ჩემი რძალი ფორუმელი აღმოჩნდა...

მას სურდა თავისი
ტრაგიკული ისტორია
ჩვენი ჟურნალის
მკითხველისთვის მოეთხრო
და ჩვენც
საშუალება მივეცით
მისი ტკივილი
თქვენამდე მოეტანა.
ცუცა: 25 წლიდან სკოლაში
ვმუშაობ, 30-ის
ვიყავი, როცა
რეზიკო გავიცანი.
მუცელში პეპლები
ამიფარფატდა და
პირველ დღესვე
მივეცი უფლება
ხელკავი გამოედო. ასე გამოდება-გამოდებით მისი
გავხდი და
მალე თემურიკო
შეგვეძინა.
ვანებივრებდით. ყველანაირად ვცდილობდით სასახელო
ვაჟკაცად გაგვეზარდა. უნივერსიტეტშიც მოვაწყვეთ
და ჩვენი
ცხოვრება აპრილის
ცაზე გამოჩენილ
ცისარტყელას გავდა.
თემურიკოც 25 წლამდე
კალთიდან არ
გვშორდებოდა, მაგრამ
მალე ჩვენ
ცხოვრებაში საშინელი
უბედურება მოხდა.