უხსოვარ დროში, სანამ Sh@ko იმპერატორად ეკურთხებოდა, მელომანიის ოლქი ყველაზე განვითარებული იყო მთელ ვენესუელაში (ოღონდ, ჩამაასხიეთის, იგივე სასიყვარულო ოლქის შემდეგ, სადაც ვენესუელის ელიტარული საზოგადოებდა ცხოვრობდა). ყველა ცნობილი მომღერალი აქ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა იმ ავბედით აპოკალიფსამდე და შემდეგ გადასახლდნენ იმ ადგილებში, რაც იციან ფანებმა, მაგრამ მე და შენ ხომ ვიცით სინამდვილეში როგორც იყო?!
იმ უხსოვარ დროშივე მელომანიის ოლქს თავისი არქიტექტორი ჰყავდა -
Gud-zeppelin, რომელსაც უამრავი მომღერლის სახლი ჰქონდა აგებული და ამ სახლებში ყოველთვის სასურველი სტუმარი იყო. ჭორები დადიოდა, რომ ჯგუფ "პინკ ფლოიდის" სახლის აგებისას შეუყვარდა David
Gilmour-ს მზეთუნახავი არქიტექტორი და ცოლადაც მოიყვანა. ისინი აპოკალიფსამდე ბედნიერად ცხოვრობდნენ ვენესუელას მელომანიის ოლქში.
ყველა ხელოვანს უმძიმს მის ქმნილებებთან განშორება, მაგრამ
Gud_zeppelin-ისთვის ორმაგად მძიმე იყო მიწისძვრის შედეგად "პინკ ფლოიდის", და არამარტო, სახლების განადგურება. გარდა იმისა რომ ულამაზესი სახლები აღიგავა პირისგან მიწისა, David-ი თავის ჯგუფთან ერთად გადავიდა თავის "ამჟამინდელ ქვეყანაში" საცხოვრებლად და მოღვაწეობის გასაგრძელებლად. გუდამ მასთან წასვლა ვერ მოახერხა და საშინელი კაეშანი შემოაწვა. მაგრამ იგი მხიარული გოგო იყო და მალე გამოუკეთდა ხასიათი. მისი ღიმილის მზესაც კი შურდა.