Showing posts with label shokoladi. Show all posts
Showing posts with label shokoladi. Show all posts

Tuesday, January 24, 2012

ვარშავა თუ შოკოლადი? რა აირჩია ქართველმა ლამაზმანმა თეე თოჯუნამ საბოლოოდ?


მოგეხსენებათ, ქართული შოუ-ბიზნესი ჩამქვრალი ვულკანივითაა, კინოხელოვნება - კლდესავით გამოფიტული, მხოლოდ სამოდელო ასპარეზზე შეიმჩნევა მზიანი ამინდი - უფროდაუფრო ხშირად ტარდება მოდის კვირეულები, ახალ-ახალი მოდელებიც ბრწყინავენ ვარსკვალვებივით და კეკლუცად ირგებენ ბიჭოლას, ზალიკო ბერგერის, ცქვიტინიძის და სხვათა კლასიკური, ეგზოტიკური თუ ველურული სტილის სამოსს.

19 წლის თეე თოჯუნას სამოდელო ასპარეზზე გამოცდილება უკვე აქვს. მას ხშირად იღებენ ცნობილი ფოტოსტუდიები. უცხოეთიდანაც აქვს მიწვევები, კერძოდ პოლონე–თიდან. თუმცა, ჟურნალი „მართლა შოკოლადი“ შეეცადა, უკეთესი პირობების შეთავაზებით იგი საქართველოში დაეტოვებინა და ულტიმატუმის სახით შესთავაზა: ან ჟურნალი „მართლა შოკოლადი“ ან პოლონეთში გამგზავრება.

გარდა ფოტომოდელობისა, თეეს კიდევ ერთი ჰობი აქვს - პოპულარულ სოციალურ ქსელში, ფეისბუქში, ისეთი პოპულარულია, რომ არაერთი პრიზი აქვს მოგებული ლაიქომანიის ფოტოკონკურსებში. ჩვენ ვეცადეთ, ჩემოგვეწერა ყველა ის კონკურსი, სადაც გაიმარჯვა, მაგრამ მათი სიმრავლის გამო ვამჯობინეთ, ისევ მისთვის გვეკითხა.

Sunday, January 1, 2012

რედაქტორის სვეტი: პრესას გვიჭამენ, ხალხო!!!1!!!1ერთი!!!

  აი, დადგა 2012 წელი. ზოგი იძახის (იმდენი ჩინელი თუ "ზოგია") დრაკონის წელიწადიაო, მაგრამ ჩვენს სარედაქციო კოლეგიას არ სჯერა, რადგან აგერ ახლახანს მოვლიეთ დრაკონის წელი თავისი დრაკონული კანონებით, რაც ჩვენს სარედაქციო პოლიტიკას, და არამარტო ჩვენსას, ამავდროულად, არამარტო სარედაქციოს, შეეხო. მაგალითად, მიიღეს კანონი პრესის გავრცელების შესახებ და უამრავი ჯიხური აიღეს. აბა, კანონს ხომ არ დაარღვევდნენ? აღებული პრესის ჯიხურების ნაცვლად ლატარიისა და სურსათის ჯიხურები ჩამოდგეს და პრესას, პირდაპირი გაგებით, გვიჭამენ!

  ცხადია, როგორც მოქალაქეები, კანონს უნდა ვემორჩილებოდეთ, მაგრამ დრაკონული კანონები დაუმორჩილებლობის გრძნობას ისე აღვივებს, როგორც ქარი მინავლულ კოცონს. სწორედ დაუმორჩილებლობის გრძნობა გვაიძულებს არ შეველიოთ და ჩვენი ჟურნალი აწ უკვე აღებული ჯიხურებიდან გავავრცელოთ მაინც.

რა ეწერა ლალი მოროშკინას მიერ დაკარგულ უბის ჟურნალში

გასული წელი ნამეტნავად იღბლიანი იყო ჩემთვის – ფულებს ვპოულობდი ხშირად. თქვენ წარმოიდგინეთ, კაზინოს ან პოკერის მოთამაშეზე იღბლიანად ვგრძნობდი თავს. მართალია, ნაპოვნი თანხა ზოგჯერ 1 თეთრი იყო, სამაგიეროდ, ზოგჯერ დღეში რამდენჯერმე ვპოულობდი. ყველაზე დიდი თანხა ურნაში ჩასაგდებად აღებული დაკუჭული ქაღალდი იყო – 5 ლარი (თქვენც ჩააგდეთ ნაგავი ურნაში!).

ერთხელაც უჩვეულოდ დიდი ზომის ჟურნალი შევნიშნე, რომელიც უბის წიგნაკს ჩამოჰგავდა. ვიფიქრე, მპოვნელის ვინაობას დავადგენ დედუქციის მეთოდის მეშვეობითო. ჟურნალი ნესტს დაეზიანებინა და გაჭირვებით ამოვიკითხე ყველაზე ადვილად გარჩევადი წინადადება:

„მოიკლას ჩანგლის არტილერიაში გაყრით“.
გონებაში მსწრაფლ გამირბინა უახლოეს წარსულში დატრიალებულმა მოვლენებმა და ვივარაუდე, წინ კიდევ ბევრი საინტერესო გველის, რადგან ამ წლის მფარველ დრაკონს სწორედ გამბედავი ადამიანები უყვარს. ოღონდ, უჩანგლოდ და უსისხლოდ უფრო მისაღები და საინტერესო სანახავი იქნება.

მოდით, ჟურნალს პოლიციაში ჯერ არ წავიღებ, რადგან საცემი კიდევ ბევრია...

როგორ შეიქმნა პირველი ქართული მემე

სიტყვა „უნივერსალური“, კინოსტუდია „უნივერსალი“, მხ/ფ „უნივერსალური ჯარისკაცი“, „უნივერსალური პოზის შემქმნელი კაცი“... მათ საერთო მხოლოდ სიტყვა აქვთ, მაგრამ უნივერსალური პოზის შემქმნელი კაცი მართლაც უნივერსალურია. მისმა ერთ დროს უცნაურ პოზაში გადაღებულმა სურათმა, რომელიც პირველად forum.ge-ს ფლეიმის თემაში გამოქვეყნდა, დიდი გამოძახილი ჰპოვა. სურათის მოტივებზე შექმნეს მემეები, კომიქსები, ბალადები და საერთოდ უამრავი მიმდევარი გაუჩინა, მაგრამ მემეებს შორის ადგილი მხოლოდ მას უჭირავს.
მას ბევრი სახელი აქვს: ოხერი ალფრედო, შპაგატა, ჟასმათი, უნივერსალური პოზის შემქმნელი კაცი, მაგრამ მისი ნამდვილი სახელი მხოლოდ რჩეულებმა იციან და არ ამჟღავნებენ, რადგან მერე აღარ იქნებიან რჩეულები. ჟურნალი „მართლა შოკოლადი“ მართლა შეეცადა მასთან ინტერვიუს ჩაწერას, რაც გამოუვიდა და უცვლელად გთავაზობთ.

"შოკოლადის" გმირები

 „მართლა შოკოლადი“ გთავაზობთ ახალ პროექტს - ახალი წლის საუკეთესო მილოცვებს კლავიატურის გრანდების შესრულებით. ჟურნალმა „მართლა შოკოლადი“ დიდი შრომის შედეგად შეარჩია უკანასკნელი, 2012 წლის მომლოცველები: Chonchxis mzera, Tqveni Marin!♥! და ადნაკლასნიკის DzErSkeEe NaRoDeEe. ეს უკანასკნელნი იმდენნი იყვნენ, რომ ადნაკლასნიკებზე აღარ ეტეოდნენ და ფეისბუკზეც გადმოვიდნენ თავიანთი უნიკალური წერის სტილით, მაგრამ რადგან ყველას ერთი სტილი აქვს, ამიტომ ერთ კატეგორიაში გავიყვანეთ.

ჩვენ გთავაზობთ მათი მილოცვის ტექსტებს, ხოლო თქვენ შეგიძლიათ დაუმესიჯოთ, დაულაიქოთ ან დაუაცენკოთ თქვენს ფავორიტს. ვერდიქტი ჟურნალმა უკვე გამოიტანა, ახლა ჯერი მკითხველზეა! 

ერთად გამოვავლინოთ კლავიატურის გმირი. გთხოვთ, დაულაიქეთ და მეგობრებშიც გაავრცელეთ, რა!

სადაც ფიგურირებს „YveLazEe”... მაგ.: DzErSkeEe NaRoDeEe
dano da zmano iuzerebo
gilocavt damdeg 2012 tselz
xvava, Baraka, sikete, uxvi gimili ar mogklebodet.
axali 2012 celi xopilixos bednierebiz momtani ixaret
tqven gaimarjvebt
kargi iuzerebi xart
kargi mkitxvelebi
ez jurnaliz kargia, mixvars shokoladic
yvelani kargebi xart!

pativiscemit Chonchxis mzera
damdeg,,,,,axal,,,,,,,,,tells,,,,,,,shobas,,,,,,
gilocavtttttttttttttttttttttttttttttttt!‎!!!!!!!
mikvarxart,!S*I*X*A*R*U*L*S*!!kvelaperi
,,,,,,,,,,,,,,,tkven!!!!!!!!!!!!!!
ixaret!!!!!!!!!!silamazes,,,,,,,,,,,,,
sikvarils!!!!!!!!!!!!!!!!damdeg axal tels
shobas gilocavt ''''''magram zva amas
ar shegishlit mikvars zgva  
zamtarshic,,,,,,,,misi,,,,,,,,,,xmauriiiiii!!!i
ixaret!!!!lamaz,,,,,,cxovrebas,,,,,,,
sixaruls,,,,,,,amin,,,,,,,,,,ok,,,,‎!!!!!SSSSSS*
IIIIIIIIIIIIIIIIIII*XXXXXXXXXXXX*AAAAAAAAAA
*RRRRRRRRRRR*UUUUUUUU*LLLLLLLLLL*
SSSSSSSSS*♥♥♥!*:(

DAGLOCOT UPALMA XVTIS SHOBELI ILOCOS TKVENZE CHVEN SAKARTVELOZE AMIN!

!!!!!!!!!*****!(!!!I♥ X ♥ A <R ♥ E ♥ T ♥!!!!!!!!

‎madloba temo saocrat unijiereso da ketilo mkitxvelo dzalian mikvarxar !chemi sixaruli da kumiri xar sixaruls!♥!
!diaxac aseaaaaaaaaa!!kvelam icodes!♥

Tqveni.Marin!♥!:)*!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
GilOOoooOcaaAAvt ChEMeBOooooooo =XXXX :DDDDDDD :********* </3 ))))))))))))))))))))))))))))
MrAvaLss DaeScaRiiTT mUdaaM bedNieReBiiii Daaa MxiAruLeBiii CheMoOoo KaRgebOoooo!!!!! ;*****
Es celi yoFiliyoOos TqvenTviiiiiS BednIiereBis MoMtAniiiiiiiiiiii!!!!!!!! :***** I♥U!!!!!! ))))))))))) :XXXXX
AuUu ShArShAnn GuKaChosTannn Roo VigiJeeett ;(((( KiDe MinDaaaaa!

AnChOoOo

მართლა შოკოლადი - 1


    ასე გამოიყურებოდა ჟურნალ "მართლა შოკოლადის" პირველი ნომერი.
    წაიკითხავთ:
  • რედაქტორის სვეტი: პრესას გვიჭამენ, ხალხო!!!1!!!ერთი!!!;
  • ვინ მოკვდება შემდეგი ჩანგლის არტილერიაში გაყრით? (ინტერვიუ ლალი მოროშკინასთან);
  • ამ ფოტოსთვის პოზის მისაღებად დიდი ხანი ვიფიქრე რომ გითხრათ, მოგატყუებთ (ინტერვიუ უნივერსალური პოზის შემქნელ კაცთან);
  • ვინ გინდათ მოგვილოცოს ბოლო 2012 წელი? (საახალწლო გამოკითხვა).

მართლა საცდელი პოსტი

ესაა ჟურნალ მართლა შოკოლადის - მართლა გემრიელი ბლოგი!


სინამდვილეში იგი შეიქმნა ამ დროს:
 
მაგრამ მერე მოდერნიზაცია განიცადა და ეს პოსტი ქვესკნელში ჩავაყოლე :) თუ აქამდე ჩამოაღწიე, შეგიძლია გადახედო ჟურნალის კატალოგს. სასიამოვნო დროის გატარებას გისურვებ! :)
მადლობა არსებობისთვის!