Friday, October 12, 2012

არასიმეტრიული კროსვორდი


ჟურნალს, ისევე როგორც სხვა ჟურნალებს, სჭირდებოდა რამე გასართობი გვერდი. გართობის ერთ-ერთი სახეა კროსვორდი, რომლის შევსებაც ბევრს უყვარს. მაგრამ ეს არის არასიმეტრიული და არამოტივირებული (ხმამაღალი ნათქვამია და) კროსვორდი. თუ კროსვორს ვერ ამოხსნი, გამოგყვება საშემოდგომო! კროსვორდის ამოსახსნელად უნდა ერკვეოდე ქართულ ინტერნეტ სივრცეში მიმდინარე ღადაობებში. მინიმუმ, ფორუმ.გეს უსათაუროს აქტიური წევრი უნდა ყოფილიყავი მაინც. ყველა კითხვა იუმორისტულია და ქვეტექსტებს არ ატარებს. თუ რამე პრობლემაა იცით სადაც ვართ მაგრად

(ბოლო წინადადება სასვენ ნიშნებს არ საჭიროებს)



ამ გვერდზე, შეგიძლია, უბრალოდ გადაიკითხო კითხვები, თუმცა, თუ ამობეჭდვა გეზარება, მაგრამ შევსებაც გინდათ, შეგიძლიათ გადახვიდეთ ბმულზე და კითხვების ქვემოთ არის ღილაკი Solve online. მასზე დაკლიკებით ასოების ჩაწერას შეძლებ. კარგ გართობას გისურვებთ! პუ.სუ. ონლაინ კროსვორდი მხოლოდ 59 კითხვისგან შედგება.


ჰორიზონტალურად
6. რა უნდა დაიძახო სამჯერ "ქურდი ზონაში" თამაშის დროს ჩაჭრისას?
8. რომელი სკრიპტი დააყენა ტიმმა, რომელიც ### დიეზებში სვამს ავტომატურად და მაგიტომ ვიძახი.
9. ვინ შემოდიოდა საღამოობით ფორუმზე და იხოცებოდა, მანამ სანამ ჩმპრშგვთვ და ეგეთები დაიწერებოდა?
10. ქურდული ცხოველია. ძაღლებს გაურბის, კრისებს დასდევს.
11. სად დაიბადა უნივერსალური პოზის კაცი?
13. სახიფათო ჰალსტუხისა და შეძახილის სამშობლო.
15. ვინ არის არაგარეწარი და გაუნათლებელი ჯერ კიდევ?
19. კაი ბიჭობა თუ ტორტი?
21. რა ჰქვია პრინცესას ქართულ მხატვრულ ფილმში "შვეციის პრინცი იმერეთიდან"?
22. "კვირის სიძველეების" რედაქტორობით გამოცემული ჟურნალის დასახელების პირველი სიტყვა (იხ. ჰორ. 36)
24. რა ჰქვია ბებოს, რომელიც მიშას უმღერის და ამავდროულად, სიყვარულის ქალღმერთის სეხნიაცაა?
28. რა დაბოლოება აქვთ საერთო: სეფას... ღიმილის... პიკასოს... ქუჩის... კლავიატურის... ოპერატიულის... დინამიკის... კვების ბლოკის... ქულერის... ვინჩესტერის... პროცესორის... პიქსელის... ტრანზისტორის... მაუსის... დამრტყმელი... ვორნის... კრისტალის... ოდნოს... ბიჭების...
29. დაასრულეთ: "სამწუხაროა, რომ არ გქონია ადამიანებთან ისეთი ახლო ურთიერთობა, რომ ასეთი ######### გქონდეს".
30. რა უნდა არახუნო ციხეში ბუნტის დროს?
31. სად ტვირთავდა თორნიკე_ თავის ვიდეოებს? (დომენოდ)
34. ვინ არის შემსრულებელი სიმღერისა "მაჯანჯა"?
35. გლდანის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა.
36. "კვირის სიძველეების" რედაქტორობით გამოცემული ჟურნალის დასახელების მეორე სიტყვა (იხ. ჰორ. 22)
39. რა გადაწვა ფალკომ კალუგაში 1955 წელს?
40. რა ერქვა შიზოფრენიას შეყვარებულს ფილმიდან "კალიცოების დამზალოგებელი"?
43. პოპულარული რუსი მომღერალი, "ვარავსკოე" სიმღერების მგალობელი.
44. სამსხურში შესვენებაზე 37 მანეთად გადაფრენის (უკან გადმოფრენისაც) დისლოკაცია.
47. რა ჰქვია "თეთრი ღამეების" ყოფილ წამყვანს?
49. ადმინი, რომლის სახელიც ნეტში გაფანტულ არქივებს შემორჩა პაროლად.
51. წიგნზე ჩაძინებული გიგოს მეტოქე, რომელმაც არასწორად გაუგო.
53. რის დაზალოგებას ლამობდნენ მგლები ერთ-ერთ ფილმში?
54. წავალ და გაგიფრინდები, კიდევ დაგიცდი გგონია, ბეღურა ჩიტი ხომ არ ხარ ###### რომ დაგიგო (ჩასვით სიტყვა რეშოტკების ნაცვლად)
56. ცრემლისმომგვრელი და ემოციური გადაცემა ხუთშაბათობით.
57. კაი ბიჭმა ცეცხლმოკიდებული სახლიდან რომ პატრული გამოიძახოს, ხომ არ დაიწვება?
58. ნოდარ მელაძის შესაფერისი მშობლიური ტელევიზია.
59. რა იქნება ადამიანი, თუ სახინკლეში 100 ხინკალს შეუკვეთავს?
60. რა შესძახა ბიჭმა „ტრაილერის“ ვიდეორგოლში ინტერვიუს, მოსაწონი უნდა ვაკეთოთ,  ბოლოს?
61. პურიც და სამშენებლო მასალაც.

ვერტიკალურად
1. დაასახელეთ DzaAan TeSleEe TraNsLitis სამშობლო.
2. ყველაზე კრისტალი საგანი/ნივთი.
3. დოლის თანამეინახე სრულყოფილი ქეიფის დროს.
4. სტუდია, რომელიც ინტერნეტ დაჯგუფების სახელს ატარებს და სხვადასხვა ვიდეოებს ამზადებს.
5. რა ფრაზა უნდა წარმოთქვა სამჯერ "კოორდინატორი ზონაში" თამაშისას თუ ჩაიჭრებით?
7. რა უთხრა კალაძემ ჟურნალისტს კითხვაზე: "ბატონო კახა"...
8. ბონუსად, აქ პირდაპირ ჩაწერეთ სიტყვა“არწერდი“.
12. ქალის დისლოკაციის ადგილი, რომელიც ყველამ ვიცით.
14. ვინ არის პარტიის ლიდერი, რომელის პარტიაც ლეიბორისტების მთავარი კონკურენტია?
16. ყველაზე მაგარი ქურდული რუსული კინო.
17. რა სატრანსპორტო საშუალება ჰყავდა მძღოლს, რომელსაც ხანშისესულმა ქალმა მიმართა: "ვაჟას უდგება"?
18. რა ჰქვია ინტერნეტში მაიმუნობას, რაც იწვევს ადამიანების ნერვების მოშლას?
20. ქართველი, რუსი, ამერიკელი და ესპანელი ჩაჯდნენ ტაქსში. რომელი აფუჭებს ანეკდოტს?
23. სამი კითხვიდან რომელ კითხვაზე პასუხისას ჩაჭრა ტარასამ აკოშა 92-ში?
25. რა გამოექცათ ზოოპარკიდან, გეპეიში შეღწევას რომ ლამობდა?
26. თქმულების მიხედვით, კვირის ამ დღის საღამოს ყველანაირი დარღვევა ამნისტირდება ორშაბათამდე.
27. მასიური თავშეყრისა და ჩახოცვის ადგილი, აკრძალული ნოკის მიერ.
32. ხან დათო, ხან...
33. რეები გაჰქონდა კომისიას ერთი გადარეკვით, პროსტა, შესული ზარი რომ დაფიქსირებულიყო?
37. ვინ მოკლეს ბოზებმა მუხანათურად სოროკ პერვი წელს?
38. რისი ატვითვა იყო სავალდებულო ჯეჯე.გეზე, თან სრული და HD?
41. ყოფილი მხედრიონელი, რომელსაც სულ უნდა ჩამოსვლა და ვერა და ვერ ჩამოვიდა.
42. რა გაეჭედა წრიპას სარეცხის მანქანაში, რის გამოც ფანჯრიდან გადაძვრა?
45. რა არ კეთდება საბავშვო ამინდის დროს?
46. რა გვარია გადაცემა "ქსიფო"- წამყვანი ჭოჭი?
48. რა უქნეს ბაბუს კონცლაგერის გერმანელებმა ცნობილი ანეკდოტის მიხედვით?
50. რომელი ქალაქია ქურდების თავშესაფარი პაბეგის დროს?
52. რა სანქციაა დაშვებული ფორუმზე ნეგატიური ელფერით წერისთვის?
55. ჰოსტინგის სახელი, სადაც განთავსებული იყო კრიმინა-ლეე777- პერსონალური გვერდი.
56. ერთგვაროვანი მასა, რომელიც საკვებია, მაგრამ საკვებად არ იყენებდნენ უსათაუროში.
პასუხები მოიკითხეთ აქ: www.fecebook.com/martlashoko

No comments:

Post a Comment