულად, გამოიღე ქართულად, დაიხურე ქუდი და წადი კაცურაად!
 
გოგა ხაჩიძე: არ გინდოდათ ჩემი დოლი? ჩეიდევით ავტოგოლი. მაგ უზრდელ ბავშვს, წვიმად გადაქცევას რომ მომიწოდებდა, ვინმემ უთხრას, რომ...
 
უცებ გოგამ ინტერვიუ შეწყვიტა და თავის ანდროიდს ჩააშტერდა. გუბაზის თხოვნაზე, ინტერვიუ დაესრულებინა, გამატარე, მინისტრი ვარო და მაინც წავიდა მანქანით, მაგრამ დაეჭვებულმა გუბაზმა სანდო წყაროებით მოიპოვა მისი სატელეფონო საუბარი და გთავაზობთ ექვს(6)კლუზიურად:
 
გოგა: ალო, მიშა! ნინა წკრიალაშვილის ფეისბუკი ვნახე... ჩვენს მტერს, ირაკლი ღარიბაშვილს დამეგობრებია... ნება მომეცი, ეგ მოღალატე სამუდამოდ დავბლოკო!
ხმა: არ დაბლოკო, გოგა, ეგ ჩვენი ბიოლოგიური იარაღია...
გოგა: , ხო... კაი. (ტუ-ტუ-ტუ)
 
გუბაზ ქობალია: მოგეხსენებათ, სოციალურ ქსელებში არჩევნებამდე  გავრცელდა ინფორმაცია, რომ თუკი ნაციონალური მოძრაობა დამარცხდებოდა, ნინა წკრიალაშვილი თავს მოიკლავდა. ფარული აუდიო ჩანაწერების შემდეგ კი დასკვნების გამოტანა საზოგადოებისთვის მიმინდია. როგორც ჩანს, შოუბიზნესის თვალსაჩინო წევრები ჯერ კიდევ ეიფორიაში არაინ. მე ამით ჩემი ჟურნალისტური ვალი მოვიხადე, ახლა კი ბახუსს მივხედავ... არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადებიდან ჭიქა არ გამიგდია. ცხრა სახარება შეგვეწიოს!
Chonchxis mzera

No comments:

Post a Comment