მოგეხსენებათ, ქართული
შოუ-ბიზნესი
ჩამქვრალი ვულკანივითაა, კინოხელოვნება - კლდესავით გამოფიტული, მხოლოდ სამოდელო
ასპარეზზე შეიმჩნევა
მზიანი ამინდი
- უფროდაუფრო ხშირად
ტარდება მოდის
კვირეულები, ახალ-ახალი მოდელებიც
ბრწყინავენ ვარსკვალვებივით და კეკლუცად
ირგებენ ბიჭოლას,
ზალიკო ბერგერის,
ცქვიტინიძის და
სხვათა კლასიკური,
ეგზოტიკური თუ
ველურული სტილის
სამოსს.

გარდა
ფოტომოდელობისა, თეეს
კიდევ ერთი
ჰობი აქვს
- პოპულარულ სოციალურ
ქსელში, ფეისბუქში,
ისეთი პოპულარულია, რომ არაერთი
პრიზი აქვს
მოგებული ლაიქომანიის ფოტოკონკურსებში. ჩვენ ვეცადეთ, ჩემოგვეწერა ყველა
ის კონკურსი,
სადაც გაიმარჯვა,
მაგრამ მათი
სიმრავლის გამო
ვამჯობინეთ, ისევ
მისთვის გვეკითხა.