Friday, October 12, 2012

ჩხუბის ალგორითმი - როგორ ვიჩხუბოთ სწორად




ჩხუბი მეგობართან ან საყვარელ ადამიანთან ვისთვის ქვეყნის აღსასრულთან ასოცირდება, ვისთვის -  დასისხლიანებულ თავ-ყბასთან. თვითონ ასოთწყობაა ისეთი, რომ „ჩხ-ჩხ“ და მხოლოდ სიტყვაც საჩხუბრად აძაგრულ კატას წააგავს. თუ არამარტო მიგაჩნიათ ჩხუბი ვინმესთვის თავ-ყბის გაერთიანებად, არამედ ხშირად ასეც იქცევით ჩხუბისას, ფსიქოლოგები გირჩევენ, გადახედოთ თქვენს კრედოს, რადგან სინამდვილეში ჩხუბი სხვა რამეა, არასწორად იყენებთ და მის ესთეტიურ მხარეს საერთოდ ვერ შეიგრძნობთ.
„მთელი ეს ჩხუბები, კარატე-მარატე, სამბოები სრული უაზრობაა“! - აცხადებს ზვიო. შეუძლებელია, არ დაეთანხმო. ჩხუბი მარტო ფიზიკური დაპირისპირება არაა, როგორც უმეტესობას ჰგონია. ის ურთიერ-თობის ერთ-ერთი სახეა და ემოციურ-ესთეტიურ დატვირთვას ატარებს, ოღონდ თუ მას სწორად წარმართავთ და ნერვები არ გიმტყუნებთ. თუ თქვენი ნერვების იმედი არ გაქვთ და კუნთებისკენ გაგირბით თვალი, თავს შეახსენეთ, რომ ჩხუბის აცილება უფრო იოლია, ვიდრე დაწყებულის შეწყვეტა და ამით ფსიქოლოგიურად განმტკიცდებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ესთეტიური ჩხუბის მოწყობა სხვა დროისთვის გადადეთ...
ამდენი ვილაპარაკეთ გარდა მთავარისა — რა არის და რა სარგებლობა მოაქვს ჩხუბს?

სანამ ჩხუბის სარგებლიანობაზე გადავალთ, როგორც ჭეშმარიტმა პროგრამისტმა, უნდა განვმარტო, რომ ჩხუბი არის ურთიერთობა ორ ან მეტ პირს შორის, ხოლო ის, რასაც შეცდომით ჩხუბად მოიხსენიებენ, არის ცემა-ტყეპა, ბრძოლა ანუ ფიზიკური კონტაქტი ორ ან მეტ ადამიანს შორის ურთიერთობისას. შეგახსენებთ, პროგრამის წერისას სავალდებულოა ყველა ცვლადის წინასწარ გამოცხადება, ანუ თავისი სახელის დარქმევა. ვფიქრობ, რეალურ ცხოვრებაშიც არ იქნებოდა ურიგო იგივეს გაკეთება (თუ „ყველაფერზე თავისი სახელის დამრქმევ მშობელთა კავშირში“ არ ხართ გაწევრიანებული) და ამის შემდეგ გადასვლა უშუალოდ ალგორითმის შედგენასა და მოქმედებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება დიდი ხანი ეჩხუბო ან ეკამათო ადამიანს და ბოლოს აღმოჩნდეს, ორივეს ერთი მიზანი გქონიათ, ოღონდ სხვადასხვანაირად ჩამოყალიბებული.
მაგალითად, ახლა ვამტკიცებ, ჩხუბი ადამიანების ურთიერთობისთვის აუცილებლად საჭირო რგოლიაო და თქვენ გიკვირთ, რას ამბობ, მოყვასს როგორ უნდა ეჩხუბო და მტკივნეული დარტყმები მიაყენო ან მოგაყენოსო... ამ დროს, მე თავიდანვე გამოვრიცხე ჩხუბიდან ფიზიკური კონტაქტი, წაქიმუნჯებაც კი და ეს აქამდე რომ არ მეთქვა, კიდევ დიდხანს ვიდავებდით.
ჩხუბის არსში უფრო გასარკვევად (თვალსაჩინოებისთვის) პროგრამა დაგვიწერა ჩვენი ჟურნალის კარის პროგრამისტმა, რომლის მეტსახელია უშიშარი ლიომი აფრიკიდან. მე შიგდაშიგ განმარტებებს ჩავურთავ ხოლმე. პროგრამაში თავიდან, როგორც წესი, ბიბლიოთეკები ცხადდება. ეს ბიბლიოთეკები შეიცავს ლექსიკონს, წესებსა და ალგორითმებს, რომლებსაც შემდეგში პროგრამა ავტომატურად გამოიყენებს და საქმე შეგვიმსუბუქდება, რადგან იმის ახსნა არ გვიწევს, რაც უკვე მრავალჯერ არის ჩამოყალიბებული და მიღებული. მაგალითად, ბრძანება #include ქუჩური ტერმინოლოგიისა და მანერების ბიბლიოთეკაა, თუმცა, იგი ამჟამად მოძველებულია და ჩვენს პროგრამაში გამოყენებას არ ვაპირებთ. მაშ ასე, ვიწყებთ და კომენტარებს //ორი სლეშის მეშვეობით დავურთავ:

#include                                     //ეთიკის ნორმების ბიბლიოთეკა
#include                          //მეგობრობის ბიბლიოთეკა
using namespace urtiertoba;                    //ეს ნიშნავს ჩვეულებრივ ურთიერთობას           
int adamianebi()                                       //მონაწილე პირები – ადამიანები
{                                                                 //დასაწყისი
Timer on *t++;                                          //პროგრამის ანუ ჩხუბის დაწყებიდანვე აითვლება დრო
 SHERIGEBA:                                           //ეს არის საწყისი სტადია, როცა ადამიანები კარგად არიან
 bool chxubi;                                             //აქ გამოცხადდა სამი მდგომარეობა: ჩხუბი,
 bool cema-Tyepa;                                   //ცემა–ტყეპა 
 bool gabutva;                                          // გაბუტვა.
 const char *gamtaroba = "6 Tb/sec";  //მუდმივი სიდიდე – ინფოს გამტარობა ჩხუბის დროს, მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია...
 int sibraze = 0;                                         //int – integer ცვლადი ტიპია, სიბრაზე იწყება ნულიდან
 int ketilGanwyoba = 98;                         //კეთილგანწყობა იწყება უმაღლესი კოეფიციენტიდან
 cin >> "sheiyvanet sibrazis koeficienti: " >> sibraze;  //აქ შეგვყავს ჩვენი სიბრაზის კოეფიციენტი, რომელიც შეიძლება სხვადასხვა იყოს
 if(sibraze >= 99)                                        //ვარიანტად დასახელდა კეთილგანწყობაზე მეტი
 {
  chxubi=true;                                           //რაც იწვევს ჩხუბს
  if(chxubi==true)                                     //ეს ბრძანება აყენებს შემდეგ პირობას:
   {
     for(int sibraze; sibraze <= ketilGanwyoba; sibraze++)  //თუ სიბრაზე ნაკლებია ან ტოლია კეთილგანწყობაზე, სიბრაზე მატულობს
       {                                                          //ქვეპროცესის დაწყება
        ketilGanwyoba = 0                           //თუ კეთილგანწობა ნულს გაუტოლდა
        cout << "gatareuli informaciis moculobaa: " << gamtaroba * t << endl;   //გასული დრო მრავლდება გამტარობაზე და ჩხუბი წყდება
        cema-Tyepa = true;                          //რის შედეგადაც იწყება ცემა–ტყეპა,
        break;                                                //ამიტომ, პროგრამა წყდება და შედეგები ანულირდება
       }                                                          //ქვეპროცესის დასრულება
    gabutva = true;                                     //შესაძლებელია, რომელიღაც გაიბუტოს
    if(gabutva) goto SHERIGEBA;            //ამ შემთხვევაში, გადადის თავში და იწყება თავიდან
   }
   else {                                                       //თუ ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევები არ მოხდა
       cout << "gatarebuli informaciis moculobaa: " << gamtaroba * t<< endl;       //პროგრამას გამოაქვს გატარებული ინფორმაციის შედეგები      
          }
 }                                                                //დაიხურა ყველა გახსნილი პროცესი
 return Urtiertoba;                                   //ფაქტი დაკვალიფიცირდა ურთიერთობად
}                                                                //პროგრამის/ჩხუბის დასასრული

როგორც პროგრამიდან ჩანს, ჩხუბის ბოლოს კაი გვარიანი მოცულობის ინფორმაცია იცვლება ადამიანებს შორის, ჩვენ კი ინფორმაციულ საუკუნეში ვცხოვრობთ, სადაც უტყუარი ინფორმაცია ოქროზე მეტად ფასობს... გამოდის, რომ ჩხუბი ყოფილა ინფორმაციის ურთიერთგაცვლის საუკეთესო ფორმა. შეიძლება, მავანი შემკამათოს, ინფორმაციის გაცვლა ჩვეულებრივი საუბრითაც შეიძლებაო. დავეთანხმები ამ მოსაზრებას, მაგრამ ცოტათი. ჯერ ერთი, საუბრისას ინფო-გამტარობა ბევრად ნაკლებია და მეორეც, საუბრისას გასათვლისწინებელი ცვლადია პირფერობა, რომელიც სხვადასხვა დოზით ამახინჯებს ინფორმაციას. დამტკიცებული ფაქტია, რომ პირფერობა უკუპროპორციულია ინფორმაციის გამტარობისა. ჩხუბისას კი ინფო-გამტარობა ყველაზე მაღალია... დასკვნები თავად გააკეთეთ. დასასრულს მინდა ვახტანგ ჯავახაძის ლექსით მოგიწოდოთ ჯანსაღი ჩხუბისკენ:
აცალეთ, კარგად გაბრაზდეს კაცი…
ნუ შეკრავთ სინდის-ნამუსის ბაწრით,
და ნუ იქნებით ზედმეტად მკაცრი,
აცალეთ, კარგად გაბრაზდეს კაცი.
აცალეთ, თვითონ მოსწყდება ფუძეს,
ვერ მოერევა საკუთარ სურვილს, -
ჩამოვარდება ნიღაბი უცებ
და გამოჩნდება შიშველი სული.

No comments:

Post a Comment