გაკვირვებული შეჰყურებდა
ბიჭუნა იდუმალ სტუმარს, უკვირდა საიდან გაჩნდა ეს გოგონა აქ. განსაკუთრებით კი მისი
კაბა აოცებდა, ჭრელაჭრულა კაბა ახალგაღვიძებულ თვალებს ჭრიდა:
-გაიღვიძე პატარავ? -
ჰკითხა იდუმალმა სტუმარმა და გადაიკისკისა.
-ვინ ბრძანდებით? - გაკვრივებულმა
ბიჭუნამ კითხვაზე კითხვით უპასუხა.
-მე კარლა მქვია, შენ?
- ეშმაკური თვალები მიანათა ბიჭუნას.
-შენ ხარ ჩემი ახალი მეზობელი?
- მხიარულად თქვა კარლამ - ყველაზე ძალიან რა გიყვარს?
-შოკოლადი - სერიოზულად
უპასუხა ბიჭუნამ.
- რა დამთხვევაა! - წამოიძახა
კარლამ, - მეც ყველაფერს შოკოლადი მირჩევნია, გაქვს შოკოლადი?
-არა, არ მაქვს - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ბიჭუნამ - მშობლები არ მაჭმევენ...
-არა, არ მაქვს - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ბიჭუნამ - მშობლები არ მაჭმევენ...
კარლა ჩაფიქრდა, ბიჭუნა
გაკვრივებული მიშტერებოდა:
-მოვიფიქრე! - წამოიძახა
კარლამ, - შოკოლადი უნდა მოვიპაროთ, ჩვენც ვჭამოთ და სხვა ბავშვებსაც ვაჭამოთ, რომლებსაც
მშობლები უშლიან.
-მართალია ! - შეჰყვირა
ბიჭუნამ და ცქმუტვა დაიწყო, - მაგრამ, რა უნდა გავაკეთოთ? - დაეჭვდა ბიჭუნა.
-ადვილია - თქვა კარლამ
- თოკი და ბინოკლი დაგვჭირდება.
-რატომ? - ჩაეკითხა ბიჭუნა.
- გეგმა მაქვს! - და ბიჭუნას
ჩურჩულით აუხსნა, რომ ჩვენ ვერ გაგვეგონა.

