Showing posts with label ხელმარჯვე ოსტატი. Show all posts
Showing posts with label ხელმარჯვე ოსტატი. Show all posts
Monday, April 1, 2013
ხელმარჯვე ოსტატი
Wednesday, November 28, 2012
ხელმარჯვე ოსტატი

ახლა მინდა გასწავლოთ ამ ნომრის სუპერ-აკრობატული ექვს(6)კლუზიური ყდის გაკეთება. თუ ვიდეო ნახეთ, როგორი შთამბეჭდავია მოძრაობაში ჩვენი ახალი ყდა და მოგინდათ თქვენც გქონდეთ, რადგან ჟურნალი არ იყიდება, ძალიან იოლად შეგიძლიათ დაამზადოთ ყდა სახლის პირობებში. ამისთვის უბრალოდ დაგჭირდებათ ჟურნალის ოთხივე ყდა, ფერად პრინტერზე ამობეჭდილი, ორი მუყაოს ფირფიტა ზომებით 20x28 სანტიმეტრი, წებო, საკანცელარიო დანა და ქაღალდის სკოჩი (ყდები რომ დაეწებოს ფირფიტაზე).
სურათს თუ შეხედავთ, ჩემი ახსნა აღარც დაგჭირდებათ, უბრალოდ მიმდევრობას ჩამოვწერ. მუყაოს ფერს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ყდის ფურცელი გადაეკვრება ზემოდან. მაშ ასე:
Friday, October 12, 2012
ხელმარჯვე ოსტატი
ჟურნალის ეს ნომერი ანაგლიფურ სურათებს შეიცავს, თქვენ კი მისი დანახვა შეუიარაღებელი თვალით არ შეგიძლიათ. მე, ჟურნალის ახალმა ძველმა პერსონაჟმა, ვიზრუნე თქვენზე და გთავაზობთ ანაგლიფური სათვალის კუსტარულ პირობებში დამზადების ხერხს.
ამობეჭდეთ სურათი ან თავად დახატეთ მსგავსი. გამოჭერით ნაწილები, წყვეტილ ხაზებზე ჩაჭერით და ერთმანეთს ჩამოაცვით. წითელი და ცისფერი ლინზების ნაცვლად შეგიძლიათ იგივე ფერის გამჭვირვალე მასალა მოიძიოთ და მიაკრათ. მაგალითად, რვეულების ფერადი გადასაკრავი, ფერადი გამჭვირ-ვალე საქაღალდე, ბოლოს და ბოლოს შესაბამისი ფერის პლასტმასის ბოთლიც კი.
ხელებს ყველაფერი შეუძლიათ, ფანტაზია კი ამოუწურავია. შემდეგ ნომრებშიც სხვა ბევრ გასართობს შემოგთავაზებთ, დამელოდეთ და შეგიძლიათ თქვენი იდეებიც გამიზიაროთ.
Subscribe to:
Posts (Atom)
