Showing posts with label begura. Show all posts
Showing posts with label begura. Show all posts
Monday, April 1, 2013
Wednesday, November 28, 2012
უკანასკნელი იმპერატორი (მე-9 სერია)
ვენესუელას საზღვრები მუდამ ღია იყო ნებისმიერი მოგზაურისა თუ სტუმრისთვის, თუნდაც აქ დარჩენა მოენდომებინათ. დეპრესიის უდაბნოში წასული მმართველი ვერც იფიქრებდა, რომ ამ სტუმართმოყვარეობით ვინმე ბოროტად ისარგებლებდა. თუმცა გამოიძებნენ ნდობით ბოროტად მოსარგებლე რო-ბოტები, რომლებიც პირდაპირ შარაგზებზე სახლდებოდნენ, ჯიხურებს დგამდნენ და ათასგვარი წამლებისა და ვირუსიანი ტიტველი ქალების სურათების დისტრიბუციით იყვნენ დაკავებულნი. მათზე თავდაცვის მინისტრისა და მისი თანაშემწეების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციები არ მოქმედებდა - ჯიხურს დაუნგრევდი და ახალს იშენებდა სხვაგან.
ტახტზე დაბრუნებულმა იმპერატორმა მკაცრი სადამსჯელო ღონისძიებები გაატარა ქვეყანაში. პირველ რიგში საზღვრები ჩაკეტა და უვიზოდ ჩიტსაც კი გაუჭირდებოდა ვენესუელაში გადმოფრენა. შემდეგ რო-ბოტებს დაერია, დაკოჭა და ურჩთა ქალაქის ყველაზე ბნელ დილეგში ჩაჰყარა. მართალია, ზოგი რო-ბოტი უწყინარი იყო, მაგრამ კონტროლის პალატის უფროსის Quco-ს მოხსენებით, ისინი წელს ქვემოთ მოშლილები იყვნენ და მათაც დანარჩენი რო-ბოტების ბედი გაიზიარეს. ქვეყანა ისევ ქვეყანას დაემსგავსა, ოღონდ ცოტა გასხვანაირდა.
Friday, October 12, 2012
ჩხუბის ალგორითმი - როგორ ვიჩხუბოთ სწორად
ჩხუბი მეგობართან
ან საყვარელ ადამიანთან ვისთვის ქვეყნის აღსასრულთან ასოცირდება, ვისთვის - დასისხლიანებულ თავ-ყბასთან. თვითონ ასოთწყობაა
ისეთი, რომ „ჩხ-ჩხ“ და მხოლოდ სიტყვაც საჩხუბრად აძაგრულ კატას წააგავს. თუ არამარტო
მიგაჩნიათ ჩხუბი ვინმესთვის თავ-ყბის გაერთიანებად, არამედ ხშირად ასეც იქცევით ჩხუბისას,
ფსიქოლოგები გირჩევენ, გადახედოთ თქვენს კრედოს, რადგან სინამდვილეში ჩხუბი სხვა რამეა,
არასწორად იყენებთ და მის ესთეტიურ მხარეს საერთოდ ვერ შეიგრძნობთ.
„მთელი
ეს ჩხუბები, კარატე-მარატე, სამბოები სრული უაზრობაა“! - აცხადებს ზვიო. შეუძლებელია,
არ დაეთანხმო. ჩხუბი მარტო ფიზიკური დაპირისპირება არაა, როგორც უმეტესობას ჰგონია.
ის ურთიერ-თობის ერთ-ერთი სახეა და ემოციურ-ესთეტიურ დატვირთვას ატარებს, ოღონდ თუ
მას სწორად წარმართავთ და ნერვები არ გიმტყუნებთ. თუ თქვენი ნერვების იმედი არ გაქვთ
და კუნთებისკენ გაგირბით თვალი, თავს შეახსენეთ, რომ ჩხუბის აცილება უფრო იოლია, ვიდრე
დაწყებულის შეწყვეტა და ამით ფსიქოლოგიურად განმტკიცდებით. წინააღმდეგ შემთხვევაში
ესთეტიური ჩხუბის მოწყობა სხვა დროისთვის გადადეთ...
ამდენი
ვილაპარაკეთ გარდა მთავარისა — რა არის და რა სარგებლობა მოაქვს ჩხუბს?
Friday, June 1, 2012
მე, საძულველი პროფესიის ადამიანი 4
პროფესია მეოთხე: მე იურისტი
ბავშვობისას ბევრი გვიოცნებია,
ვინ რა უნდა გამოვსულიყავით, მაგრამ რეალობა უფრო სასტიკია და ზოგი არათუ გახდა იმ
პროფესიის ადამიანი, რაზეც ოცნებობდა, არამედ, შესაძლოა, შესძულდა კიდეც. მე ჩემთვის
საძულველ პროფესიებს ჩამოვთვლი. ვერ ვიტან:
2. ექიმებს;
3.
პოლიციელებს;
4. იურისტებს;
5.
პოლიტიკოსებს
და ყველა იმათ, ვისაც
ადამიანებსა თუ საზოგადოებაზე რაიმე ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ. ჩემი დაკვირვებით,
ამ პროფესიის ადამიანების უმეტესობა ადამიანის სახეს კარგავს და სხვანაირები ხდებიან.
ჟურნალისტები ფრენის თავისუფლებას კარგავენ და სირაქლემას ემსგავსებიან, ექიმები -
გულქვა მგლებს, პოლიციელები - უხეშ მარტორქებს, იურისტები - ქედმაღალ
აქლემებს, პოლიტიკოსები - უტიფარ კამეჩებს.
ლხინში ახირებული ჯეელივით
ჯაჯღანა შესავალი კი გამომივიდა, მაგრამ ცხოველების შეურაცხყოფა სულაც არ მიფიქრია.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ცხოველი და პროფესიის ადამიანი მიყვარს და წარმატებებს ვუსურვებ.
მე კი ვეცდები, ამ რუბრიკაში ყველა ცხოველისა და პროფესიის დადებითი
მხარე დაგანახოთ. მათი კრიტიკა კი აუცილებელია, რათა ნაფერები კატასავით არ გაიტრუნონ.
Subscribe to:
Posts (Atom)




