ცხოვრება ისეთია, როგორიც გვსურს. თუმცა, ზოგჯერ ჩვენზე არაა ხოლმე დამოკიდებული და ცუდი ამბებიც ხდება. წინა ნომერში, თუ გახსოვთ, შემოგთავაზეთ გეგმა, თუ როგორ გამოვძალოთ ცხოვრებას კუთვნილი ბედნიერება. ჩვენმა გამომგონებლებმა ბევრი იმუშავეს ამ მიმართულებით და აი, ისიც. დაბადების დღე ყველას ძალიან უყვარს, ყველა გეფერება, გილოცავს და საჩუქრებს გჩუქნის. მაგრამ ეს დღე წელიწადში მხოლოდ 1-ია... ალბათ, იცით, რომ წელიწადში 2-ჯერ დგება დღე, როცა დღე და ღამე თანაბრდება. ამას ბუნიობა ეწოდება. ჩვენი გამომგონებლების ჯგუფმა შეადგინა ცხრილი, რომლითაც თქვენი დაბადების დღის საპირისპირო დღეს იპოვით, ანუ დაბადებუნიობას. ვისაც დღეს, 29 თებერვალს აქვს ჩვენი დიზაინერის, გუკას თამადობით, ყველას გილოცავთ! თქვენ ახლა 4 წელიწადში 2-ჯერ იზეიმებთ!
Showing posts with label ზოდიაქო. Show all posts
Showing posts with label ზოდიაქო. Show all posts
Saturday, February 29, 2020
Monday, April 1, 2013
რა გველის გველის წელში?
ჩინური კალენდრის მიხედვით 2013 წელი შავი გველის წელიწადია.
ეს წელიც გველივით სწრაფი და მოქნილი იქნება, მოვლენებიც დინამიურად განვითარდება.
ამიტომ წინდახედულობა და გამჭრიახობა უნდა გამოვიჩინოთ. ისე, ცოდვა გამხელილი სჯობს
და ჩვენში გველები დიდად არ ევასებათ. ვინ იცის, გველის დანახვისას რამდენი გაქცეულა
წივილ-კივილით, ან რამდენს გაუჭეჭყია მისთვის თავი ისე, სინდისის ქენჯნის გარეშე?!
შედარებით განვითარებულ და კომპიუტერთან მიმჯდარ ადამიანებს კი უკვირთ, რანაირად შეიძლება
გველმა იმუშაოს კომპიუტერთან, ctrl+alt+delete-ს როგორ დააჭერსო? ბრიტანელი მეცნიერები
კი უფრო შორს წავიდნენ და იკვლევენ, გველი ცხოველია თუ კუდი.
აი, ჩინელებთან კი ყველაფერ პირიქითაა - გველი, არამარტო
საკვები, არამედ სილამაზისა და სიბრძნის სიმბოლოა. 2013 წელსაც სწორედ სილამაზე და
სიბრძნე იქნება დაფასებული. შესაძლებელია, ადამიანებმაც შეიცვალონ იმიჯი გველის მსგავსად,
რომელიც პერანგს იცვლის ხოლმე, და განსხვავებულ ამპლუაში მოგვევლინონ. წელს არ იქნება
ომები და ღია დაპირისპირება, სამაგიეროდ უხვად იქნება გესლიანი სისინი და ჭორ-ინტრიგების
აგორება. ჩვენმა ასტოლოგმა, ჩონჩხის ჭვრეტამ, რომელიც სხვათაშორის, ჩონჩხის მზერას
გარე ბიძაშვილია, წლის „კვირის პალიტრაში“ განჭვრიტა მიმდინარე წლის ასტროლოგიური პროგნოზი
და ზოდიაქოს ცამეტივე ნიშანს მოუთხრობს, დაახლოებით როგორ განვითარდება მათ ცხოვრებაში
მოვლენები.
Subscribe to:
Posts (Atom)

