Friday, October 12, 2012

უკანასკნელი იმპერატორი (მე-6 სერია)


Sh@ko- იმპერატორად კურთხევას მშვიდ გარემოში არ ჩაუვლია. ბოლოსწინა იმპერატორი, Balu, ძალაუფლებას არ ელეოდა და გვირგვინის შენარჩუნებისთვის ყველა ღონეს ხმარობდა. მაგრამ მის ხელისუფლებას წყალი ჰქონდა შეყენებული უკვე - ვენესუელაში დიდი სახალხო აჯანყება მზადდებოდა Balu- დასამხობად და Sh@ko- ხელისუფლებაში მოსაყვანად. Balu- იგრძნო მისი მმართველობის დასასრულის მოახლოება, გვირგვინი ბოხჩაში გამოკრა და ვენესუელიდან გადაიხვეწა.

Sh@ko- ტახტი უბრძოლველად დარჩა, მაგრამ უგვირგვინო იმპერატორს ხალხი არ სცნობდა, ამიტომ გვირგვინის მოსაპოვებლად კეთილ ფერია Ina-una- მიმართა. Ina-una Balu-სთან დაახლოებული პირი იყო და ძალიან განიცდიდა მის ბედს. მან გადახვეწილი იმპერატორის მოსაძებნად მაგიური ძალა გამოიყენა და ადვილადაც მიაგნო. ფერიამ დაარწმუნა Balu, რომ თუ გვირგვინს ყველაზე მაღალი ხის ძირში არ დამარხავდა სავსემთვარობამდე, იგი საშინელ მაქციად გადაიქცეოდა, ხოლო გამთენიისას დაიფერფლებოდა.

Balu- დაუჯერა და ისე მოიქცა, როგორც ფერიამ უთხრა. Ina-una- გვირგვინი მისგან უჩუმრად ამოთხარა და Sh@ko- მიუტანა. ახალმა იმპერატორმა გვირგვინი მოირგო და ვენესუელის მართვას შეუდგა, ხოლო ფერია გაწეული სამსახურისთვის ჯადოსნური ყუთით და ვენესუელის დამსახურებული ვიჯეის წოდებით დააჯილდოვა. ყუთში ყველა მომღერლის ვიდეო კლიპი იყო და Ina-una მონაცვლეობით უკრავდა და ვენესუელის მოსახლეობას მხიარულ ხასიათზე აყენებდა.

ცხადია, როდესაც Sh@ko გვირგვინს ეძებდა, ვენესუელას დროებითი მმართველი უნდა ჰყოლოდა. ამ საპასუხისმგებლო საქმეს ასრულებდა მოკლეთილბოროტო Bizzy. მის ხასიათში სისასტიკე და იუმორი ისე ჰარმონიულად იყო შერწყმული, რომ მას სხვანაირს ვერც წარმოიდგენდით. მაგალითად, შეეძლო შუაღამე სახლში შესულიყო და ცოლისთვის დაეძახა: „ჰეი, ბავშვები გააცხელე, საჭმელი გააღვიძე!“ და მის მომღიმარ სახეზე სულაც არ გაელვებულიყო ის კადრები, რომლებიც ცოტა ხნის წინ იაპონურ კოლეჯში დაატრიალა - უდანაშაულო, მაგრამ ბოროტი გოგოების სამურაის ხმლით უმოწყალო ჩეხვა.

ინაუგურაციის დღესაც დიდი სტიქიური უბედურებები დაატყდა თავს ვენესუელას. როცა Sh@ko- გაბურძგნულ თავს გვირგვინი შეეხო, მზე დაბნელდა, ხოლო როცა კვერთხი შემართა - ჭექა-ქუხილი ატყდა. იმპერატორად კურთხევის ბოლო ეტაპი კვერთხის მიწაზე დაბაკუნება იყო, რის შემდეგაც საშინელი მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი მელომანიის ოლქი იყო. აქ ცხოვრობნენ ცნობილი მომღერლები, რომელთა უმრავლესობას სახლები დაენგრათ. სახლები დაინგრა ვენესუელის სხვა ოლქებშიც...
 

თავზარდაცემული მოსახლეობა გოდებდა და დანაკარგებს მტკივნეულად განიცდიდა. შესაძლოა, სწორედ ეს გახდა ვენესუელაში თვითმკვლელობების მოხშირების მიზეზი.

No comments:

Post a Comment