Showing posts with label დუმბაძე. Show all posts
Showing posts with label დუმბაძე. Show all posts

Friday, June 1, 2012

ანა და მზე


ჩემს მაგიდაზე ტელეფონი წკარუნებს.
პატარა დისშვილი მირეკავს – დედას არ ცალია, წამიყვანე, რა, მზიურში.
– რატომ, მაინცდამაინც მზიურში? – მიკვირს მე. მერე მახსენდება, რომ პირველი ივნისია, ბავშვების დღე, რა გასაკვირია, გასეირნება მოუნდა პატარას. ვპირდები, გამოგივლი-მეთქი და ტელევიზორის წინ, პულტით ხელში შეუმჩნევლად მეძინება.


სიზმრად ვიღაც გოგონას ვხედავ.
შავი თმა აქვს და დიდრონი თვალები.
„ბავშვობიდან ვხატავდი“ _ ამბები ხშირად იწყება ასე. მინდა, სხვანაირად დავიწყო, მაგრამ ეს ამბავი მაინც ასე იწყება: ანა გოგუაძე ბავშვობიდან ხატავდა.
ერთხელ, თავისი ნახატები მის ერთ საყვარელ ადამიანს _ ნინო ქათამაძეს აჩვენა.
– ფოტოების გადაღება არასოდეს გიცდია? – ჰკითხა ნინომ, – მგონია, კარგად გამოგივა.
ფოტოები! რატომაც არა!

პირველ კადრად ანამ ნინოს ხელები გადაიღო.