რიგით 215-ე სერიის გადაღების
დასრულებისთანავე
მარიო ჩიმარომ ქურთუკი ჩაიცვა და სახლისკენ აუჩქარა.
სერიალის ყურება უნდოდა, რომელიც მუსიქბოქსის ფორუმზე გადიოდა... რატომ
მოსწონდა ეს სერიალი, თვითონაც
არ იცოდა. უფრო იმიტომ, რომ
აქ მთავარი გმირი ყველა იყო.
სერიალის შინაარსი ძალიან ჩახლართული იყო. ერთ-ერთი გმირი
(რომელიც თავის თავს სხვებზე უკეთ
იცნობს :)) ქმრად გაჰყვა ფორუმის გამოჩენლ ქალბატონს,
Rose_girl-ს,
თან უბრალოდ კი არ გაჰყვა
(ხელის თხოვნები და რამე), არამედ
Rose_girl-სა
და მისი შვილის, aiwa-ს ინტრიგების
ბადეში გაიხლართა.
საქმე იმაში იყო, რომ ეს გმირი,
სახელად Sh@ko, ახალი ჩამოსული იყო გვატემალადან ვენესუელაში,
სადაც იმპერატორად დანიშნეს (იძულებით). იმპერატორობის მოვალეობის შესრულებისას შეხვდა იგი aiwa-ს და საპასპორტე
რეკვიზიტების აღდგენაში დაეხმარა. მადლობის ნიშნად aiwa-მ მას ნათლიობა
შესთავაზა.