Showing posts with label ანციკლოპედია. Show all posts
Showing posts with label ანციკლოპედია. Show all posts

Wednesday, November 28, 2012

რედაქტორის ხე (პალმა)


 ყვითელი იახტის კვალდაკვალ


ადამიანებს ერთი ცუდი თვისება აქვთ, ელოდებიან რაიმე დღესასწაულს, რათა აღნიშნონ და იმხიარულონ. არადა, შეგვიძლია ყოველდღე ახალ-ახალი ერთჯერადი დღესასწაულის გამოგონება. აგერ, ვიზეიმოთ კიდეც ჟურნალის საიუბილეო მე-8 ნომრის გამოსვლა. იქნებ რიცხვი 8 არ გგონიათ მრგვალი რიცხვი? სულაც არა. არსებობს თვლის რვაობითი სისტემა, რომელშიც ჩვენი ათობითი 8-იანი სწორედაც რომ ასე მოიხსენიება - 10. ეს რიცხვი კი ნამდვილად „მრგვალია“. ამიტომ საიუბილეო ნომერში ჩვენ რევოლუციური გარდატეხა შევიტანეთ მსოფლიოს ჟურნალების ისტორიაში. ჩვენს ჟურნალს არამარტო სამგანზომილებიანი 1 ყდა ამშვენებს, არამედ აკრობატიკული 4 ყდიანი გარეკანი. ეს ყველაფერი ბეჭდურად ვერ გადმოიცემა, ამიტომ ხელმარჯვე ოსტატი აგიხსნით ამ ყდის დამზადების წესს ან შეგიძლიათ ნახოთ ეს ვიდეო, თუ როგორ გამოიყურება რეალობაში. 

ანციკლოპედია - შეიმეცნე პარალელური სამყარო


ბევრი თქმულებაა იმაზე, თუ როგორ იარა ადამიანმა და დედამიწის კიდეს მიადგა, მაგრამ ყველა აბსურდი გამოდგა. იგივე ითქმის დღევანდელი ინტერნეტის შემთხვევაშიც, რომელიც მეორე სამყაროდ შეიძლება განვიხილოთ. ინტერნეტი თავიდან ორი კომპიუტერის ერთობლიობა იყო, მაგრამ სულ რაღაც ორიოდე წელში ისე გამრავლდა და დღესაც მრავლდება, მართლა რომ მოინდომოს ადამიანმა ინტერნეტის კიდემდე მისვლა, რომ არ მოგატყუოთ, მივა:
ესეც აბსურდია, რომელიც განმარტებას საჭიროებს. სწორედ ამისთვის არის შექმნილი ანციკლოპედია, ანუ აბსურდული ანცი ენციკლოპედია - განმარტებები პარალელური სამყაროს აბსურდებისა.
 ანციკლოპედია დაარსდა 1998 წელს მედეა მეზვრიშვილის  მიერ. ის შექმნილია მსოფლიო ფინანსური კრიზისისგან და გლობალური დათბობისგან თავის დასაღწევად. საერთო ფონზე ანტაგონიზირება გვაძლევს საშუალებას დავადგინოთ, რომ ანციკლოპედია არის ელექტორატის მხრიდან წარმოებული სუბ-აპროპოლუსური ემოციების სიმბიოზური ატრაქცია, რომელიც თვითმყოფადი ჩამოყალიბებული რეალობის შეძენით, ახდენს ინდივიდუალური უკმარისობის ანიჰილირებას. ანციკლოპედია იკვებება ჯედაის ძალებით. მათი მთავარი საარსებო წყარო ეს არის. ანციკლოპედიას ჰყავს ორი საკუთარი დროიდი, ერთ-ერთმა აქედან კარგად იცის 10 023 გალაქტიკური ენა და ქალიშვილია გათხოვებამდე.
მეცნიერებმა დაადგინეს ანციკლოპედიის სახელწოდების წარმოშობის შემდეგი სამი ვერსია: