Friday, October 12, 2012

ცირკი ემზარას მიმართვა ამომრჩეველს


ფასიანი პოლიტიკური სტატია®
მოგესალმებით, ჩემო თანამოქალაქენო! ადვილი არ იყო ჩემთვის ეს ნაბიჯი, მაგრამ გავაცნობიერე რა, რომ უნდა გადამედგა, გადავდგი კიდეც. მაშინვე მივხვდი, რომ ეს იყო სწორი ნაბიჯი, რადგან დღეს საქართველოს აუცილებლად სჭირდება მეოთხე ძალა და ეს ძალა ვართ ჩვენსაზოგადოებრივი მოძრაობაცირკია ემზარადა მისი დასი.
თუმცაღა, ნაბიჯი ხეირიანად არ გვქონდა გადადგმული, რომ უდიდეს წინააღმდეგობებს წავაწყდით! ეს არ იყო ჩვეულებრივი პრობლემები, მთელი სახელმწიფო მანქანა ჩვენს წინააღმდეგ ამუშავდა: დაგვიყადაღეს ცხვრის ფარა, გაგვიყიდეს და გადაგვიხნეს საძოვრები, გადაგვიკეტეს წყალი და სხვა მრავალი უსიამოვნება შეგვყარეს, რის გამოც, როგორც გუშინწინ შემატყობინეს, არჩევნებს უჩვენოდ ჩაუვლია... თუმცა, ისიც გავიგე, რომ ჩვენი მთავარი კონკურენტიც დამარცხებულა, ამიტომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. მითი, რომ ის უძლეველი იყო, წარსულს ჩაბარდა.
მერე რა, მეგობრებო, რომ არჩევნებამდე სულ რაღაც 3 წელი და 350 დღე დარჩა?! ჩვენ დღეიდან ვიწყებთ საარჩევნო კამპანიას, რომელიც უპრეცედენტო იქნება მსოფლიოში და ზუსტად 3 წელი და 348 დღე გასტანს, რაც იქნება იმისი წინაპირობა, რომ ჩვენი მთავარი კონკურენტი მომავალ არჩევნებში ამჯერად ჩვენ დავამარცხოთ! მე დღეიდან მზად ვარ, ჩემი კურდღელივით მხდალი  კონკურენტი დღესვე გამოვიწვიო დებატებში, დამიჯდეს სადაც უნდა, როგორც უნდა და გავარჩიოთ ქვეყნის ავან-ჩავანი. მანამ კი ინტერვიუს ავაღებინებ ერთ-ერთ ობიექტურ და მიუკერძოებელ ჟურნალს (მკითხე, ბიჯო! © ემზარა)



მართლა შოკოლადი (შემდეგში მა): ბატონო ემზარ, როდის ჩამოაყალიბეთ თქვენი პარტია თუ დასი?
 
საზოგადოებრივი მოძრაობა "ცირკი ემზარას" წესდება
     ემზარა (შემდეგში ემზ): ჩემი პარტია ჩამოყალიბებულია სადღაც 2009-2010 წლებში. ჩემმა პრეს-სპიკერმა, ბატონმა ნოკმა შეადგინა პარტიის წესდება და გამოქვეყნებისთანავე დიდი მხარდაჭერა მოვიპოვეთ ფორუმზე. მას შემდეგ ასე გამარჯვებულები მოვდივართ.
 
      მა: პოლიტიკაში არსებობს მიმართულებები: ცენტრისკენული, მემარჯვენე და მემარცხენე. თქვენი პარტია რომელზე აქვს სწორება?
 
ემზ: მემარჯვენე-მემარცხენე არ ვიცი მე! ჩვენი პარტია ოდითგან მენახირეობას მისდევს, მეცხვარეობის განხრით.
მა: მე ვერ ვიხსენებ და რა ატქივობები გქონიათ დღემდე პარტიის სახელით, რით დაამახსოვრეთ ან შეახსენებთ მომავალ ამომრჩეველს თავს?
ემზ: ჩემიკალიცოებინანახი გაქვთ? არა, გეკითხები, „კალიცოების დამზალოგებელინანახი გაქვთ? ეგ და სხვა უამრავი პროექტის პროდიუსერი ვყოფილვარ, რა კითხვაა, ეგ! ვინც იცის ემზარაი, იმას დამახსოვრება არ სჭირდება!
მა: კარგით, თქვენს პოლიტიკურ ოპონენტზე გადავიდეთ... თქვენ ახსენეთ ამ არჩევნებში დამარცხებული მთავარი კონკურენტი და, ალბათ, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას გულისხმობდით, ხომ?
ემზ: უკაცრავად ვის? ერთობ-ლივ... ნაც...ის-ტურ გაერ-თიანებას?... ჰმ... ეგ არათუ მიგულისხმია, არც გამიგია ვინ არიან...
მა: აი, მიხეილ სააკაშვილი როა მაგათი უფროსი, ის...
ემზ: , მიშა ვიცი, ეგეც კაი სასაცილო რაღაცებს ამბობს, უნდა შევთავაზო ერთი ჩემს პარტიაში გადმოსვლა, რათა ერთიანი ძალებით შევუტიოთ ჩვენს მთავარ მეტოქეს!
მა: დავიბენი... შეგიძლიათ დააკონკრეტოთ?
ემზ: რა დაგემართათ? შალვა ნათელაშვილს ვგულისხმობ. ნუთუ, თქვენ გეგულებათ სადმე უფრო ძლიერი კონკურენტი, ვიდრე შალვაა? ის ჩვენი ერთ-ერთი ძლიერი კონკურენტია პროგრამაში - „მეტი სიცილი ხალხს“. ამის აღიარება სისუსტე სულაც არ არის, მაგრამ მე იგი უნდა დავამარცხო!
მა: თუ საიდუმლო არ არის, როგორ აპირებთ მის დამარცხებას? თან დებატებში, რომელიც იგივე მიშას სასტიკად მოუგო ადრე?
ემზ: საიდუმლო სულაც არ არის, საყოველთაოდ ცნობილი ანდაზაა - ყბედი მუნჯმა მოღალაო. სწორედ ეს იქნება ჩვენი სტრატეგია და რაც მთავარია, მეტი სიცილი ხალხს!
მა: შეგიძლიათ ამომრჩეველს მიმართოთ.
ემზ: მე... მე მე, მე-მე. მე მე მე, მეე. მე მეე, მე-მე-მე მეე მე!
მა: უკაცრავად, ცუდად ხართ? წყალი ხომ არ მოგაწოდოთ?

ემზ: არა, გმადლობთ. მივმართე უკვე ჩემს ცხვრებს...
მა: მადლობა ბატონო ემზარ, წარმატებებს გისურვებთ!
ემზ: (ახლა ამომრჩევლისათვის ჩემი საარჩევნო პროგრამა დაბეჭდე!)
 
ცირკი ემზარას სამოქმედო გეგმა:
  •       ცირკი აღორძინდება და იქნება საქართველოს ყველა ქალაქში!
  •       საქართველოს ოფიციალურ ენებს დაემატება ადნაკლასნიკური ტრანსლიტი.
  •       ფორევერ გელა და მსგავსი ### გვერდები აიკრძალება სამუდამოდ.
  •       სკოლის ერთ-ერთ საგნად დაემატება ცირკაობა.
  •       Forum.ge გახდება საქართველოს ოფიციალური ფორუმი და კარდუს რეკლამები + პრესაჯის ბმულები აიკრძალება.
  •       ჩვენი ამომრჩევლებისთვის ამ ფორუმზე ფლუდ კონტროლი გაუქმდება.
  •       დაარსდება თვიურას სახელობის ჭვიშტარის აკადემია.
  •       გაუქმდება . yVellAzZEEe NarodEe, YveLLaaZee TsLl PplL და მსგავსი ფეიჯები.
  •       ასოს სახაზავით გაზომვაზე ჯარიმა (10 სმ 100 ლარი, 15 სმ 150 ლარი და .).
  •       პლებეფილიაზე იქნება ციხე.
  •       ავტობუსში გაკუება აიკრძალება.
  •       ავტობუსების ყველა გაჩერებაზე  დაყენდება ცირკომეტრი და საშუალოზე მაღალი კოეფიციენტის ყველა მოქალაქე შეძლებს უფასოდ მგზავრობას.
  •       საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება უფასო ინტერნეტი.
  •       გაკეთდება საქართველოს ოფიციალური CS სერვერი [no ping, no cheat, no lag, no shlang, no woman, no cry].
  •       ტროლოლოს სიმღერა გახდება საქართველოს ჰიმნი.
  •       საქართველოს დროშა გადაწყდება დოლანის ფერებში (შავი, ლურჯი, ყვითელი, თეთრი)
  •       აღვმოვფხვრით გამსკდარი ხინკლების პრობლემას.
  •       სადარბაზოს კუთხებში დავაყენებთ უფასო ტუალეტებს.
  •       თვის დასაწყისში ყოველ მოქალაქეს დაურიგდება იუმორის გრძნობის ვაუჩერი.
  •       თვის შუა რიცხვებში ყოველ მოქალაქეს დაურიგდება ცირკის ვაუჩერი.
  •       პარლამენტი გადავა გლდანის მეშვიდეში.
  •       ყოველი წლის 30 თებერვალს იქნება თვიურას ხსოვნის დღე.
  •       არცერთი გლეხი ქუსლზე და ცერა თითზე გახეული წინდით!
  •       ასი ახალი უროლოგიური კლინიკა და ასივე ნოდარ მელაძის სახელობის!
  •       ### იუმორის ავტორი დაისჯება გარსონასთან 1 ღამის გატარებით (განმეორების შემთხვევაში ბრუტალასთან).
  •       სადაზღვევო აგენტები დაზღვევის პაკეტებს პირით მიიტანენ კლიენტებთან, რის შემდეგაც უკმაყოფილო კლიენტს თამამად შეუძლია უთხრას: "ჩემი ### ჩეიდევი, ჩემი ###"!
  •       ეს გეგმები არავინ მოიპაროს იცოდეთ © თორნიკე_
ეს გახლდათ ფასიანი პოლიტიკური სტატია. ემზარას პარტიის საარჩევნო ნომერია 96 (რადგან სხვა აზაბოჩენებმა დაასწრეს + მოგელაძესთან კონფლიქტს აარიდეს თავი). თუ რამე არ მოგეწონათ ან კითხვა გაგიჩნდათ, მოჰკითხეთ ემზარას ცხელ ხაზზე:
http://www.facebook.com/emzaraofficial
 
ან მოინახულეთ ცირკი ემზარას განვითარების ფონდი:


No comments:

Post a Comment