შვეციური არდადეგები
პარასკევი საღამოა
და არ
მინდა ვორნები
და ბანები
ჩამოვარიგო-ო?
ჰოდა, მეც
ვისარგებლებ ამ
შესანიშნავი საღამოთი
და... დაგიბრუნდებით. დავბრუნდები იმ იმედით, რომ მკაცრად არ
განმსჯით ამდენხნიანი შესვენების გამო,
ჩემი შვეციური
არდადეგებისთვის. რატომ
შვეცია და
არა შვედეთი?
ეს დილემა
1995 წლიდან მოყოლებული აწუხებს საზოგადოებას, იმათ, ვინც უყურა ფილმს
„შვეციის
პრინცი იმერეთიდან“.
მე არც პრინცი
ვარ და
არც იმერელი,
მით უმეტეს,
არც პოლიტიკოსი, მაგრამ ხანდახან
მეც კაი
მამაძაღლი ვარ, ვაფრენ ხოლმე. სწორედ პოლიტიკაა,
რომ მომწყვიტა
ჟურნალისტურ საქმიანობას და არდადეგები გამიგრძელა. პოლიტიკაა, მთელ
ჟურნალზე რომ
აირეკლა რუბრიკის,
„საძულველი პროფესიის
ადამიანის“ გარდა,
რიგით უწევდა
მაგას „პოლიტიკოსობა“. მიუხედავად ამისა,
ჟურნალმა შეძლო
გარდატეხა შეეტანა
ქართულ ჟურნალისტიკურ სივრცეში და
პირველ ანაგლიფურ-სამგანზომილებიან ჟურნალად
მოევლინა ქვეყანას.
ანაგლიფურ ჟურნალს,
შესაბამისი სათვალეც
სჭირდება, მაგრამ
მაგაზეც ვიზრუნეთ.
სპეციალურად ამობეჭდილ
ჟურნალებს მოჰყვება
შესაბამისი სათვალე,
ხოლო ელექტრო
ვერსიაში ხელმარჯვე
ოსტატი გასწავლით,
როგორ დაამზადოთ
3D სათვალე კუსტარულად. მიღწეულზე შეჩერებას
არ ვაპირებთ
და წინასწარ
გეტყვით, რომ
მომდევო ნომრის
ყდა არამარტო
ანაგლიფური, არამედ
აკრობატულიც იქნება,
რომელსაც სანამ
არ ნახავთ,
წერილობით ვერ
აგიხსნით.
ამ ნომერში სიახლეთაგან კროსვორდს გამოვყოფდი. მართალია, ასიმეტრიული გამოვიდა,
მაგრამ შეგიძლიათ
თქვენი ინტერნეტ
გამოცდილების დონე
შეამოწმოთ. კროსვორდის შევსება ონლაინშიც
შეგეძლებათ, თუ
თანდართულ ბმულს დააკლიკებთ.
ვინაიდან, ბეჭდურ
ჟურნალში ვიდეოს
ვერანაირად ვერ
ჩავსვამთ, შოკოლადის
გადაცემის ცერემონიალს ბლოგზე იხილავთ.
ჩვენი მკითხველისთვის შეიძლება შეუმჩნეველი დარჩენილიყო ის
ფაქტი, რომ
ბავშვების მიერ
დახატული ნახატებისთვის სახელის დარქმევის
კონკურსი ბლოგზე
წამოვიწყეთ, რადგან ინტერაქტიულობა იყო შესაძლებელი. გამოვლინდა 3 გამარჯვებული, რომელთაგან ერთს ფილმი
სცენარი გადაეცა,
მეორეს - ვირტუალური ბროლის თასი
და მესამეს
- შოკოლადები. ვიდეო
იხილეთ ბლოგზე
(სტატიის წერისას
ვიდეო ჯერ
არ არის
მზად).
დანანებით
აღვნიშნავ ჩვენი
შვეციური არდადეგების უარყოფით მხარეებს.
მოგეხსენებათ, 1 ივლისს
ჩატარდა კაი შოკოლადის
აქცია ინტერნეტ
მომხმარებლების ქუჩაში
გამოსაყვანად. ჩვენი
მობილური ჯგუფი ჟურნალის რეკლამის შემცველი ფურცლებისგან გაკეთებული პაკეტით ავრცელებდა
შოკოლადებს. მაგრამ, რადგან მომხმარებლების აბსოლუტური უმრავლესობა ინტერნეტს მიჯაჭვული
დარჩა, ხოლო ზოგიერთმა
რესპოდენტმა კინაღამ გვცემა, პირველი ივლისი
გამოცხადებულია ინტერნეტზე დამოკიდებულების დღედ.
მხოლოდ რამდენიმე
„გადარჩენილი“ ვართ,
ვინც გააგრძელებს ინტერნეტთან ბრძოლას
(ინტერნეტითვე). ისღა
დამრჩენია, ამ
უქმეებზე ხალისიანი
განწყობა გისურვოთ
და გირჩიოთ: ჟურნალი
„მართლა შოკოლადი“ წაიკითხოთ ბლოგზე
www.martlashoko.blogspot.com, რადგან არამარტო
სამგანზომილებიანი, არამედ, ვიდეოებით
გაფორმებული და
ინტერაქტიულიც იქნება!
No comments:
Post a Comment