Showing posts with label შოკოლადი. Show all posts
Showing posts with label შოკოლადი. Show all posts
Monday, July 1, 2013
1 ივლისი - ინტერნეტზე ჩამოკიდებულების დღე
ალბათ, ყველას გახსოვთ შარშანდელი 1 ივლისი, როცა ჟურნალმა
მკითხველებთან ერთად ინტერნეტდამოკიდებუ- ლებას შეუტია აქციით, რომელსაც მოვლენების
განვითარების შესაბამისად, ორიდან ერთი ფინალი შეიძლება ჰქონოდა: ან ინტერნეტზე დამოკიდებულების,
ან ინტერნეტისგან დამოუკიდებლობის დონის განსაზღვრა. რადგან ორივე შემთხვევა გათვალისწინებული
იყო, შეიძლება ითქვას, რომ აქციამ წარმატებით ჩაიარა და აქციის მონაწილეთა სიმცირის
შესაბამისად, 1 ივლისი გამოცხადდა ინტერნეტზე დამოკიდებულების დღედ, ვინაიდან შოკოლადებითაც
კი ვერ გამოვიტყუეთ მკითხველთა უდიდესი ნაწილი ინტერნეტს მიღმა, პუშკინის სკვერში.
მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა, თუმცა ამის ასე დატოვებას
არ ვაპირებდით. ბოლო ერთი თვე მაინც ვემზადებოდით ცხოვრების ამ მავნე ჩვევაზე, ინტერნეტდამოკიდებულე-ბაზე,
რევანშის ასაღებად. თუმცა, მანამდე ჩვენი ერთგული მკითხველის დაჟინებული თხოვნით ვცადეთ
გაგვეახლებინა საბავშვო ნახატების კონკურსი და, თუ ჩვენს ფეისბუქის გვერდსაც სტუმრობთ
ხოლმე, შეამჩნევდით სარეკლამო ფერად ბანერს, რომელიც პატარებს კონკურსში მონაწილეობის
მიღებისკენ მოუწოდებდა. როგორც ჩანს, პატარებმა ნახატების ხატვას ინტერნეტში სათამაშოდ
ძრომიალი არჩიეს და კონკურსიც ვერ შედგა.
Monday, April 1, 2013
იაპონური ხატვის პასუხი
Wednesday, November 28, 2012
რედაქტორის ხე (პალმა)
ყვითელი იახტის კვალდაკვალ
ადამიანებს ერთი ცუდი თვისება აქვთ, ელოდებიან რაიმე დღესასწაულს, რათა აღნიშნონ და იმხიარულონ. არადა, შეგვიძლია ყოველდღე ახალ-ახალი ერთჯერადი დღესასწაულის გამოგონება. აგერ, ვიზეიმოთ კიდეც ჟურნალის საიუბილეო მე-8 ნომრის გამოსვლა. იქნებ რიცხვი 8 არ გგონიათ მრგვალი რიცხვი? სულაც არა. არსებობს თვლის რვაობითი სისტემა, რომელშიც ჩვენი ათობითი 8-იანი სწორედაც რომ ასე მოიხსენიება - 10. ეს რიცხვი კი ნამდვილად „მრგვალია“. ამიტომ საიუბილეო ნომერში ჩვენ რევოლუციური გარდატეხა შევიტანეთ მსოფლიოს ჟურნალების ისტორიაში. ჩვენს ჟურნალს არამარტო სამგანზომილებიანი 1 ყდა ამშვენებს, არამედ აკრობატიკული 4 ყდიანი გარეკანი. ეს ყველაფერი ბეჭდურად ვერ გადმოიცემა, ამიტომ ხელმარჯვე ოსტატი აგიხსნით ამ ყდის დამზადების წესს ან შეგიძლიათ ნახოთ ეს ვიდეო, თუ როგორ გამოიყურება რეალობაში.
კონკურსი - იაპონური ხატვა
კონკურსი ძალიან მარტივია — ამოხსნათ ეს უმარტივესი იაპონური კროსვორდი, მაგრამ პირობა სულაც არაა მარტივი: რომ დახატავთ, შემდეგ უნდა გაშიფროთ რა ხატია. ვინც გაშიფრავს, პასუხი დაწეროს აქვე, კომენტარებში ან ჩვენს ფეისბუქის გვერდზე http://facebook.com/martlashoko და დასაჩუქრდება შოკოლადის ვაუჩერით.
ხელმარჯვე ოსტატი

ახლა მინდა გასწავლოთ ამ ნომრის სუპერ-აკრობატული ექვს(6)კლუზიური ყდის გაკეთება. თუ ვიდეო ნახეთ, როგორი შთამბეჭდავია მოძრაობაში ჩვენი ახალი ყდა და მოგინდათ თქვენც გქონდეთ, რადგან ჟურნალი არ იყიდება, ძალიან იოლად შეგიძლიათ დაამზადოთ ყდა სახლის პირობებში. ამისთვის უბრალოდ დაგჭირდებათ ჟურნალის ოთხივე ყდა, ფერად პრინტერზე ამობეჭდილი, ორი მუყაოს ფირფიტა ზომებით 20x28 სანტიმეტრი, წებო, საკანცელარიო დანა და ქაღალდის სკოჩი (ყდები რომ დაეწებოს ფირფიტაზე).
სურათს თუ შეხედავთ, ჩემი ახსნა აღარც დაგჭირდებათ, უბრალოდ მიმდევრობას ჩამოვწერ. მუყაოს ფერს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ყდის ფურცელი გადაეკვრება ზემოდან. მაშ ასე:
Friday, October 12, 2012
Friday, June 1, 2012
რედაქტორის ხე (არყის ხე)
თითქმის შეუსრულებელი ნისია
ჟურნალის გამოსვლის დრო კი არ მოდის, მიდის... მთელი
ვარდობისთვე ჩაგვივარდა, ხან საქეიფოდ ვიყავით, ხან – უქეიფოდ, ხან – ძალიან დაკავებული,
ხან – ზარმაცობის ზენიტში და მიილია მაისიც. ისე, ბილ გეიტსმა თქვა, ვცდილობ სამსახურში
ზარმაცები ავიყვანო, რადგან საქმეების მარტივად მოგვარებას ცდილობენო. ცხადია, მეც
შემიძლია იგივე გავაკეთო, მაგრამ თავად ვარ ზარმაცი და თავად ვცდილობ, მარტივი გამოსავალი
ვნახო, რომ ჟურნალი როგორმე ვაცოცხლო.
ამბობენ, სიმართლეს ლამაზი თვალები აქვსო, ჰოდა, ჩვენც
ჩავხედოთ და ვთქვათ, რომ ეს თვე ძალიან დაკავებული ვიყავი. მოგეხსენებათ, ამ ჟურნალზე
არ ვმუშაობთ ჟურნალისტები. შესაბამისად, ჩვენ–ჩვენი საქმიანობაა პირველ რიგში მისახედი
და ჟურნალისთვის დრო ცოტა, ან არ გვრჩება. საქმის გამოსასწორებლად ნამდვილი ჟურნალისტიც
მივიღეთ კოლეგიაში და ექიმიც (ყოველი შემთხვევისთვის), მაგრამ საწყალ კაცს ქვა აღმართშიც
მიეწევაო – ნამდვილი ჟურნალისტის მიერ დაწერილი სტატია დამეკარგა იძულებული გავხდი
წაკითხულის შინაარსი დამეწერა.
1 ივნისისთვის, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით,
ჩვენმა ჟურნალმა კონკურსი გამოაცხადა ბავშვთა ნახატებზე. რედაქციაში უამრავი ნახატი
მოვიდა, რომელიც შოკოლადში გადავუცვალეთ ავტორებს და მკითხველს საშუალება მივეცით ექვს(6)კლუზიურად
გაცნობოდნენ მათ და თავადაც მიეღოთ შოკო-კონკურსში მონაწილეობა.
საბავშვო ნახატების ექვს(6)კლუზიური გამოფენა.
ჟურნალმა, "მართლა შოკოლადი", ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან, 1 ივნისთან დაკავშირებით კონკურსი მოაწყო კოდური სახელწოდებით "პატარა ვან გოგი". ამისთვის მათ წინასწარ ვაჩუქეთ სახატავი ინვენტარი და ვთხოვეთ, დაეხატათ რაც უნდოდათ. რადგან ყველა ნახატი ექვს(6)კლუზიური გამოვიდა, ამიტომ გამარჯვებულად ყველა ბავშვი გამოვლინდა და ყველა მათგანს გადაეცა ლარების ექვივალენტი შოკოლადში.
მკითხველებისთვის კი კონკურსი! ვინც საუკეთესო სახელს დაარქმევს 1 სურათს მაინც, დაჯილდოვდება შოკოლადით!
პირობა ასეთია: სურათებს აქვს ნომერი. კომენტარში წერთ სასურველ ნომერს და სასურველ სახელს. სასურველია, უსათაურო სურათზე მოიფიქროთ, მაგრამ თუ მაინცდამაინც უკვე დასათაურებულ სურათზე მოგინდათ ახალი სათაურის დარქმევა, არაა პრობლემა, დაწერეთ სურათის ნომერი და თქვენი ვერსია. კომენტარის დაწერისას, თუ დარეგისტრირებული არ ხართ, აირჩიეთ NAME/URL და ჩაწერეთ თქვენი სახელი ან ნიკი. ვებ გვერდი შეგიძლიათ არ შეავსოთ.
დასათაურებული სურათების რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა, არც პრიზის რაოდენობა გაიზრდება ამით (იმაზე მეტს ხომ ვერ შეჭამთ, ვიდრე თქვენი კუჭი დაიტევს?). ასე, რომ 11 გამარჯვებული იქნება და ყველას ერგება შოკოლადი. კონკურსი გაგრძელდება 2012 წლის 25 აგვისტომდე.
მკითხველებისთვის კი კონკურსი! ვინც საუკეთესო სახელს დაარქმევს 1 სურათს მაინც, დაჯილდოვდება შოკოლადით!
პირობა ასეთია: სურათებს აქვს ნომერი. კომენტარში წერთ სასურველ ნომერს და სასურველ სახელს. სასურველია, უსათაურო სურათზე მოიფიქროთ, მაგრამ თუ მაინცდამაინც უკვე დასათაურებულ სურათზე მოგინდათ ახალი სათაურის დარქმევა, არაა პრობლემა, დაწერეთ სურათის ნომერი და თქვენი ვერსია. კომენტარის დაწერისას, თუ დარეგისტრირებული არ ხართ, აირჩიეთ NAME/URL და ჩაწერეთ თქვენი სახელი ან ნიკი. ვებ გვერდი შეგიძლიათ არ შეავსოთ.
დასათაურებული სურათების რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა, არც პრიზის რაოდენობა გაიზრდება ამით (იმაზე მეტს ხომ ვერ შეჭამთ, ვიდრე თქვენი კუჭი დაიტევს?). ასე, რომ 11 გამარჯვებული იქნება და ყველას ერგება შოკოლადი. კონკურსი გაგრძელდება 2012 წლის 25 აგვისტომდე.
Sunday, April 1, 2012
რედაქტორის ხე (სექვოია)
დღეს პირველი აპრილია...
იცოდით, რომ
ჟურნალი „მართლა
შოკოლადი“ მართლა
შოკოლადისაა და
ნობელის პრემიაც
მიიღო ტკბილეულის დარგში?!
ეს ამბავი მხოლოდ
ექსკლუზიურად და
მხოლოდ დღეს
გაგიმხილეთ, რადგან
დღეს პირველი
აპრილია. დღეს,
მოგეხსენებათ, ტყუილების
დღეა, მაგრამ
მე არ
მიყვარს ტყუილები.
მკითხეთ რაც
გინდათ, ყველაფერს
სიმართლეს გეტყვით.
ალბათ, ჟურნალის
ყდაზეც შეამჩნევდით და გიკვირთ,
რატომ დავარქვი "რედაქტორის სვეტს" მაინცდამაინც „რედაქტორის ხე“?
ეს იმიტომ,
რომ დრუიდი
ვარ და,
როგორც ყველა
დრუიდს, მეც
მაქვს ჩემი
საკუთარი ხე,
რომელსაც ვუმხელ
იმ საიდუმლოს,
რასაც ჩემი
საქმიანობა მოიცავს,
თვითონ კი
მზეს მიჩრდილავს და ვართ
ასე, სიამტკბილობაში. კარგები არიან
ხეები.
მთელი მარტი
გავიდა და
ჟურნალი არ
გამოსულა. ალბათ,
განიცადეთ, ინერვიულეთ, მაგრამ მინდა
დაგამშვიდოთ - ყველაფერი
კარგად არის.
რადგან ჩვენს
ქვეყანაში სულ
პირველი აპრილია,
მარტო საკუთარ
თავს უნდა
ენდო და
გამოკითხვას ვატარებდი
საკუთარი ძალებით.
ამის გამო,
ჟურნალზე დრო
არ დამრჩა.
ჩემს კითხვაზე,
დაიბეჭდოს თუ
არა ჟურნალი
„მართლა შოკოლადი“,
პასუხები ასე
განაწილდა: კი
- 73%, არა - 23%. ხოლო 4%-მა არ
იცოდა ამ
ჟურნალის შესახებ.
შესაშური შედეგია,
ვერაფერს იტყვი.
ცხადია, საქმეები
თუ კარგად
წარიმართა, გეგმები
რეალობაში მოვა!
გამრავლების ტაბულა
ჟურნალის ყდა — მაგიური და მიმზიდველი. თუ ოდესმე ჟურნალის ყდაზე მოხვდებით, იგრძნობთ, რომ ეს უბრალო ფოტო არ არის. ამით თითქოს მთელი ჟურნალი თქვენ გეძღვნებათ, მთელი ქვეყანა ნახავს თქვენს სურათს, ყველა შეგიყვარებთ და აქედან პოპულარულობამდეც ერთი ნაბიჯია. პოპულარულობა კი ის არის, რაც უმეტეს ჩვენგანს ასე ძალიან გვინდა და მისი გულისთვის უამრავ ოინბაზობას ჩავდივართ.
ჟურნალის ყდა მარტო თქვენთვის არ არის მნიშვნელოვანი, ის ჩვენი, ჟურნალების, სავიზიტო ბარათია. ლამაზად გაფორმებული ყდა ჟურნალის წარმატებას ნახევარია და სულაც არ აქვს მნიშვნელობა, სტატიები საინტერესო იქნება თუ არა. მაგალითისთვის „მართლა შოკოლადის“ პირველ ნომერს მოვიყვან, რომლის ყდაზეც თეთრკაბიანი აღშფოთებული გოგო ეხატა. დაკვირვებული მკითხველი მის შესახებ მხოლოდ იმას გაიგებდა, რომ შოკოლადებით დატვირთული ყვითელი იახტა აჩუქეს და ასე მოიგეს მისი გული, ხოლო შოკოლადებს ისევე შეჭამდა, როგორც თქვენ ანალოგიურ სიტუაციაში. მიუხედავად ამ იდუმალებისა, ჟურნალის პირველმა ნომერმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა. საქართველოს ყველა რეგიონიდან, განსაკუთრებით ბათუმიდან, გვირეკავდნენ და გვიგზავნიდნენ შოკოლადებს ამ არაჩვეულებრივი გოგონასთვის გადასაცემად. რადგან მისი კოორდინატები დაუდგენელია, შოკოლადები ჩვენს რედაქციაში ინახება და პატრონს ელის.
Subscribe to:
Posts (Atom)









