ჩვენს ყოველდღიურობაში
ინტერნეტს უფრო დიდი ადგილი უჭირავს, ვიდრე ტელევიზიას, მაგრამ ტექნოლოგიები დღეს ტელევიზიას
საშუალებას აძლევს, რომ ინტერნეტშიც შემოიჭრას და ასე დაუკითხავად შემოგვიძვრეს მონიტორებში.
ბატონ კოტე ყუბანეიშვილის შეხედულებას ბევრი კი ეთანხმება, მაგრამ ჩვენმა ჟურნალმა
მაინც გადაწყვიტა, რომელიმე ყურებადი გადაცემის წამყვანისთვის პირადად ეკითხა: „რატომ
შვებით მასე“? ბევრი რომ არ გვეფიქრა, "მართლა შოკოლადი" ყველაზე სკანდალური შოუს "100
°C"-ის წამყვანს, ნოდარ მელაძეს შეხვდა და მოდელირებულად
ესაუბრა.
მართლა შოკოლადი (შემდეგში
დი): - პირველყოვლისა, მოგესალმები და მადლობას გიხდი დრო რომ გამონახეთ...
ნოდარ მელაძე (შემდეგში
ნო): - არაფრის, როგორ გეკადრებათ. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინტერვიუ სკანდალური გამოვა! (იცინის)
დი: - ვნახოთ... ნოდარ, შენ ხარ ყველაზე სკანდალური შოუს "100
°C"-ის წამყვანი, რამ განაპირობა ამ შოუს არსებობა?

