ცხოვრება ისეთია, როგორიც გვსურს. თუმცა, ზოგჯერ ჩვენზე არაა ხოლმე დამოკიდებული და ცუდი ამბებიც ხდება. წინა ნომერში, თუ გახსოვთ, შემოგთავაზეთ გეგმა, თუ როგორ გამოვძალოთ ცხოვრებას კუთვნილი ბედნიერება. ჩვენმა გამომგონებლებმა ბევრი იმუშავეს ამ მიმართულებით და აი, ისიც. დაბადების დღე ყველას ძალიან უყვარს, ყველა გეფერება, გილოცავს და საჩუქრებს გჩუქნის. მაგრამ ეს დღე წელიწადში მხოლოდ 1-ია... ალბათ, იცით, რომ წელიწადში 2-ჯერ დგება დღე, როცა დღე და ღამე თანაბრდება. ამას ბუნიობა ეწოდება. ჩვენი გამომგონებლების ჯგუფმა შეადგინა ცხრილი, რომლითაც თქვენი დაბადების დღის საპირისპირო დღეს იპოვით, ანუ დაბადებუნიობას. ვისაც დღეს, 29 თებერვალს აქვს ჩვენი დიზაინერის, გუკას თამადობით, ყველას გილოცავთ! თქვენ ახლა 4 წელიწადში 2-ჯერ იზეიმებთ!
Showing posts with label დაბადების დღე. Show all posts
Showing posts with label დაბადების დღე. Show all posts
Saturday, February 29, 2020
Wednesday, February 29, 2012
რედაქტორის ხე (ფიჭვი)
თებერვალი დადგაო, ხეში ბეტონი ჩადგაო...
წლევანდელი თებერვალი
შედარებით გამორჩეული იყო, თუნდაც იმით, რომ ნაკიანია და 29 რიცხვით დავითვალეთ. მაგრამ
მას სულ სხვა რამ გამოარჩევს და, მინდა გითხართ,
რომ გამორჩეული მაინცდამაინც კარგს არ ნიშნავს...
ამ თებერვალს, გამოთქმის
თანახმად, ზოგიერთ ხეში წყალი კი არა ბეტონი ჩადგა, პირდაპირი მნიშვნელობით – თბილისის
სხვადასხვა უბნებში ხეები მოჭრეს და მათ ადგილას ბეტონი ჩაასხეს მომავალი მშენებლობისათვის.
ხეები, რათქმაუნდა, ადრეც იჭრებოდა, მაგრამ წელს პარკებსა და რეკრეაციულ ზონებშიც დაიწყეს
ამის გაკეთება.
Subscribe to:
Posts (Atom)

