Showing posts with label ხინკალი. Show all posts
Showing posts with label ხინკალი. Show all posts

Friday, October 12, 2012

არასიმეტრიული კროსვორდი


ჟურნალს, ისევე როგორც სხვა ჟურნალებს, სჭირდებოდა რამე გასართობი გვერდი. გართობის ერთ-ერთი სახეა კროსვორდი, რომლის შევსებაც ბევრს უყვარს. მაგრამ ეს არის არასიმეტრიული და არამოტივირებული (ხმამაღალი ნათქვამია და) კროსვორდი. თუ კროსვორს ვერ ამოხსნი, გამოგყვება საშემოდგომო! კროსვორდის ამოსახსნელად უნდა ერკვეოდე ქართულ ინტერნეტ სივრცეში მიმდინარე ღადაობებში. მინიმუმ, ფორუმ.გეს უსათაუროს აქტიური წევრი უნდა ყოფილიყავი მაინც. ყველა კითხვა იუმორისტულია და ქვეტექსტებს არ ატარებს. თუ რამე პრობლემაა იცით სადაც ვართ მაგრად

(ბოლო წინადადება სასვენ ნიშნებს არ საჭიროებს)



ამ გვერდზე, შეგიძლია, უბრალოდ გადაიკითხო კითხვები, თუმცა, თუ ამობეჭდვა გეზარება, მაგრამ შევსებაც გინდათ, შეგიძლიათ გადახვიდეთ ბმულზე და კითხვების ქვემოთ არის ღილაკი Solve online. მასზე დაკლიკებით ასოების ჩაწერას შეძლებ. კარგ გართობას გისურვებთ! პუ.სუ. ონლაინ კროსვორდი მხოლოდ 59 კითხვისგან შედგება.

Friday, June 1, 2012

სად დაიხატა ტიმატიმ ხინკალ-ჩალაღაჯ ტატუ


და რა გადახდა თავს 1995 თუ 96 წლებში ყაზახეთში?

საქართველო ოდითგან იყო სტუმართმოყვარეობით განთქმული ქვეყანა, მაგრამ ამ ბოლო დროს სტუმრებმა, უცხოური შოუ–ბიზნესის წარმომადგენლებმა, ჩვენთან სიარულს მოუხშირეს, რაც ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაზე დადებითად ისახება. ჩვენმა ჟურნალმა შოუ–ბიზნესის წარმომადგენლების სტუმრობის სტატისტიკა შეადგინა და აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტჯერ მზიურ საქართველოს ტიმატი სტუმრობდა, რომელიც ამა წლის მაისში მეხუთეჯერ გვეწვია და რომელიც მისი ტატუებითაა ცნობილი – ჩემი სკოლის დროინდელი რვეულივითა აქვს გადაჯღაბნილი ყველაფერი (ალბათ, ყველაფერი). რომ გავიგე, ჩამოდიოდა, მე, „მართლა შოკოლადის“ მართლა ჟურნალისტმა, მარუსამ, თმა წითლად გადავიღებე და ტიმატის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე გავეშურე, რათა ჩვენი მკითხველისთვის ინფორმაცია ობიექტურად მიმეწოდებინა მისი ტატუების შესახებ.
ჩვენთვის ცნობილი გახდა, გახდა რა,  ტიმატიმ თავისივე საინფორმაციო ღრუთი აღიარა, რომ მის სხეულზე ყოველი ტატუ მისთვის საყვარელ ან მნიშვნელოვან რამეს აღნიშნავდა. მან ასევე სიყვარული აუხსნა ქართულ სამზარეულოსაც, ამიტომ ეჭვი გვქონდა, რომ სადმე ხინკლის ან ჩალაღაჯის ტატუს დაიხატებდა და ჩვენი მისიაც სწორედ ამ ტატუს ფირზე აღბეჭდვა იყო. თუმცა, იმედი გაგვიცრუვდა – მზისა და ვარდების მხარეს საკმაოდ ჩაფუთნული სწვეოდა „შავი ვარსკვლავი“ და კისრის მალებისა და თითების ტატუს მეტი არაფერი უჩანდა.