შვეციური არდადეგები
პარასკევი საღამოა
და არ
მინდა ვორნები
და ბანები
ჩამოვარიგო-ო?
ჰოდა, მეც
ვისარგებლებ ამ
შესანიშნავი საღამოთი
და... დაგიბრუნდებით. დავბრუნდები იმ იმედით, რომ მკაცრად არ
განმსჯით ამდენხნიანი შესვენების გამო,
ჩემი შვეციური
არდადეგებისთვის. რატომ
შვეცია და
არა შვედეთი?
ეს დილემა
1995 წლიდან მოყოლებული აწუხებს საზოგადოებას, იმათ, ვინც უყურა ფილმს
„შვეციის
პრინცი იმერეთიდან“.
მე არც პრინცი
ვარ და
არც იმერელი,
მით უმეტეს,
არც პოლიტიკოსი, მაგრამ ხანდახან
მეც კაი
მამაძაღლი ვარ, ვაფრენ ხოლმე. სწორედ პოლიტიკაა,
რომ მომწყვიტა
ჟურნალისტურ საქმიანობას და არდადეგები გამიგრძელა. პოლიტიკაა, მთელ
ჟურნალზე რომ
აირეკლა რუბრიკის,
„საძულველი პროფესიის
ადამიანის“ გარდა,
რიგით უწევდა
მაგას „პოლიტიკოსობა“. მიუხედავად ამისა,
ჟურნალმა შეძლო
გარდატეხა შეეტანა
ქართულ ჟურნალისტიკურ სივრცეში და
პირველ ანაგლიფურ-სამგანზომილებიან ჟურნალად
მოევლინა ქვეყანას.
ანაგლიფურ ჟურნალს,
შესაბამისი სათვალეც
სჭირდება, მაგრამ
მაგაზეც ვიზრუნეთ.
სპეციალურად ამობეჭდილ
ჟურნალებს მოჰყვება
შესაბამისი სათვალე,
ხოლო ელექტრო
ვერსიაში ხელმარჯვე
ოსტატი გასწავლით,
როგორ დაამზადოთ
3D სათვალე კუსტარულად. მიღწეულზე შეჩერებას
არ ვაპირებთ
და წინასწარ
გეტყვით, რომ
მომდევო ნომრის
ყდა არამარტო
ანაგლიფური, არამედ
აკრობატულიც იქნება,
რომელსაც სანამ
არ ნახავთ,
წერილობით ვერ
აგიხსნით.