ჟურნალმა, "მართლა შოკოლადი", ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან, 1 ივნისთან დაკავშირებით კონკურსი მოაწყო კოდური სახელწოდებით "პატარა ვან გოგი". ამისთვის მათ წინასწარ ვაჩუქეთ სახატავი ინვენტარი და ვთხოვეთ, დაეხატათ რაც უნდოდათ. რადგან ყველა ნახატი ექვს(6)კლუზიური გამოვიდა, ამიტომ გამარჯვებულად ყველა ბავშვი გამოვლინდა და ყველა მათგანს გადაეცა ლარების ექვივალენტი შოკოლადში.
მკითხველებისთვის კი კონკურსი! ვინც საუკეთესო სახელს დაარქმევს 1 სურათს მაინც, დაჯილდოვდება შოკოლადით!
პირობა ასეთია: სურათებს აქვს ნომერი. კომენტარში წერთ სასურველ ნომერს და სასურველ სახელს. სასურველია, უსათაურო სურათზე მოიფიქროთ, მაგრამ თუ მაინცდამაინც უკვე დასათაურებულ სურათზე მოგინდათ ახალი სათაურის დარქმევა, არაა პრობლემა, დაწერეთ სურათის ნომერი და თქვენი ვერსია. კომენტარის დაწერისას, თუ დარეგისტრირებული არ ხართ, აირჩიეთ NAME/URL და ჩაწერეთ თქვენი სახელი ან ნიკი. ვებ გვერდი შეგიძლიათ არ შეავსოთ.
დასათაურებული სურათების რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა, არც პრიზის რაოდენობა გაიზრდება ამით (იმაზე მეტს ხომ ვერ შეჭამთ, ვიდრე თქვენი კუჭი დაიტევს?). ასე, რომ 11 გამარჯვებული იქნება და ყველას ერგება შოკოლადი. კონკურსი გაგრძელდება 2012 წლის 25 აგვისტომდე.
გთავაზობთ მინი გამოფენას, დატკბით და შეურჩიეთ სახელი ნომრების მიხედვით.
|
1. საბა. ხუთი წლის. |
|
2. დათო. რვა წლის. |
|
3. სულხანი. ხუთი წლის. |
|
4. საბა. ხუთი წლის. |
|
5. ვალენტინა. თერთმეტი წლის. |
|
6. მარიამი. შვიდი წლის. |
|
7. ნიკა. ცხრა წლის. |
|
8. ლუკა. თორმეტი წლის. |
|
9. გუკა. ცამეტი წლის. |
|
10. იოვანე. ცხრა წლის. |
|
11. შაკო. ათი წლის. |
3. ეხლაც მაგეთ სახლებს ვხატავ :D
ReplyDeleteრედკოლეგიის გადაწყვეტილებით, კონკურსი გაგრძელდება 2 აგვისტომდე :)
ReplyDeleteჯერ-ჯერობით 1 გამარჯვებული გვყავს! :)
4. ფეხებიანი სახლი :)
ReplyDelete1. პალიტრა
ReplyDeleteდიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს ინტერნეტ პარტნიორს, ბდფკლჯფდს, გუშინ 12–ზე გათიშული ინტერნეტისთვის, რის გამოც კონკურსი ცოტა მეტ ხანს კიდევ გაგრძელდა!
ReplyDeleteროგორც ჩანს, გაიმარჯვა სამმა კონკურსანტმა.
რედკოლეგია გადის შოკოლადის გამოსატანად!